Connect with us

ტესტები

მნიშვნელოვანი შეტყობინება სამყაროდან: აირჩიეთ ბუდისტი და გაიგეთ

ბუდიზმი უძველესი რელიგიაა. ვინც, ამ რელიგიას იცნობს, დაადასტურებს, თუ რამდენად ბრძნულ და ღრმა იდეებს გვიზიარებენ ბუდისტები. ცოტა ხნის წინ მეგობართან ერთად ჟურნალში ტესტს გადავაწყდით, რომელიც ბუდისტების მიერ შედგენილი და მათ გამოსახულებაზე დაფუძნებული იყო. თქვენც სცადეთ!

ტესტის შესრულებამდე კომფორტული პოზა მიიღეთ, რომ დისკომფორტი ან დაძაბულობა არ იგრძნოთ. ერთ–ერთი ბერი აირჩიეთ, დაუფიქრებლად და სურათის აზრის ჩაწვდომის გარეშე. ანალიზი და თავის მოტყუება არ სცადოთ!

ბუდისტური ტესტი მომავლის განსაჭვრეტად

ბუდისტი №1

თუ პირველი ბუდისტის იმიჯი მოგეწონათ, სავარაუდოდ, რაღაცაზე დარდობთ და დაძაბული ხართ. ამ ეტაპზე დასვენებას და მოდუნებას უგულებელყოფთ. არადა დასვენების გარეშე საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიას ვერ მიაღწევთ. რა გააკეთოთ? ძილის ხარისხი გააუმჯობესეთ, ბევრჯერ გადადებული წიგნი წაიკითხეთ, დაისვენეთ. საკუთარ თავს დღეში 1–2 საათი დაუთმეთ.

ბუდისტი №2

ადამიანებს, რომლებმაც მეორე ბუდისტი აირჩიეს, მალე ცვლილებები ელოდებათ! გაიხსენეთ, რისი შეცვლა გსურთ ცხოვრებაში და მოქმედება დაიწყეთ. სამყარო დაგეხმარებათ, მთავარია დაიწყოთ და უსაქმოდ არ იჯდეთ. დაწვის, შეცდომების დაშვების ან ყველაფრის თავიდან დაწყების არ შეგეშინდეთ. ყოველი ნაბიჯი, განსაკუთრებით არასწორი, უფრო გაგაძლიერებთ.

ბუდისტი №3

მორალურ სისუსტეს და დაღლილობას გრძნობთ? ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოსდა ცხოვრების ყველა ასპექტი დაიბზარა? ასეთ ნეგატიურ შეგრძნებებს არ ენდოთ. ამის ნაცვლად სამყაროს მიმართ თქვენს აღქმაზე იმუშავეთ. ადამიანებს წინასწარშექმნილი აზრით ნუ უყურებთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგის დანახვა ისწავლეთ. ნახავთ, როგორ დალაგდება ცხოვრება!

ბუდისტი №4

თუ აირჩიეთ ბერი ცოცხით ხელში, სამსახურისგან დასვენება აშკარად გჭირდებათ. პროფესიონალური გადაწვა ხუმრობა არაა. ასეთი რამ შესაძლებელია ისეთ სამსახურშიც, რომელიც ძალიან გიყვართ, რა უნდა ვთქვათ მოსაწყენ თანამდებობაზე. ცხოვრება სამსახურით არ მთავრდება და მთლიანი ფულის შოვნას ვერ შეძლებთ.

ბუდისტი №5

მოთმინება გაკლიათ. თითქოსდა წვრილმანია, მაგრამ თქვენს ქცევებზე გავლენას ახდენს. იმპულსურად რეაგირებას, დასკვნების ნაჩქარევად გამოტანას მიჩვეული ხართ. სჯობს გაჩერდეთ, ჩაისუნთქოთ, ამოისუნთქოთ და ყველაფერზე კარგად დაფიქრდეთ. არ იჩქაროთ, რადგან ყველაზე უმნიშვნელო და პატარა გადაწყვეტილებასაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია!

ბუდისტი №6

როგორც ჩანს, თქვენს ცხოვრებაში ძალიან მალე გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს დასახმარებლად მზად იქნებიან. ახალი ნაცნობების და ქმედებების მიმართ გულახდილი იყავით. ინტუიციას ენდეთ და მეექვსე გრძნობას მოუსმინეთ. მაშინ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წარმატებული იქნება.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი ახდა, რადგან საკმარისი დრო გავიდა. თქვენც სცადეთ. ვიზუალური ტესტი დიდ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ მიმართულებას მოგცემთ. გვიამბეთ კომენტარებში, თუ თქვენ რა მოგიმზადათ სამყარომ.