Connect with us

ყვავილები

საჭიროა თუ არა იასამნის გადაჭრა ყვავილობის შემდეგ

წელს იასამანი ძალიან სწრაფად აყვავილდა. აგარაკზე 3 სხვადასხვა ასაკის იასამნის ბუჩქი მაქვს. ერთ–ერთი მათგანი ჯერ კიდევ დედაჩემმა დარგო. მცენარე უფორმო და საშინლად გამრუდებულია, მაგრამ ყოველთვის დიდებულად ყვავის. ვცდილობ, რომ ორ დანარჩენ ბუჩქს ბურთის ფორმა მივანიჭო. სწორედ ამიტომ, იასამნის გადაჭრა გადავწყვიტე.

დავიწყოთ იმით, რომ გადაჭრის არაერთი მეთოდი არსებობს. ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნის მიღწევა გსურთ: ბუჩქის გამეჩხერება, გაახალგაზრდავება თუ ახალი თანაყვავილედის სტიმულირება. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გადაჭრათ იასამანი ყვავილობის შემდეგ.

გადაჭრა ყვავილობის შემდეგ

ასე ყვავილობის დასრულებისთანავე ჭრიან. პირველად, იასამანს მარტივი ყვავილებით ჭრიან, შემდეგ ბუჩქს ნახევრად ბუთხუზა ყვავილებით, მოგვიანებით ყველა ბუთხუზა ყვავილებით. ამასთან მხოლოდ თანაყვავილედი იჭრება. ეს მნიშვნელოვანია!

ყვავილი სწორად რომ გადაჭრათ, ეს პირველი წყვილი ფოთლების ან კვირტების და ყვავილის ოდნავ ზემოთ გააკეთეთ. ისინი ერთმანეთის პირისპირ მდებარეობს, ასე რომ ზუსტად განსაზღვრავთ.

თუ გსურთ, იასამანს ბუჩქის ფორმა მისცეთ, მთელი ტოტები თანაყვავილედებით დაამოკლეთ. ამისთვის ზემოთ 1-3 ორკაპა ტოტი 2-4 წლიან ნამატთან ერთად გადაჭერით.

ხშირად ისე ხდება, რომ იასამანი ერთ წელს თუ დიდებულად ყვავილობდა, მეორე წელს ძალიან ცოტა ყვავილი აქვს. მომავალ წელს დიდებული ყვავილობისთვის თანაყვავილედი ყვავილობის დასრულებისთანავე გადაჭერით. ეს ძალიან მარტივად მოქმედებს.

რატომ უნდა მოჭრათ ხმელი ყვავილები

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ყვავილობის შემდეგ იასამანზე ნაყოფი ფორმირდება. თუ ხმელ ყვავილებს არ მოჭრით, ბუჩქი მთელ ძალას მათ განვითარებას დაუთმობს. ამრიგად, ყვავილის კვირტების ფორმირება შეწყდება.

მოკლედ, უნაყოფო ჯიშები შეგიძლიათ მთელი წელი გადაჭრათ. ამის შემდეგ ყვავილების კვირტები მასში უპირობოდ ვითარდება. ასეთი ბუჩქის ყვავილების გადაჭრა მხოლოდ დეკორატიული ეფექტის გაზრდას ემსახურება.

ვაღიარებ, ადრე ჩემს ბუჩქებზე არ ვზრუნავდი. ის დაუხმარებლად იზრდებოდა და ყოველთვის კარგად ყვავილობდა, მაგრამ წელს ყვავილების გადაჭრას და ფორმის მინიჭებას აუცილებლად ვცდი. თქვენ იცით, როგორ გადაჭრათ იასამანი? როგორ უვლით ბუჩქებს?