მოდა და სტილი
შეცდომები, რომლებიც გაზაფხულზე „ნაცრისფერ ღრუბლად“ გადაგაქცევთ. ერთად გამოვასწოროთ
გაზაფხული მოსაწყენი კომბინაციების დრო არაა. კარადიდან გამოიღეთ ნივთები, რომელთა ტარებას ადრე ვერ ბედავდით. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რომელი მოდური შეცდომები გიშლით ხელს თანამედროვე და კაშკაშა სტილის შექმნაში, ასევე როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია.
1. ფერადი ნივთების ტარების გეშინიათ
ბევრი ქალი დარწმუნებულია, რომ როგორც კი უჩვეულო ფერის კაბას ან ქვედაბოლოს ბზინებით ჩაიცვამს, იმწამსვე მორთულ ნაძვის ხეს დაემსგავსება. ხშირად პრობლემას ჩვენი კომპლექსები იწვევენ. გვგონია, რომ ფერადი ტანსაცმლით უფრო მეტ ყურადღებას ვიქცევთ, მათ შორის ნაკლოვანებებზე. თავს უხერხულად და თავდაუჯერებულად ვგრძნობთ. იგივე ნივთები სხვებზე მოგვწონს, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, თავად როგორ უნდა ჩავიცვათ.
ფუქსიისფერი კაბა–პერანგი Mango, 196 ლარი
პრობლემის მოგვარება საკმაოდ მარტივად შეიძლება. პირველ რიგში, გააცნობიერეთ, რომ ფერადი ტანსაცმელი იმისთვის არაა, სხვებმა თქვენს ნაკლოვანებებზე ყურადღება გაამახვილოს, არამედ, პირიქით, რომ ღირსებებს ხაზი გაუსვას. მეორეც, გარდერობში ფერადი ნივთები ზომიერად დაამატეთ. აქსესუარებით დაიწყეთ, შემდეგ შეიძინეთ რამდენიმე წყვილი უჩვეულო ფერის ფეხსაცმელი, ბრჭყვიალა პერანგი, პრინტებიანი კაბა და ა.შ. დროთა განმავლობაში მიეჩვევით და დარწმუნებული ვარ, ღია ფერის ტანსაცმლის ტარება მოგეწონებათ.
2. სწორ ბაზას ვერ ირჩევთ
ძირითად ფერებად ითვლება შავი, ნაცრისფერი, მუქი ლურჯი, თეთრი და კრემისფერი. გირჩევთ, უფრო ფართოდ იაზროვნოთ. უამრავი მაგარი შეფერილობა არსებობს, რომლებიც საგაზაფხულო მოდურ და ნათელ ბაზად გამოგადგებათ. მაგალითად, ღია ცისფერი ჰარმონიულად გამოიყურება როგორც ნეიტრალურ, ასევე კაშკაშა ფერებთან.
კაბა–ბლეიზერი ორმაგი ღილებით Mango, 196 ლარი
არანაკლებ მეგობრულია ბინძური ვარდისფერი – მშვიდი და ნაზი, მაგრამ ამასთან ბრბოში დაკარგვის უფლებას არ მოგცემთ. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება კეთილშობილი მწვანე, ნაცრისფერი, შოკოლადისფერი და ბევრი სხვა. ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ფერს, არამედ სტილს, დგომას და დეკორატიულ ელემენტებს.
3. ზუსტად იცით, რომელი ფერი გიხდებათ
ალბათ, მეგობრებისგან გსმენიათ ან თავად ამბობთ, რომ „ეს ფერი გიხდებათ“. ბევრი გოგო ამ სიტყვების გამო ღია ფერის ტანსაცმლის ტარებას ვერ ბედავს. ითვლება, რომ შავი ფერი სხეულის ფორმებს უფრო მოხდენილს აჩენს, ყველას უხდება, ყოველთვის გონივრულია და საერთოდ „აახალგაზრდავებს“. მაშინ, რა საჭიროა სხვა ფერები? გულწრფელად, შავი ფერის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ძალიანაც გვიყვარს, მაგრამ ზედმეტად ბევრი შავი ცხოვრებაში სევდის მომგვრელია.
