Connect with us

კულინარია

აი, როგორ ინახავდა ბებია ახალ კამას მთელი ზამთარი გაყინვის გარეშე

კამა ერთ–ერთი ყველაზე არომატული და კარგი სუნის ბალახია, რომელსაც მზარეულები სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად იყენებენ. კულინარიაში მისი გამოყენება ზამთარშიც რომ შეძლონ, ბევრი დიასახლისი მწვანილს საყინულეში ყინავს. თუმცა Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სხვა მეთოდებს, რომელთა დახმარებით მწვანილის დიდხანს შენახვას გაყინვის გარეშე შეძლებთ.

როგორ შევინახოთ ახალი კამა

მეგობარმა მიამბო, რომ მისი ბებია ახალ კამას მთელი ზამთარი ინახავდა, ამასთან არ ყინავდა და თერმულად არ ამუშავდებდა.

შენახვის რეცეპტი:

  1. კამა წყალში კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.
  2. ტოტებს მსხვილი ნაწილები მოაჭერით.
  3. მშრალი, სტერილური მინის ქილები მოამზადეთ.
  4. ამ ქილებში მწვანილი მჭიდროდ ჩატუმბეთ (მაგრამ ისე ძლიერ არა, რომ წვენი გამოვიდეს).
  5. ქილებს თავსახური დაახურეთ (პლასტმასის ან მოსახუფი).

შენახვის სხვა მეთოდებიც არსებობს, რომლებიც შოკურ გაყინვას არ მოითხოვს.

1–ლი მეთოდი

ბევრი დიასახლისი სპეციალურ აპარატს (ვაკუუმ შესაფუთი) ყიდულობს, რომლის დახმარებით სხვადასხვა კვების პროდუქტების შეფუთვა უჰაეროდ შეგიძლიათ.

ამისთვის რამდენიმე მარტივი მოქმედებაა საჭირო:

  1. კამა გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. შეგიძლიათ სქელი ნაწილები არ მოაჭრათ, რადგან მათში ყველაზე მეტი სასარგებლო ნივთიერება შედის.
  2. გააშრეთ, რომ ტოტები სველი არ დარჩეს.
  3. მცირე ულუფებად სპეციალურ პოლიეთილენის ტომრებში მოათავსეთ და ჰაერი ამოტუმბეთ.

ჟანგბადის გარეშე პროდუქტი დიდხანს ახალი და არომატული დარჩება. შეგიძლიათ მაცივრის ზედა თაროზე შეინახოთ, ხოლო ზამთარში თითო პაკეტი გახსნათ და არა მხოლოდ სანელებლად, არამედ სხვადასხვა კერძების გასაფორმებლად გამოიყენოთ.

მე–2 მეთოდი

ახალი კამის შესანახად ზოგი დიასახლისი მარილს იყენებს.

დამარილების ეტაპები:

  1. მწვანილი კარგად გარეცხეთ, რომ არა მხოლოდ ჭუჭყი, არამედ მწერები მოაშოროთ, რომლებიც შეიძლება მასზე დარჩეს.
  2. ამის შემდეგ ღეროები მოაჭერით, მხოლოდ წვრილი, მწვანე ტოტები დატოვეთ და წვრილად დაჭერით.
  3. ქილები და თავსახურები გაასტერილეთ.
  4. დაჭრილ მწვანილს მარილი 2:1 პროპორციით აურიეთ და ქილებში ჩააწყვეთ, მჭიდროდ ჩატუმბეთ.

ასეთი კამა რამდენიმე თვე სასარგებლო ვიტამინებს და თვისებებს არ კარგავს. შეგიძლიათ დაუმატოთ როგორც პირველ, ასევე მეორე კერძს: ბორში, წვნიანი, ფაფა, ხორცის გულაში, გამომცხვარი თევზი და ა.შ.