Connect with us

ჰოროსკოპი

ივნისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

თუ გსურთ გაიგოთ, რა მოგიმზადათ ვარსკვლავებმა ივნისში, Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ზაფხულის პირველი თვის პროგნოზს, რომელიც ტაროლოგმა, მორე ტეტისმა შეადგინა.

ვერძი

ივნისში თქვენი ალტრუისტული განწყობა მერკანტილური ინტერესებით შევიწროვდება. ზაფხულში ფინანსური და ქონებრივი საკითხები წინა პლანზე წამოვა, რომელთაც დასვენების და გართობის ცდუნების მიუხედავად ყურადღება სჭირდებათ. პოზიტიური განწყობით კარგ შედეგებს მიიღებთ და მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. მიღწეულ შედეგებს გააძლიერებთ და თვის პირველ ნახევარში სასარგებლო კონტაქტებს დაამყარებთ. საქმეში გაურკვევლობას თავი აარიდეთ. მიიღეთ ფაქტი, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს და მეგობრულ ტალღაზე ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

კურო

ზაფხულის დასაწყისში ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობების რეალიზაციის გზა გამოჩნდება. დროა ხელები აიკაპიწოთ და მთები გადაადგილოთ!  ივნისში ენერგიით აივსებით, გეგმებსა და სურვილებში ლომის წილი სტრატეგიულ მიმართულებას მოითხოვს, და მათი წარმატებულად რეალიზების შანსი გამოჩნდება. მთავარია, ამ ზაფხულის რბოლაში უსაფრთხო სიჩქარის რეჟიმი აირჩიოთ და ყველაფერი კარგად შეაფასოთ. მით უფრო, მნიშვნელოვანი პროფესიული ცვლილებები წინ გელით! გამორიცხული არაა, რომ თვის ბოლოს გადაწყვეტილების მიღებით საქმიანობის სფეროს შეცვლა და კარიერულ კიბეზე ასვლა შეძლოთ. ივნისი თქვენი ღირებულებების გასაზრდელად შესანიშნავი პერიოდია!

ტყუპები

მოზღვავებული ენერგია საშუალებას მოგცემთ ეს თვე და მთელი ზაფხული სწორად დაგეგმოთ. სურვილის და გართობის გრაფიკის კორექტირებით შეძლებთ გაიგოთ, თუ რა გსურთ სინამდვილეში. ასე სურვილების გასახორციელებლად სწორ სტრატეგიას შეადგენთ. არ ელოდოთ, რომ ახალი ჰორიზონტების დაპყრობას დაბრკოლებების გარეშე შეძლებთ.

თვის პირველ ნახევარში ცოტა დაბნეული იქნებით და ეცდებით გაარკვიოთ, თუ საით წახვიდეთ და როგორ შეუთავსოთ მიმართულება თქვენს ინტერესებს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ წარმატების „კვალი დაკარგეთ“ და ამან პანიკაში ჩაგაგდოთ. ნერვიულობის პირველივე ნიშნებზე თავი ხელში აიყვანეთ და გახსოვდეთ: ივნისში წარმატება თქვენს მხარესაა, უბრალოდ წარმატებას ბევრი აურზაური არ უყვარს.

კირჩხიბი

ივნისში გაზაფხულის ხმაურისგან, მკვეთრი ცვლილებებისა და კონფლიქტებისგან დასვენებას შეძლებთ. როგორც იქნა, სასიამოვნო ფიქრებსა და სამომავლო გეგმებში ჩაიძირებით. თუმცა რეალობას ძალიან არ დაშორდეთ. დრო გამონახეთ და ახლობლებს ყურადღება დაუთმეთ – ოჯახში ჰარმონია თქვენს აქტივობაზე დადებითად აისახება და ფინანსური კაპიტალის მშვიდად გაზრდაში დაგეხმარებათ. ივნისში ფულის ნაკადი სტაბილურობით არ გამოირჩევა და ხელის მოჭერა მოგიწევთ, რომ ფინანსურ ოპერაციებში რისკები და უაზრო ხარჯი აიცილოთ. ივნისის ბოლოსკენ დაწყებული საქმეების დასრულება სცადეთ, რომ ახალ შესაძლებლობებს ფეხებში გახლართული „კუდების“ და ვალების გარეშე შეხვდეთ.

ლომი

ივნისი თქვენთვის შეიძლება ძალიან ნაყოფიერი პერიოდი იყოს. ახლა ენერგიით სავსე და კონცენტრირებული ხართ, მიღებული გადაწყვეტილებები მომგებიანი, გრძელვადიანი პროექტის დაწყებაში დაგეხმარებათ. წარმატებული მდგომარეობა ხელიდან არ გაუშვათ და რესურსები საზაფხულო გართობებზე არ დახარჯოთ.  საქმეზე უარის თქმით პროფესიონალურ სფეროში წინსვლას ხელს შეუშლით და კონკურენტებს გზას გაუხსნით. დაკარგული შესაძლებლობების ანაზღაურება გაგიჭირდებათ. და მაინც, ივნისში ნელა იჩქარეთ – წარმატებებმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ და დაუფიქრებელი ქმედებები გამოიწვიოს.

