ყვავილები
აი, რით ვკვებავ იორდასალამს გაზაფხულზე, რომ მაისში კოკრები გაძლიერდეს
მებაღეები ირწმუნებიან, რომ იორდასალამი არის ყვავილი, რომელიც ყველას უყვარს ან არ იციან, რომ უყვართ. ამ ლამაზ მცენარეზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. გაზაფხულზე ყვავილის გამოკვება მთავარი ამოცანაა.
იორდასალამის გამოკვება
თოვლის გადნობისთანავე
იორდასალამი პირველად თოვლის გადნობიდან 7-10 დღის შემდეგ უნდა გამოკვებოთ. ამ დროისთვის მიწა უკვე შრება და პირველი ყლორტები ჩნდება.
ადრეულ გაზაფხულზე ყვავილს აზოტის და კალიუმის სასუქები სჭირდება. აზოტი ფოთლების განვითარებას ხელს უწყობს, კალიუმი დაავადებებისა და ამინდის არახელსაყრელი პირობებისგან იცავს.
თითოეულ ყვავილის ბუჩქზე დაგჭირდებათ 10-15 გრ ამონიუმის ნიტრატი და 10 გრ კალიუმის მარილი. შეგიძლიათ კომპლექსური საშუალება „კემირა უნივერსალი“ გამოიყენეთ. ასე რაოდენობა არ აგერევათ. მორწყვის შემდეგ 1 მუჭა პრეპარატი ბუჩქის ქვეშ მოაყარეთ.
კვირტობის პერიოდი
როგორც კი კოკრები გამოჩნდება, საკვებს ფოსფორი დაუმატეთ, რომელიც ყვავილების ფორმირებისთვის საჭიროა.
თითოეული ბუჩქისთვის 10 გრ ამონიუმის ნიტრატი, 15 გრ სუპერფოსფატი და 5 გრ კალიუმის მარილი დაგჭირდებათ.
მავნებლებისა და დაავადებებისაგან დასაცავად გაუშლელი კოკრები ფუნგიციდი „ოქსიხომით“ დაამუშავეთ. 20 გრ პრეპარატი 10 ლ წყალში გახსენით. მშრალ, უქარო ამინდში დანამეთ. 10–14 დღიანი ინტერვალით გამოიყენეთ.
ყვავილობის დაწყების შემდეგ
იორდასალამი მესამედ ყვავილობიდან 1-2 კვირის შემდეგ გამოკვებეთ. ამავდროულად, შეგიძლიათ ფოთლოვანი გამოკვება გამოიყენოთ. ამ მიზნით შარდოვანას ხსნარი დაგჭირდებათ. 50 გრ ხსნარი 10 ლ წყალში გააზავეთ.
აგვისტოში
აგვისტოში აზოტის სასუქი აკრძალულია. ამ პერიოდში გამოიყენეთ კალიუმი და ფოსფორი. ასევე ნაცარი (1 ლ 10 ლ მდუღარე წყალზე) ან სუპერფოსფატი კალიუმის სულფატით (20 გრ 10 ლ წყალზე).
სექტემბერ–ოქტომბერში ღეროები გადაჭერით და ტორფით ან მულჩით დაფარეთ, რომ წარმატებულად გამოიზამთროს. ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენი იორდასალამი დიდებული ყვავილობით დაგაჯილდოებთ.