Connect with us

ყვავილები

აი, რატომ არასდროს ვყრი ჟოლოს ტოტებს გადაჭრის შემდეგ

სოფელში ცხოვრებას თავისი ხიბლი აქვს, რომელსაც დიდ ქალაქში ვერასდროს ნახავთ. მაგალითად, აქ ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ. ქალაქურ ნაკეთობებს პლასტმასის ბოთლებით ან ძველი საბურავებით არ ვგულისხმობთ. ყველაფერი ნატურალურია. მაგალითად, ჟოლოს ტოტები. ქალაქელს ამით ვერ დააინტერესებთ, სოფლელი კი მისგან რამეს გააკეთებს.

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია სწორედ ამის შესახებ გიამბობთ. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ნაგავიც კი შეიძლება გამოგადგეთ! ერთდროულად ორ კურდღელს ვიჭერთ და თავს საოცრად ვგრძნობთ!

ჟოლოს ტოტები

მოკლედ, თქვენ (ან მეზობელს) ძველი ჟოლოს ბუჩქი აქვს, რომელიც ყველას მობეზრდა: ასაკოვანი მცენარის ნაყოფი პატარა და მშრალია. თან მასში საზიზღარი ბაღლინჯოები ბინადრობენ. ბავშვები ასეთის ჭამაზე უარს ამბობენ, მურაბასაც ვერ მოამზადებთ, ხოლო ტოტები მტკივნეულად იჩხვლიტება. მოკლედ რომ ვთქვათ, მხოლოდ ადგილს იკავებს.

რა მოვუხერხოთ? უმეტეს შემთხვევაში პასუხი ერთია: ამოძირკვეთ, ტოტები დაწვით, მაგალითად, ღუმელში. პრინციპში ეკოლოგიურად სუფთაა, ვერაფერს ვიტყვით. რა მოხდება, თუ ცოტა განსხვავებულად მოიქცევით? მაგალითად, თუ პატარა „ჟოლოს“ ღობეს ან კლუმბს გააკეთებთ?

მართალია, ჩვეულებრივ, ასეთ ღობეებს ტირიფის ტოტებიდან აკეთებენ, მაგრამ ტირიფის ახლომახლოს პოვნა ადვილი არაა. რა საჭიროა 2 კმ–ს გავლა, თუ მასალა უკვე ნაკვეთზე გაქვთ?

თავდაპირველად, კლუმბები გააკეთეთ. მონიშნულ ადგილას მიწა მოთოხნეთ. ყველაზე გონივრული იქნება, თუ ამ მიზნით ჟოლოს ყოფილ ბუჩქებს გამოიყენებთ. ადგილი ხომ ახლახანს გათავისუფლდა. ალბათ, ნიადაგის ცოტა განაყოფიერება დაგჭირდებათ, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რის დათესვას აპირებთ.

ახლა შეგიძლიათ ნაკვეთზე ნაჯახით და დანით გაისეირნოთ. თუ საჭიროა, უფრო შორს წადით. გიამბობთ, რატომ: ხის ღეროები დაგჭირდებათ. მის გაკეთებას ნებისმიერი არც თუ სქელი ტოტებიდან შეძლებთ. საჭირო რაოდენობის ტოტები დაჩეხეთ და დანით წვერი გაუკეთეთ. ასე მიწაში ჩარგვა გაგიადვილდებათ. მათი სიგრძე დაახლოებით 40 სმ უნდა იყოს.

ღეროების ზუსტი რაოდენობა თავად უნდა დაიანგარიშოთ. საქმე იმაშია, რომ ღეროები ერთმანეთისგან 20 სმ დაშორებაზე უნდა განლაგდეს. თუ კლუმბი ჩაკეტილია და ღობეს არ ეყრდნობა – მისი რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება. თავად გადაწყვიტეთ, მაგრამ გირჩევთ ზუსტად შუაზე გაატაროთ: 20 სმ მიწაში და 20 სმ მიწის ზემოთ.

ახლა თავად ჟოლოს მიხედეთ. ხმელი ტოტების დამუშავება სცადეთ: შესაძლებლობის მიხედვით ზედა ფენა მოაშორეთ, რომ უფრო ლამაზი გამოჩნდეს. ასეთი მასალით მუშაობა მოსახერხებელია. კონად შეკარით ისე, რომ ტოტების სქელი ნაწილი ერთ მხარეს იყოს, თხელი მეორე მხარეს. დაწნა დაიწყეთ.

წნელის პირი სქელი ბოლოდან უნდა იწყებოდეს. შემდეგ ვაზი ბოძების გარშემო ზიგზაგურად ჩაპწენით.ამის შემდეგ მეორე ვაზი აიღეთ და ბოძის მეორე მხრიდან ჩაპწნა დაიწყეთ. ახლა პირველიდან მეორე პუნქტამდე გაიმეორეთ, სანამ ბოძების სიმაღლე არ დამთავრდება. ერთგვარი მედიტაციური, მაგრამ საინტერესო საქმეა. საჭიროების შემთხვევაში, ნაპრალები ფოთლებით ამოავსეთ. დროთა განმავლობაში სასუქად გარდაიქმნება.

აი, ასეთი მარტივი მეთოდით აგარაკზე მინი კლუმბს გააკეთებთ. თუ იცით, სად იპოვოთ ხმელი ჟოლო, ამაზე არ გაჩერდეთ. დრო გამოყავით და უფრო მაღალი ჟოლოს ღობე გააკეთეთ!  წნელი ლამაზია. ხალხური არომატი მოაქვს და თვალს ახარებს. უბრალოდ სცადეთ, დარწმუნებული ვართ მოგეწონებათ.