Connect with us

ჯანმრთელობა

3 კატეგორიის ადამიანები, რომელთათვისაც ნიგვზის ჭამა აკრძალულია

ადრე ჩემ მეგობარს, ნატალის სახლში, მაგიდაზე ნიგვზით სავსე დიდი თასი ყოველთვის ედო. მუშაობის დროს ამათ ციყვივით კვნეტდა. შევამჩნიე, რომ რამდენიმე კვირის წინ ნიგოზი გაქრა. ხუმრობით ვკითხე, ხომ არ მობეზრდა. აღმოჩნდა, რომ საქმე სულ სხვა რამეშია.

ნატალი კაკალს ჭამდა, რადგან ყველა იცის, რამდენად სასარგებლოა ჯანმრთელობისა და ტვინის მუშაობისთვის. ექიმთან მისვლისას მკაცრი ბრძანება მიიღო, რომ რაციონიდან ეს პროდუქტი ამოეღო. საინტერესოა, ვისთვის არ შეიძლება ნიგვზის მიღება? ამის შესახებ Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ.

ვისთვის არის უკუჩვენებული ნიგოზი

ნაწლავების პრობლემები

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს ნიგვზის მიღება აკრძალულია. განსაკუთრებით დაავადების გამწვავების პერიოდში. ნიგვზის ზომიერი მიღება ჯანსაღ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს, მაგრამ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს მდგომარეობას აუარესებს.

არაჯანსაღი კუჭქვეშა ჯირკვალი

კაკალი შეიცავს ბევრი ცხიმოვან მჟავას, რომლებმაც კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების დროს შეიძლება ზოგადი მდგომარეობა გააუარესონ. თუ პანკრეატიტი გაწუხებთ, ეს პროდუქტი რაციონიდან ამოიღეთ. ეს არა მხოლოდ ქრონიკულ, არამედ უსიამოვნების მწვავე ფორმასაც ეხება.

გაზრდილი სისხლის შედედება

თუ ძალიან თხელი სისხლის მფლობელებს ექიმები მეტი კაკლის მიღებას ურჩევენ, სქელი სისხლის მფლობელთათვის ეს პროდუქტი არასასურველია. კაკალი სისხლის უფრო მეტად შედედებას ხელს უწყობს, ამან კი შეიძლება თრომბის განვითარება ან გულ–სისხლძარღვთა სისტემის სხვა პრობლემები გამოიწვიოს.

რამდენი კაკალი უნდა მიირთვათ დღეში

როგორც ამბობენ, ყველაფერი კარგი ზომიერია. კაკალი რთული პროდუქტია, რომლის ჭარბად მიღება ნამდვილად არ ღირს. ზრდასრულ ადამიანს 6 კაკალი სჭირდება, ბავშვს – 4–მდე, ხოლო დიაბეტიკს – 3–მდე. ეს რაოდენობა საკმარისია, რომ კაკალში შემავალი სასარგებლო მიკროელემენტები მიიღოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ პროდუქტი საკმაოდ ალერგიულია. კაკალი ღამით მიირთვით. საქმე იმაშია, რომ ძილის დროს ორგანიზმი ომეგა 3 მჟავებს უკეთ ითვისებს.

ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ. ზოგჯერ, ერთი შეხედვით უვნებელმა და სასარგებლო პროდუქტმა შეიძლება ზიანი მოგვაყენოს. ჩვენ კი წარმოდგენაც არ გვექნება, რა მოხდა. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით!