ტესტები
აირჩიეთ ერთ-ერთი ტახტი და გაიგეთ, თუ როგორი დედოფალი ხართ
ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რა გავლენას ახდენს გაუცნობიერებული არჩევანი თქვენს ცხოვრებაზე? არადა ყოველდღე ჩვენს წინაშე დილემა ჩნდება: სად წავიდეთ დასასვენებლად, რა მივირთვათ სადილზე, რომელი ავეჯი შევარჩიოთ სახლისთვის, რომელი კაბა ჩავიცვათ მნიშვნელოვან დღესასწაულზე.
ჩვენი გადაწყვეტილება მთლიანად ფსიქოტიპზეა დამოკიდებული. მორცხვები ყოველთვის გაქცევას ირჩევენ, უგუნურები კი ბრძოლაში ებმებიან. ვნებიანები, მაგრამ დაუდგრომლები, მთელ ცხოვრებას მეორე ნახევრის ძებნაში ატარებენ, ხოლო წყნარები ერთადერთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას ირჩევენ.
საკუთარი თავის უკეთ შეცნობა რომ შეძლო, მცირე ტესტის გავლას გთავაზობთ. ის თქვენი ქვეცნობიერს საიდუმლოს და ხასიათის განსაკუთრებულობას გამოავლენს.
ასე რომ, თქვენს წინაშეა ოთხი ტახტი. აირჩიეთ ის, რომელსაც თქვენი სამეფოს მართვისთვის გამოიყენებდით. კარგად დაფიქრდით, ამაზე თქვენი და თქვენი ქვეშევრდომების ბედია დამოკიდებული.
ტახტი №1
თქვენნაირ ადამიანებზე ამბობენ: „ცეცხლოვანი ქალი“, რადგან შეუპოვრობაში, სითამამესა და მიზანდასახულობაში თანასწორი არ გყავთ. თუ გაიფიქრეთ, რომ ეს მამაკაცი თქვენი უნდა იყოს, კონკურენტებს თქვენი უნდა შეეშინდეთ.
ძლიერი ქალი ხართ, ვნებიანი როგორც სიყვარულში, ასევე გართობის დროს. თქვენი მაგარი ხასიათი და ტემპერამენტი მხოლოდ იტალიელ ბატონებს თუ შეესაბამება.
მოშურნეები კაბა გადაცმულ კაცად მიგიჩნევენ, მაგრამ მათ სასაცილო ლაყბობას ყურადღება არ მიაქციოთ. ახლობლების ბედნიერებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხართ, მაგრამ უცხოებს საკმაოდ ეჭვის თვალით უყურებთ.
ტახტი №2
თქვენ ხართ ადამიანი „გადაირბინეთ მინდორი“, მზად ხართ ნებისმიერ წამს მსოფლიოს ბოლო წერტილში ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად გაიქცეთ. თქვენს ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს. უკვე იმდენის ნახვა მოასწარით, რომ სხვა ადამიანს ამისთვის ორი სიცოცხლეც არ ეყოფა.
მამაკაცებს თქვენთან კონტაქტი უადვილდებათ, სასაუბრო თემას ყოველთვის პოულობთ. ძალიან უპრეტენზიო ხართ. საყვარელ ადამიანთან ქოხშიც კი თავს სამოთხეში იგრძნობთ.
მომავლის მკაფიო გეგმებს არ ადგენთ, რადგან არ იცით ხვალ თავგადასავლების საძიებლად სად წახვალთ. თქვენს ცხოვრებაში მთავარია შთაბეჭდილებები და ერთგული მეგობრები.
ტახტი №3
თქვენ ძალიან ნაზი, მშვიდი და მზრუნველი ბუნების ადამიანი ხართ. ძლიერი მამაკაცის გვერდით ჰარმონიას შეიგრძნობთ. საკმაოდ მოსიყვარულე ხართ, მაგრამ განშორებას ძალიან განიცდით.
ხალხს თქვენი სილამაზის შურს, რადგან ყოველთვის წარმოუდგენლად გამოიყურებით. ბავშვებთან ნაზი და მზრუნველი ხართ, თუმცა ზოგჯერ პრეტენზიული გოგოს როლის შესრულებაზე უარს არ ამბობთ.
მამაკაცები თქვენზე გიჟდებიან და თქვენი გულის მოგებას ცდილობენ, მაგრამ მხოლოდ ღირსეული აღმოჩნდება თქვენს გვერდით.
ტახტი №4
თქვენ ძალიან ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. ეჭვები არასდროს გაწუხებთ, რადგან საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ და პირად ცხოვრებასა და კარიერაში ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებთ.
თქვენ შეიძლება იდუმალი და მიუწვდომელი გიწოდოთ. ემოციების და ცრემლების გამოხატვაში საკმაოდ ძუნწი ხართ. ყოველთვის გონებით ხელმძღვანელობთ და არა გულით.
ხალხი მზადაა თქვენს ნებას დაემორჩილოს. თქვენი მბრძანებლური ხმა და მკაცრი გამოხედვა ქვეშევრდომებს შიშს ჰგვრის. ურთიერთობაშიც კი ცდილობთ დომინანტი იყო.
საკუთარი თავის შესახებ ახალი რამ გაიგებთ? შესაძლოა, საკუთარ თავში ბოლომდე ჯერ გარკვეული არ ხართ და ეს ტესტი მოქმედების სახელმძღვანელო გახდება. თუ ყველაფერი დაემთხვა, შედეგი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.