ჯანმრთელობა
25 პროდუქტი, რომლებიც სქელ სისხლს ათხელებენ
Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ 40 სასარგებლო პროდუქტს, რომელთა დახმარებით სქელი სისხლის გათხელებას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ.
1. აღმოჩნდა, რომ პომიდორი ასპირინის მსგავსად სისხლის გათხელებას ხელს უწყობს. თუმცა ასპირინისგან განსხვავებით გვერდითი ეფექტები არ აქვს.
2. სოკო სისხლს ათხელებს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
3. სისხლის გათხელებაში დაგეხმარებათ შტოშის, ჟოლოს და ქაცვის კენკრა.
4. ნიორი სისხლის გათხელებას ხელს უწყობს. ნივრის მიღებას თრომბის ნახევრად გაწოვა შეუძლია.
5. არტიშოკი სისხლის სიბლანტეს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
6. ასევე სისხლს კარგად ათხელებს ზეითუნის ზეთი.
7. ლიმონი უნიკალური და ხელმისაწვდომი ხილია, რომელიც საკვებად და კოსმეტიკური მიზნით გამოიყენება. ეს ხილი რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ.
8. ყველა პროდუქტი, რომლებიც C ვიტამინს შეიცავენ, სისხლის გათხელებას ხელს უწყობს. მაგალითად, ასეთი პროდუქტებია ლიმონი, ფორთოხალი, პომიდორი, მჟავე კენკრა, ტკბილი წიწაკა და ასკილის კენკრა.
9. სისხლის გასათხელებლად ყველა წითელი ფერის კენკრა და ხილი სასარგებლოა.
10. სისხლს კარგად ათხელებს გრეიფრუტიც. ითვლება, რომ მას ასპირინის მსგავსი მოქმედება აქვს.
11. სისხლის გასათხელებლად 1 ს/კ სელის თესლი ყოველდღე მიიღეთ. ის ქოლესტერინის დონეს ამცირებს და სისხლს ათხელებს.
12. გახსოვდეთ, რომ K ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება სჯობს შეამციროთ.
13. სასურველი ეფექტის მისაღებად სჯობს სამკურნალო პრეპარატები გამოიყენოთ. სამკურნალო საშუალებებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ „თრომბო–ასი“, მალამო „გეპარინი, ლიოტონ-გელი. გამოყენების წინ დიაგნოზის და მკურნალობის მეთოდის შესახებ ექიმს მიმართეთ. თვითმკურნალობა და სისხლი შეუთავსებლები არიან!
14. ბევრი შტოშის წვენი დალიეთ. თესლი, ჭარხალი, კაკაო მიირთვით.
15. სქელი სისხლი ნიშნავს იმას, რომ სისხლის სიბლანტე გაზრდილია. ამაზე ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს. მაგალითად სისხლძარღვების დაზიანება, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა.
16. ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტების მიღება სასარგებლოა (პომიდორი, ჟოლო, შტოში, მწვანე ჩაი). ისინი გამოდევნიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც სისხლის სიბლანტეს ზრდიან.
17. უცვლელი ცხიმოვანი მჟავების ომეგა 3 შემცველი პროდუქტები სისხლის გათხელებას ხელს უწყობს. განსაკუთრებით, ბევრი რაოდენობით გვხდება თევზში (კერძოდ, თევზის ქონში) და ბოსტნეულში. თევზის ქონი გონებრივ შესაძლებლობას ზრდის და ორგანიზმიდან ქოლესტერინს გამოდევნის.
18. სისხლს ჟოლოც კარგად ათხელებს. ამ მიზნით სასარგებლოა ჩაი ჟოლოს მურაბით.
19. ხშირად სისხლის გასქელებას წიდების დაგროვება იწვევს. ეს ყოველდღე ხდება, თუ არასწორად იკვებებით.
20. ბევრი ბროწეულის წვენი დალიეთ. ჭარხალი, ლიმონი, კაკაო, ნიორი, მწნილები და მჟავე პროდუქტები მიირთვით.
21. ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდია ვაშლის ძმარი. 1 ს/კ ვაშლის ძმარი 200 მლ წყალში გააზავეთ და დღეში ერთხელ დალიეთ. 7 დღიანი კურსის შემდეგ შედეგს დაინახავთ.
22. სისხლის გათხელებას ხელს უწყობს ასპირინი, რომელშიც სალიცილის მჟავა შედის. სალიცილის გლიკოზიდები და ეთერზეთები გვხდება ჟოლოში, მაყვალში, ასევე ბევრი სახეობის ტირიფის ქერქში.
23. სისხლის შედედების შესამცირებლად კვების რაციონი უნდა შეცვალოთ და რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღოთ. ასევე ცხიმების და ცილების მიღება შეამცირეთ.
24. თრომბოფლებიტის დროს სასარგებლოა კოჭა, ნესვი, ანანასი, საზამთრო, ხახვი, დარიჩინი. სოიოს, ასკილის, ლობიოს და ბანანის მიღება შეზღუდეთ.
25. ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ბროწეულის კონიაკი ღამით და ბროწეულის წვენი.
თუ რომელიმე პროდუქტზე ალერგია აქვთ, ჩვეულებრივი ასპირინი მიიღეთ. კარგად შემოწმებული საშუალებაა. დღეში ¼ აბის მიღებით დაიწყეთ.