Connect with us

ტესტები

კარგი ცოლი თუ ავანტიურისტი: როგორ განვსაზღვროთ ქალის ხასიათი ტუჩის ფორმის მიხედვით

ზოგჯერ მამაკაცები უბრალოდ ოცნებობენ, რომ ქალის ხასიათში გარკვევა შეძლონ. სურთ გაიგონ, თუ რა უნდა მათი გულის რჩეულებს. უბრალოდ კითხვა ხშირად არ შველის, რადგან ქალებს ბოლომდე თქვა არ უყვართ.

მამაკაცებს ქალის ტუჩის ფორმა დაეხმარებათ. მისი დახმარებით შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რას წარმოადგენს ქალი და რა სურს სინამდვილეში. ექსპერიმენტის შედეგები ქალებსაც გამოადგებათ, რომელთაც საკუთარი თავის გამოცდა სურთ. სურათს შეხედეთ და თქვენი ტუჩის ფორმა განსაზღვრეთ.

1. ავანტიურისტი

მამაკაცებთან კეკლუცობა და ახალი გრძნობების მორევში გადაშვება გიყვართ. ასე თავს ბედნიერად და საჭიროდ მიიჩნევთ. ზოგჯერ დაუფიქრებლად მოქმედებთ, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში საღ აზრს ინარჩუნებთ. გარშემომყოფები თქვენთან ნამდვილად არ მოიწყენენ.

2. ოპტიმისტი

სამყაროს პოზიტივის გარეშე ვერ უყურებთ. თუ რაღაც ცუდი ხდება, მასში კარგის პოვნას ნებისმიერი გზით ცდილობთ. ზოგჯერ თქვენს სიკეთეს არაკეთილმოსურნეები იყენებენ, მაგრამ ეს დიდად არ გაღელვებთ. იცით, რომ მალე ეს მოვლენები დიდად საშინელი აღარ გამოჩნდება.

3. საუკეთესო მეგობარი

პირველ რიგში, ადამიანებში კარგად და ლამაზად საუბრის უნარი გიზიდავთ. საკუთარი თავის წარმოჩენა შეგიძლიათ და ურთიერთობაზე უარს არასდროს ამბობთ. საუბრის დროს თქვენი ყველა საუკეთესო თვისება ვლინდება. ბევრი მეგობარი გყავთ და ხშირად ენერგიას მათზე ხარჯავთ. ზოგჯერ, ზედმეტი არ იქნება, თუ არა მხოლოდ სხვებზე, არამედ საკუთარ თავზე დაფიქრდებით.

4. კარიერისტი

თქვენ გამოძრავებთ ნება და მისწრაფება, რომ წარმატებას ნებისმიერი მიზნით მიაღწიოთ. თქვენი ამბიციების ბევრს შურს,  მაგრამ ამაზე დაფიქრების დრო არ გაქვთ. თქვენს წინაშე ბევრი მიზანია და თითოეული მათგანის დაპყრობას ცდილობთ. ენერგიით სავსე ხართ, ხოლო მიზნის მიღწევის მეთოდებს მნიშვნელობა არ აქვს.

5. ინტელექტუალი

თქვენი გონებრივი შესაძლებლობები ძლიერ განვითარებულია. რთული ამოცანების გადაჭრა შეგიძლიათ, მაგრამ რთულ სიტუაციებში იკარგებით. თუ სხვები პასიურობენ, თქვენ იცით, როგორ მიაღწიოთ სასურველს. ბევრი იდეა გაქვთ და თითოეულის განხორციელება გსურთ. მეგობრობაში ყველა საუკეთესო თვისებას ავლენთ და ყოველთვის მზად ხართ ახლობელს დაეხმაროთ.

6. სიყვარულის მაძიებელი

თქვენ მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობები გაწუხებთ. თვლით, რომ ადამიანის ბედნიერება სწორედ ამაშია. გულში ძალიან ნაზი ხართ, მაგრამ ამასთან ამის გაზიარება შეგიძლიათ. თუ ვერ გრძნობთ, რომ ვინმეს უყვარხართ, ძლიერ იტანჯებით. ყველაზე ძლიერი შიში მარტოობაში დარჩენის შესაძლებლობას უკავშირდება.

7. ეგოისტი

ცხოვრებაში ყველაზე ძალიან მხოლოდ ერთი ადამიანი გიყვართ – საკუთარი თავი. გესმით, რომ ყოველთვის საკუთარ თავთან მარტო რჩებით, როცა სხვები თქვენი ცხოვრებიდან შეიძლება გაქრნენ. ჯანსაღი ეგოიზმი კარგია, მით უფრო სხვებს დახმარებაზე უარს არასდროს ეუბნებით. უბრალოდ საკუთარ კომფორტს უფრო მეტად აფასებთ.

8. კარგი ცოლი

თქვენ მზად ხართ ბევრ რამეზე წახვიდეთ, რომ ახლობლები გააბედნიეროთ. მთელი დღე კერძების მომზადება, სახლის დალაგება და ბავშვების მოვლა – აი, თქვენი ბედნიერება. მზად ხართ, ახლობლების ბედნიერებისთვის თავი გასწიროთ, მაგრამ ისინი ამას აფასებენ? ყოველდღიური საქმეების შესრულებისას არ გწყინათ, რომ საკუთარი  მოთხოვნები გავიწყდებათ?

9. ვარსკვლავი

სადაც არ უნდა იყოთ, ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ. ხალხმა ყოველთვის ყურადღება რომ მოგაქციოთ, ბევრი ძალისხმევის გაღება გიწევთ. იდეალური ვარცხნილობა, მაკიაჟი და ტანსაცმელი – ის, რასაც არც ერთ სიტუაციაში არ დაივიწყებთ.