Connect with us

ტესტები

გვითხარით, რა დაინახეთ პირველად და გეტყვით, როგორ აღწევთ მიზნებს

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ექსპერიმენტის ჩატარებას, რომლის დახმარებით გაარკვევთ, შეგიძლიათ თუ არა მიზნების მიღწევა. თუ უფრო მეტის გაგება გსურთ, მოცემულ სურათს შეხედეთ და გვითხარით: რა დაინახეთ პირველად. ჩვენ კი გიამბობთ, როგორ შეიძლება ნანახის ახსნა.

ხე

მოქმედებების და გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ლოგიკას ეყრდნობით. ხშირად ეს სწორია, მაგრამ ზოგჯერ სჯობს ინტუიციას ენდოთ. გარშემომყოფები თქვენში ლიდერს ხედავენ, ამიტომ თქვენს გადაწყვეტილებებს ენდობიან.

უმნიშვნელო დეტალებში მთავარის დანახვა შეგიძლიათ. ყოველთვის ამოცანის გართულება გჭირდებათ, რომ ტვინი განვითარდეს.

დაბრკოლებების მარტივად ლახავთ, მაგრამ ლოგიკა ყოველთვის ვერ გეხმარებათ. პირიქით, ზოგჯერ ხელს გიშლით. ეცადეთ, ქმედებები ნაკლებად დაგეგმოთ და ინტუიციას მეტად ენდოთ. ყოველთვის სპონტანურად მოქმედება აუცილებელი არაა, თუმცა ზოგჯერ ეს გამართლებულია. ყოველთვის ლოგიკურად მოქმედება ცხოვრებით ტკბობაში ხელს შეგიშლით.

გაიაზრეთ, რომ ზოგჯერ შეიძლება შეცდომები დაუშვათ. მისი გამოსწორება და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს.

გორილა

საქმეში მთელი ძალის ჩადებას ცდილობთ. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას აკეთებთ. კმაყოფილების შესაგრძნებად უნდა მიხვდეთ, რომ სრული თავდადებით მოქმედებთ.

არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვების მიმართ მაღალი მოთხოვნები გაქვთ. ცდილობთ, თავისუფალი დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ და ტყუილად არ დახარჯოთ.

თქვენი პრობლემა ისაა, რომ საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ აძლევთ. სასიამოვნო წვრილმანებით მოსადუნებლად საკუთარ თავს ერთ წუთსაც არ უტოვებთ. ამის გამო ხშირად დაძაბული ხართ, ხოლო ახლობლებს თქვენი ყურადღება აკლიათ.

იქნებ თქვენ გვერდით მყოფი ადამიანებისგან ბევრს ითხოვთ? თუ ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, მოდუნდით. ყველას არ შეუძლია თქვენსავით შესაძლებლობების ზღვარზე მოქმედება.

ლომი

ინსტინქტებით ხელმძღვანელობთ და არა გონებით. მთლიანად მათ ეყრდნობით და გონების ნებისმიერ არგუმენტს უგულებელყოფთ. გარშემომყოფებისთვის ნამდვილი ქარიშხალი ხართ, რომელიც გზაზე ყველაფერს ანადგურებს.

თქვენთვის ხალხის აზრს მნიშვნელობა არ აქვს, თუ მიზანი უკვე დაისახეთ. გადაწყვეტილების შეცვლის უფლებას არავის აძლევთ. ხვდებით, რომ ეს თქვენი ცხოვრებაა და მასში ჩარევის უფლებას არავის აძლევთ.

დარწმუნებული ხართ, უკეთ იცით, როგორ იმოქმედოთ. არ არსებობს დაბრკოლებები, რომლებიც დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეგაფერხებთ. თქვენი ძალა და მონდომება ზოგჯერ ხელს გიშლით.

შეუპოვრობა კარგია, ოღონდ თუ ნამდვილად მართალი ხართ. ზოგჯერ ხალხის აზრი გადამწყვეტია. სხვების აზრის მოსმენის არ შეგეშინდეთ – ზოგჯერ ისინი შეიძლება მართლები იყვნენ. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ თქვენ იცით, როგორ სჯობს უკეთ. მეტი მოქნილობა გამოიჩინეთ, რომ სასურველს მიაღწიოთ.

თევზები

თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, მაგრამ ეს თქვენზე გავლენას ვერ ახდენს. ნებისმიერ სიტუაციას პოზიტიურად უყურებთ. ყველაფერს ოპტიმიზმით უყურებთ, რადგან იცით, რომ ნებისმიერ უსიამოვნებას გაუმკლავდებით.

მოგწონთ, როცა თქვენ გარშემო სიმშვიდე და სიყვარული სუფევს. უნდა გესმოდეთ, რომ სხვებთან ყველაფერი განსხვავებულადაა. ყველას არ შეუძლია თანდაყოლილ ოპტიმიზმს დაეყრდნოს.

არ იფიქროთ, რომ იდეალურ სამყაროში ცხოვრობთ, რადგან ასე შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ. ადამიანები მთელი თავიანთი ნაკლოვანებებით მიიღეთ და მათ შეცვლას ნუ ეცდებით.