Connect with us

ჰოროსკოპი

რა იზრდება ყველაზე უკეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ბაღში

არ ვიცი თქვენთან როგორაა, მაგრამ ჩემთან გარეთ ერთი ღრუბელიც არაა. ტემპერატურა +15 გრადუსამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ შაბათ–კვირას მეუღლესთან ერთად აგარაკზე ავალ. წლის ამ დროს სტაფილოს, ჭარხალს და ბოლოკს ვრგავ. 2021 წლის მებაღეობის ჰოროსკოპი მიგანიშნებთ, ღირს თუ არა წელს ექსპერიმენტების ჩატარება.

საერთოდ, ცრუმორწმუნე არ ვარ. ხალხურ ნიშნებს თავს ვარიდებ, მაგრამ ჰოროსკოპებს სიამოვნებით ვკითხულობ. მათი პროგნოზები ხშირად რეალურ ცხოვრებას ემთხვევა. მით უფრო, ამ წელს მებაღეობის ჰოროსკოპი საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება. იპოვეთ თქვენი ნიშანი და გადახედეთ!

ვერძი

ვარსკვლავებმა რაც არ უნდა თქვან, ჯიუტი და მიზანდასახული ვერძი მაინც იმას დარგავს, რაც თავად სურს. და მაინც, მის ნაკვეთზე ყველაზე უკეთ ქოლგოსანთა ოჯახის მცენარეები (კამა, ნიახური და სხვა) იზრდება. პომიდორს, ბოლოკს, რეჰანს, სტაფილოს და მოცხარს ყურადღება მიაქციეთ. ეს კულტურები თავიანთი მოსავლით გაგახარებთ.

კურო

კუროს მებაღეობაში უპირატესობა გარკვეული კულტურების წარმატებულად გაზრდის მიხედვით უყალიბდება. მაგალითად, მის ბაღში კარგად იზრდება ხილის ხეები: ქლიავი, ვაშლი, ბალი. მოცხარიც არ ჩამორჩება. კურომ მეყვავილეობაში ნამდვილ ოსტატობას მიაღწია. მის ნაკვეთზე გვირილები, იორდასალამები და გლადიოლუსები უბრალოდ სრულყოფილია.

ტყუპები

შრომისმოყვარე ტყუპებს ბევრი კულტურის გაზრდა შეუძლია, მაგრამ კლასიკას უპირატესობას ანიჭებს. სწორედ ამიტომ, მის ნაკვეთზე ეგზოტიკას ვერ შეხვდებით. სამაგიეროდ, აქ იპოვით ბევრ თალგამს, კარტოფილს, პარკოსანს და ადგილობრივ სანელებელს. აი, ზაფხულში ჟოლოს, კიტრის და წითელი კომბოსტოს მოსავალი ახარებს.

კირჩხიბი

კირჩხიბისთვის მიწაზე მუშაობა დასვენების ტოლფასია. სწორედ ამიტომ, რთული ამოცანები არ აშინებს. თავის ბაღში ზრდის კიტრს, პომიდორს, კომბოსტოს და თალგამს. წლიდან წლამდე ქაცვის მოსავალია ახარებს. საერთოდ, კირჩხიბის ნაკვეთზე კურკიანი კულტურები კარგად იზრდება, მაგრამ ალუბლის გაზრდა შეიძლება პრობლემური იყოს. ალუბლის ნაკლებობას ყურძენი და მოცხარი ანაზღაურებს.

