ტესტები
აირჩიეთ სურათი და მიიღეთ ზეციური შეტყობინება თქვენი სულისთვის
აირჩიეთ სურათი, რომელიც მოგწონთ და იპოვეთ ამაღელვებელი ზეციური მესიჯი თქვენი სულისთვის.
№1 – განახლება: „ცხოვრება ახალ შანსს გაძლევთ“
მიღებული ცხოვრებისეული გაკვეთილების შემდეგ განახლების დრო მოვიდა. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი პოზიტიური არ იყო, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მიღებული გამოცდილება შეცდომების გამოსწორების საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, ადრე ფიქრობდით, რომ ის, რასაც აკეთებდით, ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.
გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ალბათ, მიხვდებით, რომ ზოგიერთმა გაკვეთილმა დაგასუსტათ, მაგრამ უმეტესობამ გაგამდიდრათ.
არჩეული სურათი მიგითითებთ, რომ დროა თქვენს ცხოვრებაში სუფთა ჰაერი შემოუშვათ და განახლების თესლს გზა გაუხსნათ, რომ თქვენში ყველაზე ღრმა ემოციებიდან განახლების გრძნობა გაღვივდეს.
დროა, წარსულის ჭრილობები მოიშუშოთ და გული ახალი განცდებისთვის მოამზადოთ.
რჩევა: განახლების ენერგიას გზა გაუხსენით, რომელიც კარზე გიკაკუნებთ. ის შეგახსენებთ, რომ წარსულს არ უნდა მიეჯაჭვოთ და გეუბნებათ, რომ თქვენთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. ის, რაც გულის სიღრმეში გსურდათ, უკვე ხელმისაწვდომია.
№2 – დასვენება: „ცხოვრება ახალი და სასიამოვნო შეგრძნებებით აგავსებთ“
ცხოვრება სხვადასხვა მოვლენებისა და განცდებისგან შედგება. არჩეული სურათი მიგანიშნებთ, რომ დრომ, რომელიც პირად სრულყოფილებაზე დახარჯეთ, დიდი შედეგი გამოიღო. მშვიდობა და ჰარმონია თქვენი არსის ნაწილია, რაც სულს თავისუფლებას ანიჭებს და სიყვარულის მთლიანად შეგრძნებაში გეხმარებათ.
თქვენი შინაგანი სამყარო ყვავის და დროა თქვენი სხეული განავითაროთ, რათა სული სილამაზით და სიდიადით მეტად გაძლიერდეს. დასვენებას სათანადო დრო დაუთმეთ.
ადამიანი სავსეა იმ გრძნობებით, რომლებიც მას სიხარულით ავსებს: ერთი დღე მთაში გაატარეთ, სანაპიროზე გაისეირნეთ, ქალაქი მოიარეთ და ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეთ. უბრალოდ ცხოვრება უნდა გიყვარდეთ.
რჩევა: აღმოჩენების და ახალი ცოდნის მიღების დროა. დრო, რომელიც შინაგან სამყაროს დაუთმეთ, შედეგს იძლევა. ამას სულის თავისუფლებისკენ მიყავხართ და მიგანიშნებთ, რომ სხეულს სათანადო ყურადღება დაუთმოთ. თბილი აბაზანით დატკბით და იგრძენით, თუ როგორ ეხება მზის ენერგია თქვენს კანს.
№3 იმედგაცრუება: „გათავისუფლდით შეზღუდვებისგან, რომლებიც მიზნების მიღწევაში ხელს გიშლით“
ამჟამად ძალაგამოცლილი და დაბნეული ხართ. ამ პირობებში ჩიხში ხართ. თქვენი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ამ ეტაპზე პრობლემების გადაჭრას ვერ ახერხებთ. დროის უმეტეს ნაწილს მათ მოგვარებას უთმობთ და მაინც იმავე ადგილას რჩებით.
დრო მოვიდა დაისვენოთ და გააცნობიეროთ, რომ არ არსებობს არანაირი გარემოება, როგორ რთულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს. დრო პრობლემების გაქრობის შანსს გაძლევთ. თქვენ ხართ ის, ვინც საკუთარ ცხოვრებაში მცირე ან დიდ გარემოებას ქმნის.
არჩეული სურათი ამბობს, რომ ზემოდან ამ გარემობებისგან თავის დაღწევაში გეხმარებიან. ამისთვის საჭიროა, რომ თქვენი განწყობა უფრო პოზიტიური გახდეს. ანგელოზები მზად არიან დაგეხმარონ. გულის კარი გააღეთ და გჯეროდეთ, რომ თავისუფლება თქვენს ცხოვრებაში შემოვა.
რჩევა: დრო მოვიდა პრობლემები დაივიწყოთ. ანგელოზი თქვენთან მოვა და წნეხისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. თუმცა ანგელოზები მოქმედებას შეძლებენ, როცა განწყობას შეიცვლით. ამრიგად, არსებული ბლოკირება მოიხსნება და სიტუაცია დარეგულირდება, შედეგად გამოსავალს იპოვით.