Connect with us

ჰოროსკოპი

რომელი ქვა შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჩემს მეგობარს ძოწის სამაჯური აჩუქეს, მაგრამ ყველაფერი ისე არ დამთავრებულა, როგორც კუპრინის შემოქმედებაში, პირიქით, ამ საჩუქრის შემდეგ ლიზის ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდა. აღმოჩნდა, რომ მჩუქებელმა (სხვათა შორის, ეს მისი ქმარია) სამკაულის ყიდვამდე მცოდნე ხალხს გამოკითხა, თუ რომელი ქვა აერჩია ბედნიერების მოსატანად.

მე ბებიამ მაჩუქა საყურე მარგალიტის თვლებით და მითხრა: „არასდროს მოიხსნა. ეს შენი თილისმაა!“ ბებიას თილისმა უკვე 21 წელია მიცავს.

რომელი ქვა ავირჩიოთ

ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ზოდიაქოს ნიშნებისა და ქვების შესაბამისობის შესახებ პირველი ცხრილები შეადგინეს. ამ სიებიდან გამომდინარე, ესა თუ ის ქვა ზოდიაქოს ნიშნის თილისმა ხდება, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ბედნიერების და წარმატების მოზიდვას ხელს უწყობს. სამკაული სწორად შერჩეული ქვით ადამიანს ნეგატიური ზემოქმედებისგან იცავს და მფლობელის ძლიერ მხარეებს ავითარებს.

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ, გაარკვიოთ, თუ რომელი ქვა და სამკაული იზიდავს ბედნიერების ფრინველს. ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის!

ვერძი

ოჰ, ეს ვერძი, კაშკაშა, აქტიური და მიზანდასახული! მრავალმხრივობის ხაზგასმაში ალმასი დაგეხმარებათ. თან ბეჭედში ან საყურეში უწვრილესი კენჭიც კი საკმარისია. ასევე ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ქვებს: ფირუზი, მარგალიტი, მარჯანი, სელენიტი. ეს უკანასკნელი ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალი წარმომადგენლების მომხიბვლელობას აძლიერებს.

თუ გრძნობთ, რომ ჩიხში ხართ, აირჩიეთ სარდიონი. ეს ქვა ძალას და ენერგიას შეგმატებთ.

კურო

კუროს ეკონომიკური ბუნების გაღვიძებას ხელს შეუწყობს ზურმუხტი, მალაქიტი, კვამლიანი კვარცი და ფირუზი. ქვებს ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების ცხოვრებაში ბედნიერების გარდა ფინანსური დამოუკიდებლობაც მოაქვს, რაც კუროსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

მთის ბროლი კი სულიერი ღირებულებების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

მთვარის ქვა, აქატი, მთის ბროლი და ბერილი – ქვები, რომლებიც ტყუპებს დაბადების თარიღის მიხედვით შეეფერებათ.

საფირონის, ტოპაზის და ტურმალინის სამკაულებით სუსტი მხარეების კორექტირებას შეძლებთ.

კირჩხიბი

ნეფრიტი კირჩხიბს ჰარმონიის და თავდაჯერებულობის პოვნაში ეხმარება. ნეფრიტის ქვის მძივები სასიცოცხლო ძალებს შეგმატებთ და ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

მარგალიტი კი კირჩხიბის ფარულს ნიჭს (ზოგჯერ მისთვის დამალულ უნარს) განავითარებს, წარმატებას და სამართლიანობას მოიზიდავს, ასევე მფლობელს ნეგატივისგან დაიცავს. ასევე ყურადღება მიაქციეთ სამკაულებს კატის თვლით და მწვანე აკვამარინით.

ლომი

ლომი მზეს, ცეცხლის სტიქიას მართავს, ანუ მისი ქვებიც მზიანი და კაშკაშა, მეფური უნდა იყოს. ლალი და ქარვა შესანიშნავად გამოგადგებათ. კულონი ქარვის თვლით ლომს ოჯახურ ცხოვრებაში ბედნიერებას და კარიერულ კიბეზე წინსვლას მოუტანს.

ყურადღება გაამახვილეთ სამკაულებზე შემდეგი ქვებით, როგორიცაა დანბურიტი, სარდიონი, წითელი ძოწი, წითელი ტურმალინი და ავანტურინი (ყვითელი, მოწითალო აგურისფერი).

ქალწული

დახვეწილმა ქალწულმა ნეფრიტის სამკაულებს ყურადღება უნდა მიაქციოს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: ყელსაბამით დაწყებული და წვრილი ნეფრიტის ბეჭდით დამთავრებული. ცხოვრების სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად, განსაკუთრებით მისი კეთილდღეობისთვის, ეს ქვა უნივერსალური დამხმარეა.

ქალწულს სჭირდება ქვები, რომლებიც ეჭვების და თვითჩაღრმავების უსასრულო პროცესიდან რეალობაში დააბრუნებს, მის ცხოვრებას უკეთესს გახდის. ამისთვის გამოდგება ტოპაზი, ასევე ვერცხლსა და პლატინში ამოვლებული იასპი, სარდიონი და პერიდოტი.