ლომი

ლომი აგარაკზე ზაფხულში იჭრება, თითქოსდა მტერთან ბრძოლას აპირებს. ერთდროულად რამდენიმე საქმეს ხელს კიდებს, რის გამოც ზოგიერთ მცენარეს ყურადღებას ნაკლებად აქცევს. და მაინც, მის ნაკვეთზე პომიდორი, კიტრი, ხახვი, პირშუშხა და ჭარხალი საფუარივით იზრდება. ნიახურს, კომბოსტოს და გარგარს ცოტა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

ქალწული

სიმართლე გითხრათ, აგარაკზე მუშაობა ქალწულებს დიდად არ სიამოვნებთ. თუმცა შედეგით ნამდვილად აღფრთოვანებულია. როცა სასადილო სუფრაზე კიტრის პირველი მოსავალი დევს, ქალწული სიამაყით ივსება. ვარსკვლავები ლობიოს, ნივრის, კომბოსტოს და ოხრახუშის დიდ მოსავალს გპირდებათ. კენკრის ბუჩქოვანი მცენარეებიც გაგახარებთ.

სასწორი

თავის მხრივ, სასწორი შედეგებს არ მისდევს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაღი ხელოვნების ნიმუში იყოს. სწორი კვლები, ლამაზი ყვავილები და სასიამოვნო არომატი. ასტროლოგები გირჩევენ, რომ წელს ჭოტოსანი კულტურები, ასევე ალუბალი, ჟოლო და გარგარი დარგოთ. სასწორებს ნივრის, ხახვის, პომიდვრის და კომბოსტოს კარგ მოსავალს პირდებიან.

მორიელი

წელს მორიელს ცხელი სეზონი ელოდება. ქილები მოამზადეთ და ნათესავები გააფრთხილეთ: ყაბაყის, წიწაკის და ბადრიჯნის შთამბეჭდავ მოსავალს მიიღებთ. ყურძნის, ხახვის, ვაშლის და სიმინდის მოსავალიც გაგახარებთ. რაც შეეხება კლუმბებს, ამ მხრივაც არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. ეზოს გასაფორმებლად გამოგადგებათ ასტრა და ქრიზანთემა.

მშვილდოსანი

მშვილდოსანმა კვლების გაყვანა უკვე დაიწყო და სწორად იქცევა! ამ სეზონზე ვარსკვლავები ნივრის, პომიდვრის და ტკბილი წიწაკის უხვ მოსავალს გპირდებიან. ბადრიჯნის და კიტრის გარეშეც არ დარჩებით. ასევე, ზაფხულში საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი მარწყვის დაგემოვნებას შეძლებთ.

თხის რქა

თხის რქას მიწაზე მუშაობა არ უყვარს. სწორედ ამიტომ, უპრეტენზიო კულტურებს უპირატესობას ანიჭებს. მის ნაკვეთზე კარგად იზრდება ბოლოკი, ჭარხალი და ოხრახუში. ხილის ხეები სეზონიდან სეზონამდე ნაყოფით ახარებს. აი, კომბოსტოსა და პომიდორზე ბევრი ძალის დახარჯვა მოგიწევთ. ბადრიჯნის მოსავლის მისაღებადაც გარჯა მოგიწევთ.

მერწყული

მერწყულს მიწა მთელი წელი იზიდავს. მხოლოდ აპრილში ახერხებს გულის მოოხებას. თუმცა მებაღეობაში მისი უპირატესობა ძალიან ყოველდღიურია. მის ნაკვეთზე კარგად იზრდება კარტოფილი, სტაფილო, კამა და პარკოსნები. წელს ყურძენს, მარწყვს და ხილის ხეებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. „სასიამოვნო“ მოსავალი შეიძლება აიღოთ.

თევზები

მთელ ნაკვეთზე კარტოფილის დარგვა თევზებზე არაა. კარტოფილის ყიდვა ხომ ბაზარშიც შეიძლება, თავად უფრო ეგზოტიკური მცენარეების გაზრდა სურს. სწორედ ამიტომ, თევზების ნაკვეთი ფერადად და ჭრელად გამოიყურება. მოსავალი უჩვეულო სახეობის კომბოსტოს, ბოლოკის და არომატული მწვანილით გაგახარებთ.

გჯერათ ჰოროსკოპების? თქვენ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადეთ? გვიამბეთ, დაგეხმარათ თუ არა დღევანდელი მებაღეობის ჰოროსკოპი მიმართულების განსაზღვრაში?