Connect with us

თავის მოვლა

მანიკურის სპეციალისტმა მასწავლა, თუ რა არ უნდა გავაკეთო სალონში წასვლამდე

მოვლილი ხელები და ლამაზი მანიკური ქალის სავიზიტო ბარათია. ვცდილობ, სალონებში რეგულარულად ვიარო, რადგან ხელების და ფრჩხილების მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სახის მოვლა. ეს ჩემმა უფროსმა მასწავლა. ის საქმიანი ქალია, ბევრ ღონისძიებას ესწრება, სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობა აქვს და იცის, როგორ მოახდინოს შთაბეჭდილება. მისი მანიკური ყოველთვის მოდური და უზადოა.

ბუნებრივია, მისი სპეციალისტის მომსახურებით დავინტერესდი. იმწამსვე პროცედურაზე ჩავეწერე. გოგონას გაუხარდა, რომ სალონში მომზადებული მივედი. უფრო ზუსტად, ხელებზე საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია. ჩემი გაოცებული სახის დანახვისას მითხრა, რომ სალონში მისვლამდე 7 ტაბუ არსებობს.

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ინფორმაციას, თუ რა არ უნდა გააკეთოთ სალონში წასვლამდე, თუ მანიკურის სპეციალისტთან ჩაეწერეთ.

რომელი ხელის და ფრჩხილის მოვლის პროცედურებია აკრძალული მანიკურამდე

ფრჩხილებზე ძველი ლაქა

მანიკურზე ჩაეწერეთ, მაგრამ ძველი საფარის მოსაშორებლად ხელები გექავებათ? არავითარ შემთხვევაში ასე არ გააკეთოთ. პირველ რიგში, ფრჩხილის ფირფიტის ზედა ფენას დააზიანებთ, რომლის შემდეგ ფრჩხილები მტვრევადი ხდება. რისკავთ, რომ მანიკური მყარ ზედაპირთან მცირე შეხებისას მოგშორდეთ. მეორეც, სპეციალისტს ფრჩხილებზე მუშაობა და ზედაპირზე გელ–ლაქის დამაგრება გაურთულდება.

კუტიკულა

თითქოსდა, რა მოხდა, თუ კუტიკულას თავად მოიშორებთ. ოღონდ სპეციალისტისთვის ეს პრობლემაა. ღია ჭრილობები, შეშუპება და დარჩენილი კუტიკულა სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას ხელს უშლის. თუ სალონში ჩაეწერეთ, მაშინ სპეციალისტს ბოლომდე ენდეთ.

ავადმყოფობა

ბევრი კლიენტი სპეციალისტთან კანის დაავადებებით ან ფრჩხილებზე სოკოთი მიდის. ისინი დაზიანებულ უბნებს წინასწარ ქლიბით ამუშავებენ და მანიკურის გაკეთებას ითხოვენ. არაკეთილსინდისიერი ოსტატი, საქმეს შეუდგება და პრობლემას უფრო გაამწვავებს. კარგი სპეციალისტი კი ექიმთან გაგიშვებთ.

ფორმის მიცემა

სალონში ვიზიტებს შორის ფრჩხილების გახეხვა ნორმალურია. აი, უკვე მზა ფორმით პროცედურაზე მისვლა არ ღირს. ლამაზი ფრჩხილის ფორმირება ზედმიწევნითი პროცესია და უნარს მოითხოვს. ჩვეულებრივი ფრჩხილის ქლიბით და დამოუკიდებლად კარგი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. სპეციალისტს კი ყველაფრის გადაკეთება მოუწევს, რასაც დიდი დრო დასჭირდება.

ხელის კრემი

ხელის მოვლა კრემის და ზეთის გარეშე რთული წარმოსადგენია. და მაინც, მანიკურის პროცედურამდე ამ პროდუქტების გამოყენებისგან თავი შეიკავეთ. კრემის ნაწილები კანში დიდხანს რჩება, ეს კი სპეციალისტის მუშაობას ართულებს. მაგალითად, მშრალი კუტიკულას მოშორება უფრო ადვილია. პროცედურის ბოლოს სპეციალისტი დატენიანებაზე აუცილებლად იზრუნებს.

აუზზე წასვლა

ფრჩხილები ტენს შესანიშნავად იწოვს. სწორედ ამიტომ, სჯობს აუზზე ან საუნაში წასვლისგან თავი შეიკავოთ. როგორც გახსოვთ, მშრალ და უცხიმო ზედაპირზე ფრჩხილის ლაქი უფრო დიდხანს გაძლებს.

ფრჩხილების გაწმენდა

პროცედურამდე ფრჩხილებიდან ჭუჭყის ამოღებას ნუ ეცდებით. განსაკუთრებით ბასრი საგნით, მაგალითად, ფორთოხლის ჩხირით. თქვენ შეიძლება დააზიანოთ ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ კანი, რომელსაც ჰიპონიქიუმი ეწოდება. სწორედ ის იცავს ფრჩხილებს ბაქტერიების შეღწევისგან. თან მანიკურის გაკეთებისას ტკივილის შეგრძნება არ გჭირდებათ.

ეს მარტივი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ და საყვარელი კლიენტი გახდებით. სპეციალისტი იდეალურ მანიკურს გაგიკეთებთ, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაძლებს. აი, ნახავთ, სხვაობა კოლოსალური იქნება.