Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მუშაობს თქვენი ფარისებრი ჯირკვალი? ამის შესამოწმებლად მხოლოდ თერმომეტრი დაგჭირდებათ

ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა, ბროდა ოტო ბარნსმა, ენდოკრინოლოგიური ქირურგიის შესახებ კვლევის მსვლელობისას აღმოაჩინა, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების მთავარი მაჩვენებელია.

როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი

მაშ ასე, იმისათვის, რომ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა განვსაზღვროთ, საკმარისია ჩვეულებრივი თერმომეტრის ქონაც.

  1. მოამზადეთ თერმომეტრი საღამოს, მასზე ტემპერატურა 35 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.
  2. გაღვიძებისთანავე, მოათავსეთ თერმომეტრი იღლიის ქვეშ და გაიჩერეთ 10 წუთით. მიღებული მაჩვენებელი – თქვენი ბაზალური ტემპერატურაა.
  3. თუ ბაზალური ტემპერატურა 36,5–36,8 °С-ს შორის მერყეობს, ესე იგი ფარისებრი ჯირკვალი და, საერთო ჯამში, ორგანიზმი ნორმაშია. მენსტრუაციისა და ფეხმძიმობის დროს, ქალებში მაჩვენებელი, შესაძლოა, ფარგლებს გასცდეს.
  4. თუ ტემპერატურა 36.5 გრადუსზე დაბალია, ეს ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებულ ფუნქციონირებაზე(ჰიპოთირეოზი) მიუთითებს. გაამახვილეთ ყურადღება შემდეგ სიმპტომებზე: დაღლილობა და ძალის გამოცლა, ხშირი თავის ტკივილები და გაციება, მეხსიერების გაუარესება, თმისცვენა.
  5. თუ დილის ტემპერატურა 36.8-ზე მაღალია, ესე იგი ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე მეტად ფუნქციონირებს. შესაძლებელია, ორგანიზმში ანთებითი პროცესის არსებობაც.
  6. მაქსიმალურად ზუსტი შედეგის მისაღებად, ჩაიტარეთ ტესტი 3 დღის მანძილზე, ზედიზედ. ნორმიდან გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან.

იმისათვის, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, უნდა მოერიდოთ სტრესს და იკვებოთ სწორად. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სელენის, მაგნიუმის, კორტიზოლის, A და B ჯგუფის ვიტამინების შემცველ საკვებს.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.