ჰოროსკოპი
რა მოხდება 2021 წელს და რატომ იქნება 2020 წელზე უკეთესი. ასტროლოგი განმარტავს
2020 წელი ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც მინიმუმ COVID-19 პანდემიის და საზღვრების დახურვის გამო. 2021 წელი უკვე დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები ჯერ კიდევ წინაა. ასტროლოგი ტიანა ატლასი გიამბობთ, რატომ იქნება 2021 წელი გასულ წელთან შედარებით უკეთესი.
გასული წელი ნაკიანი იყო, რამაც უკვე მრავალი ცრურწმენა გამოიწვია. ალბათ, ბებიებისგან გსმენიათ, რომ ნაკიან წელიწადს სჯობს ახალი საქმე არ დაიწყოთ, არ დაქორწინდეთ და ორსულობა არ დაგეგმოთ. რამდენად სწორია ცრურწმენების დაცვა საკითხავია, მაგრამ 2020 ნამდვილად რთული წელი იყო.
ასტროლოგიური კუთხით, კრიზისის, მათ შორის ფინანსური კრიზისის, ბევრი ნიშანი იყო. პირველ რიგში, მთელი 6 დაბნელება, არადა ჩვეულებრივ, 4–ია. მეორეც, პრაქტიკულად ყველა პლანეტა მონაცვლეობით რეტროგრადული ხდებოდა და ვაკვირდებოდით, თუ როგორ კეტავდნენ ქვეყნები საზღვრებს ერთი მეორეს მიყოლებით. გეგმები ჩვენი სურვილების მიუხედავად იცვლებოდა. და ბოლოს, ისეთი ნელი პლანეტების შეერთება, როგორიცაა იუპიტერი, სატურნი და პლუტონი, რაც იშვიათად ხდება. მაგალითად, იუპიტერი და სატურნი თხის რქაში ბოლოს 1623 წელს გაერთიანდნენ. მე–20 საუკუნეში სატურნის და პლუტონის გაერთიანება I მსოფლიო ომის დაწყებას, სსრკ–ს, აშშ–ს მსოფლიო ასპარეზზე ცვლილებებს, ისრაელის გაჩენას, ცივი ომის დაწყებას და სსრკ–ს დაშლას დაემთხვა.
როცა ასტროლოგები 2020 წლის პროგნოზებს აკეთებდნენ, გასაგები იყო, რომ მშფოთვარე პერიოდი და სერიოზული გარდაქმნები გველოდა, როგორც გლობალურად, ასევე თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ნამდვილად, ბევრს არა მხოლოდ სამსახურის შეცვლა, არამედ პირად ურთიერთობაში ცვლილებების შეტანა მოუწია. მხოლოდ ყველაზე სასოწარკვეთილ ფუტურისტებს შეეძლოთ ეფიქრათ, რომ პანდემია მოხდებოდა. რთული დასაჯერებელია, რომ ნეპტუნის ასპექტმა მოიტანა არა საიდუმლო შეთქმულებები ან ცუნამები, არამედ დაავადება, რომელმაც მთელი მსოფლიოს მოიცვა.
2020 წლის დეკემბერში მერწყულის ეპოქაში შევედით და ახლა მიწიერი პრაქტიკული ენერგიები ჰაეროვანი გახდა. გლობალურ ცვლილებებს სრულად მხოლოდ 2023 წელს ვიგრძნობთ, მაგრამ ძირითადი ტენდენციების პროგნოზირება უკვე შესაძლებელია:
- გლობალური ფინანსური სისტემის სერიოზული გარდაქმნა;
- უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით მედიცინის უსწრაფესად განვითარება;
- და, რაც მთავარია, – ღირებულებების შეცვლა, მატერიალურიდან სულიერისკენ.
2021 წელი ბევრად მშვიდი იქნება, ვიდრე 2020, მაგრამ როგორც ხვდებით, მოდუნების დრო არაა.
მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ივნისსა და დეკემბერში, სატურნი ურანზე დაძაბულ ასპექტს ახდენს. ამ პერიოდში ძველებურად ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ უცნობია ახლებურად როგორ უნდა იცხოვროთ. ამ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა: პირადი განვითარება, სწავლა, წინსვლა. ძველი წესები, დოგმები ქრება. თქვენი ამოცანაა არ შეეწინააღმდეგოთ, არამედ ახალ პირობებს შეეგუოთ და შესაძლებლობები მოძებნოთ.
სულ 4 დაბნელება გველოდება: 26 მაისი, 10 ივნისი, 19 ნოემბერი და 4 დეკემბერი.
