სხვა
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება. მოიმარჯვეთ სახამებელი, 3 ხელსახოცი და კვერცხი
იცით თუ არა, რომ ამ წელს აღდგომა 28 აპრილს უწევს? მე უკვე ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ როგორ მოვემზადო ამ დღისთვის.
წინა აღდგომას ჩემმა დაქალმა კვერცხის შეღებვის ერთი შესანიშნავი ტექნიკა გამიზიარა. თუ თქვენ უკვე მოგბეზრდათ ჩვეულებრივი საღებავები და ბანალური სტიკერები, დროა, კრეატიულ საქმიანობას შეუდგეთ.
კვერცხების მოხატვა
აღდგომის მთავარი სიმბოლო, რაღა თქმა უნდა, შეღებილი კვერცხია. როგორ არ რთავენ კვერცხს სადღესასწაულოდ! ღებავენ, წარწერებს უკეთებენ, კვერცხის ფორმით სხვადასხვა ნაკეთობას ამზადებენ და ა.შ. დღეს ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა მორთოთ კვერცხი დეკუპაჟის ტექნიკის გამოყენებით. ამას ხელსაქმის დილეტანტიც კი გაუმკლავდება.
დეკუპაჟისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც უმი, ისე მოხარშული კვერცხიც. უმჯობესია, შეარჩიოთ თეთრი კვერცხი, რათა ზედაპირის შეღებვა გამარტივდეს.
დაგჭირდებათ
- მოხარშული კვერცხი (თეთრი)
- 2 ჩ.კ. სახამებელი
- წყალი
- ფუნჯი
- ხელსახოცი დეკუპაჟისთვის
- საკვები საღებავები(წითელი, ოქროსფერი)
მუშაობის პროცესი
1. აიღეთ ხელსახოცი პატარა ნახატით. მოხსენით ხელსახოცს ორი ქვედა ფენა – ისინი არ დაგჭირდებათ. ფერადი ფენიდან კი ამოჭერით ნახატები.
2. დაიწყეთ მოტივების გადანაწილება კვერცხის ზედაპირზე, ფუნჯისა და წყლის გამოყენებით. აუცილებლად გაასწორეთ ყველა ნაკეცი.
3. ახლა სახამებლისგან წებო უნდა მოვამზადოთ. ამისთვის გამოგადგებათ როგორც სიმინდის, ისე კარტოფილის სახამებელიც.
დიდ ჭურჭელში შეურიეთ სახამებელი და 50 გრამი წყალი, დადგით ეს მასა დაბალ ცეცხლზე და გაათბეთ რამდენიმე წუთით. პერიოდულად ურიეთ მომავალ წებოს ჩაის კოვზით.
მას შემდეგ, რაც მოტივებს გადაანაწილებთ, კარგად წაუსვით კვერცხს წებო და დადგით გასაშრობათ. სახამებლის ნაცვლად, ათქვეფილი კვერცხის ცილის გამოყენებაც შეგიძლიათ.
4. როცა ყველა კვერცხი გაშრება (10-15 წუთში), დაფარეთ ისინი დეკორატიული ფენით. ამისთვის, წებოს საკვები საღებავიც დაუმატეთ. გააშრეთ კვერცხი ბადეზე.
5. აი, ასეთი სილამაზე უნდა გამოგივიდეთ.
დეკუპაჟი – შესანიშნავი შესაძლებლობაა თვითრეალიზაციისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთების მოსახატავად, ინტერიერში ინდივიდუალობის შესატანად. და, რა თქმა უნდა, თუ დეკუპაჟის ხელოვნებას კარგად შეისწავლით, შეძლებთ ხელნაკეთი საჩუქრების შექმნას.
თქვენ როგორ ემზადებით აღდგომისთვის? თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს!