Connect with us

მოდა და სტილი

ნივთები, რაზეც ქალმა ფული არ უნდა დაზოგოს, თუ სურს ბედნიერი იყოს

ქალები ხშირად ცდილობენ, რომ ქმარ–შვილის მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ და საკუთარ თავზე ფულს ზოგავენ. მზად არიან წლები ძველი ტანსაცმელი ჩაიცვან, მაგრამ ოჯახის წევრებს ახალ ტანსაცმელს ყიდულობენ. ასეთი თავგანწირვა თვითშეფასებაზე გავლენას ახდენს. კვლევების ჩატარებით ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ არსებობს მოდური ქალების ნივთები, რომლებზე ეკონომია არ შეიძლება.

ქალები, რომლებიც სხვადასხვა წვრილმანებით საკუთარი თავის სიამოვნებაზე უარს ამბობენ, უფრო გაღიზიანებულნი ხდებიან. ეს თავის მხრივ ოჯახში კამათს იწვევს. ასეთი ეკონომია ჯანმრთელობასაც არ ინდობს და დეპრესიას იწვევს. ხარისხიან, მაგრამ ძვირადღირებულ კოსმეტიკაზე უარის თქმა კანზე კვალს ტოვებს. ბედნიერი და თავდაჯერებული რომ იყოთ, ამ 5 ნივთისთვის ფული ყოველთვის გამოყავით.

მოდური ნივთები, რომლებზეც ფული არ უნდა დაგენანოთ

ფეხსაცმელი

იაფი ფეხსაცმლის ძიებაში გვავიწყდება, რომ ასე ხარისხიც მცირდება. დაე, გამყიდველები გარწმუნებდეთ, რომ მას ისევე კარგად ატარებთ, როგორც ძვირიან ალტერნატივას. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ მათ ერთი ამოცანა აქვთ – საქონლის გაყიდვა. თქვენ გაწეული ეკონომიის გამო დახეთქილი და დატანჯულები ფეხებით სიარული მოგიწევთ.

ალტერნატივა მოძებნეთ. ბევრი ხარისხიანი ფეხსაცმლის მწარმოებელი არსებობს, რომლებიც კარგ ფეხსაცმელს კერავენ. ასეთი ნაწარმის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე ბუტიკებში, ხოლო ხარისხი ღირსეულ დონეზე. თან ძვირადღირებული ფეხსაცმელი უფრო დიდხანს გემსახურებათ.

ჩანთები

იდეალური სტილის შესაქმნელად აქსესუარებს ყურადღება მიაქციეთ. რომელი ქალი აუვლის გვერდს ჩანთას. ბევრი იაფი, ხელოვნური მასალის ჩანთას ირჩევს, რომლებიც რამდენიმე თვეში ცვდება. უფრო მარტივია დაბალ ფასად ჩანთა იყიდოთ, ვიდრე ხელფასის ნახევარი ამ ნივთში გაიღოთ, მაგრამ ასე ფულის დაზოგვას ვერ შეძლებთ.

თუ შეაჯამებთ ფულს, რომელიც იაფფასიანი ჩანთების შეძენაზე დახარჯეთ, ჯამი გაგაოცებთ. ტყავის ნაწარმი უფრო დიდხანს გემსახურებათ, ამასთან ფორმას არ შეიცვლის და არ დაიბზარება. რამდენ იაფფასიან ჩანთას იყიდდით ამ დროში?

უპირატესობა მსუბუქ და კომპაქტურ ჩანთებს მიანიჭეთ. ასე თქვენი მხრები არ დამძიმდება. უნივერსალური ფერი საშუალებას მოგცემთ სხვადასხვა სტილს შეუხამოთ.

პარფუმი

ივ სენ ლორანმა თქვა: „ყველაზე დახვეწილ სტილსაც კი რამდენიმე წვეთი სუნამო სჭირდება. მხოლოდ ის შეძლებს სტილის დასრულებას და სრულყოფას. თქვენ კი ხიბლს შეგმატებთ“. დიდი ალბათობით, იაფფასიან სუნებზე არ ლაპარაკობდა.

ასეთი პარფუმი სწრაფად ორთქლდება და სპირტით გაზავებულია. ზოგჯერ მათი შემადგენლობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. თუ ბიუჯეტი ორიგინალური პარფუმის შეძენის საშუალებას არ გაძლევთ, ეთერზეთებით ჩაანაცვლეთ. მათი არომატი არანაკლებ მშვენიერია.

მანიკური

სტილის დამამთავრებელი შტრიხი მოვლილი ხელები და ლამაზი მანიკურია. სხვადასხვა სიგრძის ფრჩხილები, ნახევრად წასმული ლაქი და მოუვლელი ხელები სტილს აფუჭებს. მანიკურის სალონებს რეგულარულად ეწვიეთ, სადაც ჰიგიენის ყველა წესს იცავენ.

ქვედა საცვლები

ქალებს ყველაზე მეტად ლამაზი და ხარისხიანი ქვედა საცვლები ახარებთ. კაცები ფიქრობენ, რომ მაქმანებიან ნაკრებს მათთვის ვიცვამთ. სინამდვილეში, ამას საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ. იმაზე ფიქრი, მოდური სტილის ქვეშ არანაკლებ მოდური საცვლები გვაცვია, უფრო თავდაჯერებულს და ქალურს გვხდის.

ქალი ოჯახის კერის მფარველია. და რაც უფრო ბედნიერია, მით უფრო მეტ სიყვარულს და სითბოს გასცემს. დრო და დრო საკუთარი თავი გაახარეთ და ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებზე ფული არ დაზოგოთ.