სასწორი

მშვენიერი მთვარის ქვა სასწორს ჰარმონიის და სიმშვიდის მიღწევაში დაეხმარება. ეს ქვა იდეალურია შემოქმედებითი პროფესიის (მსახიობი, მწერალი, მხატვარი) მქონე სასწორებითვის. ამეთვისტო, სულიერი განვითარების ქვა, უარყოფით ენერგიას მოგაშორებთ, დაგამშვიდებთ, თავდაჯერებულობას შეგმატებთ და ჰარმონიაში გამყოფებთ.

ასევე შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ შემდეგ ქვებს, როგორიცაა ოპალი, ლაზურიტი, მალაქიტი, მთის ბროლი და ბივრილი.

მორიელი

ყველაზე ძლიერ, იდუმალ და შეუპოვარ მორიელს კიდევ უფრო გააძლიერებს ისეთი ქვები, როგორიცაა მალაქიტი და შავი ობსიდიანი. მალაქიტი გეგმებში მოქნილობას და გადინებას ხელს შეუწყობს, ასევე შთანთქავს ნეგატიურ ენერგიას, წყენას და უკმაყოფილებას, რომლებიც გულს წამლავენ.

აი, შავ ობსიდიანთან ფრთხილად უნდა იყოთ. მისი ხშირად ტარება არ შეიძლება, რადგან ქვა ძალიან ძლიერია. ასევე მორიელს შეეფერება შემდეგი ქვები: ალექსანდრიტი, აკვამარინი, ცისფერი ტოპაზი და ამეთვისტო.

მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის თილისმებია ქრიზოლითი, ვეფხვის თვალი და, რა თქმა უნდა, ძოწი. ჩემი მეგობარი ლიზა, რომელზეც სტატიის დასაწყისში გიამბეთ, მშვილდოსანია. სწორედ ამიტომ, მისთვის ძოწის სამაჯური შესაფერისი არჩევანია.

კიდევ ერთი შესანიშნავი გადაწყვეტილება მშვილდოსნისთვის – პირიტი. შეგიძლიათ სამუშაო მაგიდაზე ან სახლში, სასტუმრო ოთახში დადოთ. მისი თან ტარება რთულია, მაგრამ ძვირფასეულობაში მისი ჩასმა ან ინტერიერის ნაწილად გამოყენება – შესანიშნავი გამოსავალია.

თხის რქა

რომელი ქვა შეეფერება თხის რქას ყველაზე უკეთ? რა თქმა უნდა, აქატი! თან ნებისმიერი შეფერილობის. მინერალი ოჯახურ კერასა და პირად ცხოვრებაში ბედნიერებაზე გავლენას ახდენს.

ონიქსი ამ ნიშნის წარმომადგენლებს უფრო თავდაჯერებულს ხდის, შფოთვის უკან მოტოვებასა და სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაეხმარება. ყიდვამდე თავსებადობაში დარწმუნდით, რამდენიმე წუთით ფერადი ქვა ხელში დაიჭირეთ.

მერწყული

ამეთვისტო – ყველაზე იღბლიანი ქვაა მერწყულისთვის. გადმოცემის თანახმად, ამეთვისტო ზებუნებრივ ძალას ფლობს: მფლობელისთვის წარმატება მოაქვს, ბოროტი ძალებისა და დაავადებისგან იცავს.

კიდევ ერთი თილისმა – ცირკონი. ცირკონი იშვიათი, გამჭვირვალე ძვირფასი ქვაა, რომელსაც აღმოსავლეთში „ალმასის უმცროსს ძმას“ უწოდებენ. ძლიერი ბზინვარება, მაღალი სინათლის რეფლაქცია და „ცეცხლი“ ცირკონს ნამდვილ მეფურ ქვად აქცევს. შუა საუკუნეებში ამ ქვას ვაჭრების და მხატვრების მფარველად მიიჩნევდნენ.

თევზები

ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის ყველაზე მთავარი თილისმებია მთვარის ქვა, აკვამარინი და ამეთვისტო. ეს ქვები არა მხოლოდ კეთილდღეობას და სიმშვიდეს მოგიტანთ, არამედ საკუთარ თავთან, სურვილებთან და ფიქრებთან ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

მარგალიტი სიყვარულის, ფინანსური კეთილდღეობის და ბედნიერების მოპოვებაში დაგეხმარებათ! ასე რომ, მარგალიტის მძივები და საყურეები უფრო ახლოდან გაიცანით: ეს სამკაული მარადიულია!

ახლა უკვე იცით, თუ რომელი ქვა აირჩიოთ თქვენთვის ან აჩუქოთ ახლობელს. უბრალოდ დაბადების თარიღი უნდა იცოდეთ. გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ ამ სიას ყურადღება არ მიაქციოთ, ეს მხოლოდ რეკომენდაციაა. პირველ რიგში, ქვა გულით უნდა აირჩიოთ!