ქალწული

თუ ივნისში შვებულების აღებას გეგმავდით, ამას ასრულება არ უწერია. პასუხისმგებლობის და მოვალეობის საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ. კონკურენტებმა და არაკეთილმოსურნეებმა შეიძლება თქვენი საქმის ალღო ეჭვქვეშ დააყენონ. ივნისი იდეალური პერიოდია პროფესიული მიღწევებისთვის, ცხოვრების პრიორიტეტის, მიზნების და გეგმების განსასაზღვრად. როგორც ამბობენ, საქმე გააკეთე და თამამად დაისვენეთ.

სასწორი

ზაფხულის პირველი თვე შეიძლება თქვენთვის გარდამტეხი იყოს. რაც უფრო მალე დაემშვიდობებით მელანქოლიას, შინაგან წინააღმდეგობას და მიხვდებით, რომ ყველა პრობლემა დროებითია, მით უფრო ადვილად გახვალთ „თეთრ ზოლზე“. ის უკვე თქვენს საზაფხულო მარშრუტშია!

პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გელით, მაგრამ ფინანსურად შეგიძლიათ გარისკოთ. ახლა აზარტული ავანტიურა წარმატებას გპირდებათ. ზაფხულის თვის დევიზი: ან გამარჯვება, ან სიკვდილი! ერთადერთი გაფრთხილება: თქვენს ავანტიურაში ახლობლები არ ჩართოთ. მხოლოდ თქვენს ინტუიციას ენდეთ.

მორიელი

ივნისში სიყვარულის და წვეულებაზე გართობის სურვილი იმდენად ძლიერი შეიძლება იყოს, რომ მათზე დანებებით შეიძლება პროფესიულ სფეროში მაგარ შესაძლებლობებს საფრთხე შეუქმნათ. სწორედ ეს სფერო მოითხოვს თქვენს აქტივობას, ყურადღებას და რესურსებს – ადრე დახურული ბევრი კარი გაიღება და წარმატების ახალ დონეზე აგიყვანს. რას აირჩევთ: დასვენებას და სასიყვარულო თავდაგასავლებს თუ პროფესიულ–სოციალურ ზრდას თქვენი გადასაწყვეტია.

მშვილდოსანი

ივნისში მთელ ყურადღებას ბიზნეს საქმიანობაზე გადაიტანთ. მით უფრო, ახლა ამბიციური გეგმების გასახორციელებლად და ძალების აუჩქარებელ, მშვიდ რეჟიმში გადასატანად საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდია. ახალი ცოდნის მისაღებად მზად ხართ, საჭირო ინფორმაცია ხელში თავად გივარდებათ. ნებისმიერი შეთანხმება განხორციელდება, ყველა დაბრკოლებას ადვილად გადალახავთ. შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულის პირველი თვე თქვენთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე საწყისი წერტილია. მომენტი არ გაუშვათ და ახალი ნაცნობები არ უგულებელყოთ. ამ ივნისის დღეებში „დიდ სცენაზე“ გასასვლელად ემზადებით და მხარდაჭერა დაგჭირდებათ.

თხის რქა

ზაფხულის პირველ თვეს თქვენი ცხოვრება დალაგდება. შეგიძლიათ ამოისუნთქოთ: უსიამოვნებები და დაბრკოლებები უკან დარჩა. ახლა ჰარმონიას უახლოვდებით. დროა შვებულება აიღოთ და საყვარელ ადამიანთან ან ახლობლების წრეში დრო გაატაროთ. ასე სულიერად და ფიზიკურად დაისვენებთ, მით უფრო ივნისში პროფესიული მიღწევები არ გელით. კარიერულ კიბეზე წინსვლა დროებით გადადეთ და ძალები მოიკრიფეთ.

მერწყული

ივნისის პირველ ნახევარში თავს ისე იგრძნობთ, როგორც ჩიტი გალიაში. ალბათ, ახლობლები თქვენს პირად სივრცეს ურცხვად დაარღვევენ და ცხოვრების საკუთარ სტილს თავს მოგახვევენ. ასეთი ატმოსფერო ურთიერთობაში გაუცხოებას გამოიწვევს და თავისუფლებისკენ სწრაფვას გაზრდის. თუნდაც საქმე განქორწინებას ეხებოდეს. არ იჩქაროთ. შესაძლებლობის მიხედვით ყურადღება პროფესიულ საქმიანობაზე გაამახვილეთ – აქ შემცირებაა მოსალოდნელი. დამოუკიდებელი „არბიტრის“ დახმარება გამოიყენეთ, რომლის როლს ფსიქოლოგი ან ოჯახის ფსიქოთერაპევტი იდეალურად შეასრულებს. ურთიერთობის გარკვევა კარგს არაფერს მოგიტანთ და ფრთებს ვერ გაგიზრდით.

თევზები

ივნისში თქვენი შინაგანი რესურსები მწვერვალს მიაღწევს, მაგრამ ემოციების მოზღვავების გამო დიდი ალბათობით,პროფესიული მიღწევების ნაცვლად სიყვარულს ამჯობინებთ. გულის ხმაზე აყოლა, სამწუხაროდ, ბიზნესში თვალსაჩინო შედეგების მიღებაში ვერ დაგეხმარებათ. იქნებ, დროა შვებულება აიღოთ? და მხოლოდ გრძნობების შიმშილის დანაყრების და სიყვარულის ცხელების გაგრილების შემდეგ გადახვიდეთ სამომავლო პროფესიული გამარჯვებისკენ სტრატეგიების შედგენა.