Connect with us

ყვავილები

სასუქი კი არა, არამედ მკვებავი ბულიონი „ათასი კოკორი“ ლამაზი დეკემბერასთვის

ზამთარი დადგა და დეკემბერას წარმოუდგენლად ლამაზი და უხვი ყვავილობა კვლავ გვახარებს. ზოგიერთისთვის ეს იშვიათი საახალწლო სასწაულია, სხვებისთვის პროგნოზირებადი კანონზომიერება. კარგი სასუქით შლუმბერგერი გაშლილი კოკრებით აუცილებლად გაგახარებთ. ეს გაწერილი გრაფიკივით, ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში მოხდება.

დეკემბერას ყვავილობა

როდის სჭირდება საშობაო ყვავილს გამოკვება

დეკემბერა კოკრებს ყლორტების წვერებზე ახალ წამონაზარდზე აყალიბებს. აქედან გამომდინარეობს, რომ უხვი ყვავილობისთვის ბევრი ასეთი ყლორტია საჭიროა. როგორ მივაღწიოთ ამას? პასუხი მარტივია: მიწას მწვანე მასის გასაზრდელად სასუქი მოაყარეთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, ეს როგორ და როდის გააკეთოთ.

1. შემოდგომის დასაწყისი

ამ პერიოდში ზამთრის ყვავილობის კოკრები ფორმირდება. სჭირდება 2 გამოკვება 3 კვირიანი შუალედით. შემოდგომაზე არ გვჭირდება, რომ მცენარემ თავის რესურსები ყვავილობის საზიანოდ ფოთლებზე დახაჯოს. სწორედ ამიტომ, შემოდგომაზე ფოსფორის და კალიუმის შემცველი სასუქები შეარჩიეთ.

2. მარტიდან მაისის ჩათვლით

გაზაფხული მცენარის ზრდის პერიოდია. თვეში ერთხელ გამოკვებეთ.

3. ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით

ზაფხულში დეკემბერა ფოთლების უხვ ზრდას იწყებს. სწორედ ამიტომ, უფრო ხშირად, თვეში 1,5-2-ჯერ უნდა გამოკვებოთ. ეტიკეტზე ან ინსტრუქციაში ფორმულას N-P-K ყურადღება მიაქციეთ. მწვანე მასის ზრდის პერიოდში აზოტი (N) უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ფოსფორი (P) და კალიუმი (K).

რა გამოვიყენოთ სასუქად?

დღეს შაქარს, ხის ნაცარს და ძვლის ფქვილს არ გავიხსენებთ და თხევად მინერალურ მზა სასუქებზე გიამბობთ.

მათ გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, დამწყებ მებაღეს კომპონენტების ქიმიურ ნარევში დეტალურად გარკვევა არ დასჭირდება, რომ სწორედ ის აზოტი იპოვოს.

შეფუთვაზე ეტიკეტის წაკითხვა საკმარისია. შემოდგომის დასაწყისში და გაზაფხულზე სასუქი ნიშნით „ყვავილებისთვის“ გამოგადგებათ. ზაფხულში სასუქი „დეკორატიულ–ფოთლოვანი მცენარეებისთვის“.

მეორეც, არაფრის გარეცხვა, გახმობა, დაქუცმაცება, გაცრა არ მოგიწევთ. უბრალოდ წყალში გააზავეთ და საქმეს შეუდექით. მესამეც, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მზა სასუქი არც ისე ძვირი ჯდება.

თავად განსაჯეთ: უბრალო სასუქი „ყვავილისთვის“ 200 მლ 3 ლარი ღირს. გამოყენებისას 10 მლ 1 ლ წყალში უნდა გააზავოთ. „დეკორატიულ–ფოთლოვანი“ ნარევიც დაახლოებით ამდენი დაგიჯდებათ. ამრიგად, თითოეული სასუქის რეალური ხარჯი წელიწადში 50-60 მლ, ამასთან, თითო ბოთლი 2-3 წელი გეყოფათ.

რედაქციის რჩევა

თუ თქვენი დეკემბერა აყვავილდა, ადგილი არ შეუცვალოთ, არ გარეცხოთ ან სინათლისკენ არ მოატრიალოთ. სჯობს ყვავილს საერთოდ არ შეეხოთ, უბრალოდ მისი სილამაზით დატკბით.

ფენშუის სპეციალისტების თქმით, დეკემბერას ყვავილი ოჯახში სიკეთის და ურთიერთგაგების აურას ქმნის. ფულის ზონაში მოათავსეთ და თქვენს ოჯახს ფინანსური კეთილდღეობა არ მოაკლდება.

აყვავებულ დეკემბერაზე ხალხური რწმენაც არსებობს. თუ ოქტომბერში აყვავილდა, ფულის ნიშანია. თუ ნოემბერში – სასიამოვნო ნაცნობობას ელოდეთ. თუ გესიზმრებათ, ცხოვრებაში მოულოდნელ და სასიამოვნო ცვლილებებს გპირდებათ. თუ წელიწადში 2–ჯერ აყვავილდა, ეს ოჯახში მატებას ნიშნავს.