თუ 2020 წელს დაბნელება მშვიდოსანი–ტყუპების ღერძზე მოხდა და სწავლისა და კონტაქტებისკენ ყურადღებას გვაიძულებდა, 2021 წლის შემოდგომაზე კუროსა და მორიელში დაბნელების ციკლი იწყება. ეს ხაზს უსვამს ფულად საშუალებებს, ინვესტიციებს. პირადი შემოსავლების და მსოფლიო ფინანსური ტენდენციების დადგენის შანსს ზრდის.
რაც შეეხება რეტროგრადულ პლანეტებს? რაც მთავარია, შეუპოვარი და აქტიური მარსი უკუსვლას და შეფერხებას არ დაიწყებს. ვენერა, რომელიც სიყვარულზე, სილამაზე და სიუხვეზეა პასუხისმგებელი, რეტრომოძრაობას მხოლოდ 19 დეკემბერს შეაჩერებს. თუ კოსმეტიკურ პროცედურებს ან 2020 წლამდე მსხვილ შენაძენს გეგმავთ, დეკემბრის შუა რიცხვებამდე მოასწარით.
როგორც წესი, მერკური წელიწადში 3–ჯერ რეტროგრადულია: პირველად – 30 იანვრიდან 20 თებერვლამდე, შემდეგ – 30 მაისიდან 22 ივნისამდე და 27 სექტემბრიდან 18 ოქტომბრამდე. ეს ყველაზე „ბოროტი“ პლანეტა არაა. ჩვეულებრივ, ამ პერიოდებში უფრო გაფანტული ვხდებით, ამიტომ ახალი საქმის დაწყება და სერიოზული ქონების შეძენა არ ღირს.
ჩვენ შეგვიძლია ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის შესაძლებლობები გამოვყოთ, რადგან წელს დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი მერწყულში მყოფი მკაცრი სატურნის მოქმედებას შეასუსტებს.
ვერძისთვის ეს სურვილების ასრულების, ნამდვილი მეგობრების შეძენის, ინტერნეტში ახალი პროექტის დაწყების და პოპულარულობის მოპოვების წელია.
დროა კურომ პროფესიულ ამბიციებში გარკვევა დაიწყოს. ამისთვის დაფიქრდით, თუ რა უნარი გაკლიათ და რისი სწავლა ღირს.
ტყუპებს საზღვარგარეთ კარგი შესაძლებლობები გამოუჩნდება. მაშინაც კი, თუ საზღვრები ჯერ ჩაკეტილია, გირჩევთ ენები შეისწავლოთ. მალე დაგჭირდებათ.
თუ კირჩხიბი ხართ და დიდი ხანია საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ოცნებობთ, 2021 წელი იდეალური პერიოდია. პროექტისთვის ინვესტორების მოპოვებასაც შეძლებთ. იუპიტერი კრიზისულ სიტუაციებში იმუნიტეტს გაძლევთ.
მარტოხელა ლომი აუცილებლად მეორე ნახევარს გაიცნობს, მაგრამ ამისთვის საჭიროა სახლიდან გახვიდეთ ან პირდაპირ ეთერში იბრწყინოთ.
ქალწულისთვის 2021 ცხოვრების ყველა სფეროში წესრიგის დამყარების წელია, რაც მთავარია ჯანმრთელობის გაუმჯობესების წელი. კარგი იდეაა, რომ ნუტრიციოლოგია ან ველნეს სპეციალობა შეისწავლოთ.
სასწორისთვის რომანტიკის და შემოქმედების წელია. საყვარელი ჰობით დაკავდით, შესაძლოა მისგან ფულადი შემოსავლების მიღება შეძლოთ.
თუ მორიელი ხართ და დიდი ხანია საკუთარ ბინაზე ფიქრობთ, იუპიტერი წარმატებას მოგიტანთ. ამ წელს ოჯახის და ახლობლების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მშვილდოსანს ეს წელი ახალ სასარგებლო ნაცნობებს და საჭირო ინფორმაციას მოუტანს. ისწავლეთ, მარათონები გაიარეთ, ავტოსკოლაში იარეთ და ავტომობილის მართვა დაიწყეთ.
თხის რქისთვის ფინანსური შესაძლებლობების წელია, ამიტომ თუ სამუშაოს ან დამატებით შემოსავალს ეძებთ, აუცილებლად იპოვით.
მერწყულს შეუძლია შეცვალოს და selfmade იმიჯი შექმნას. პირად ბრენდზე იმუშავეთ. წელს განუმეორებელი იმიჯის შექმნის შესაძლებლობა გაქვთ.
თევზები ოცნებების ახდენას შეძლებს. მეორე ნახევართან შეხვედრას შვებულების დროს შეძლება. ურთიერთობა დაიწყება როგორც საკურორტო რომანი, შემდეგ კი ნამდვილ სიყვარულში გადაიზრდება.