ყვითელი ჯემპრი Selected Femme, 173 ლარი
გაგიკვირდებათ, მაგრამ ნებისმიერი ფერი გიხდებათ და თამამად შეგიძლიათ აირჩიოთ ის, რომელიც მოგწონთ. თითოეულ ფერს განსაკუთრებული თვისება აქვს: წითელი და ვარდისფერი სახეს ჯანსაღ იერს მატებს, ცივი ცისფერი, პირიქით, კანს უფრო მკრთალს ხდის. თუ ესა თუ ის ეფექტი არ გსურთ, უბრალოდ ეს ჩრდილი სახეს მოაშორეთ. თუ სტილში გარკვეული ფერის დამატება გაშინებთ, მცირედით დაიწყეთ – დაე, მცირე დეტალი იყოს. დროთა განმავლობაში ასეთი დეტალები უფრო მეტი გახდება და ნებისმიერი ფერის შეყვარებას ისწავლით.
4. ყოველთვის წესებს იცავთ
„ვარდისფერი და ნარინჯისფერი ერთმანეთს არ ეხამება“, „ერთ სტილში მაქსიმუმ სამი ფერი უნდა იყოს“, „თეთრი ასუქებს“, ხოლო „ცისფერი ნივთების ტარება პარასკევს არ შეიძლება“ – თუ ამ მითების გჯერათ, ვეცდებით გადაგარწმუნოთ. ნებისმიერ წესს გამონაკლისი აქვს – ეს ფერების შეხამებასაც ეხება. სურვილის და სტილისტური უნარის წყალობით შეგიძლიათ ორ ან მეტი რთული ფერი დაამეგობროთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცისარტყელასავით უნდა ჩაიცვათ. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო და თუ სტილში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, არ გარისკოთ.
ყვითელი საშუალოს სიგრძის ქვედაბოლო, NA-KD, 160 ლარი
შთაგონებისთვის ქუჩის სტილის გმირების ლუქებს შეხედეთ – თქვენის სასურველი შეარჩიეთ და გაიმეორეთ. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს გარკვეულები ფერები სტილში და როგორ შეიძლება საინტერესოდ თამაში.
5. ჩანთას ფეხსაცმლის ფერის მიხედვით არჩევთ
დიახ, ასეთი კომბინაცია მიღებულია. თუმცა ერთი ფერის ფეხსაცმლის და ჩანთის შერჩევა აუცილებელი არაა. პირველ რიგში, ეს საკმაოდ ძვირადღირებულია. სწორედ ამიტომ, ქალები ფსონს ნეიტრალურ ფერებზე აკეთებენ და ნათელ ფერებს გაურბიან.
პატარა ჩანთა ნიანგის ტყავის ეფექტით Mango, 78 ლარი
მეორეც შაბლონურად მოქმედებთ და შესაძლო კომბინაციებში თავს იზღუდავთ. თუ არ იფიქრებთ, რომ ხელჩანთა და ფეხსაცმელი ერთი ფერის უნდა იყოს, უფრო მოდურ, თანამედროვე და გააზრებულ სტილს შექმნით.
6. აქსესუარებს სათანადოდ არ აფასებთ
სტილის განახლების ყველაზე მარტივი მეთოდი – აქსესუარების დამატება. ყველაზე პატარა დეტალსაც კი მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია. მაგალითად, ღია ფერის ქამარი საქმიან კოსტუმსაც კი მოწყენილობისგან გადაარჩენს – ძლივს შესამჩნევი აქცენტი ხელმძღვანელ პირებს ნამდვილად არ გააბრაზებს.
ვარდისფერი ქამარი ASOS DESIGN, 48 ლარი
7. ექსპერიმენტების გეშინიათ
სტილს თანამედროვეს და ნათელს მხოლოდ ბრჭყვიალა ფერები არ ხდის, არამედ უჩვეულო ფორმა და ქსოვილები. თუ სასეირნოდ კლასიკური ფორმის ნაცრისფერ კოსტუმს ჩაიცვამთ მოსაწყენ და უფერო სტილს შექმნით. თუმცა მოდელი შორტი–ბერმუდი და ოვერსაიზ კოსტუმი მასიურ ბოტასებთან ერთად უფრო საინტერესოდ გამოიყურება. ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ და უჩვეულო ფერის და ფორმის სამოსი თამამად აირჩიეთ.
წითელი ოვერსაიზ მოსაცმელი Monochrome, 1472 ლარი
კლასიკური ქურთუკის ნაცვლად ყურადღება მიაქციეთ წითელ ოვერსაიზ მოსაცმელს მასიური ჯიბეებით და ქამრით. ასეთი ქურთუკი ჯინსებს, ტყავის შარვლებს და კაბებს იდეალურად უხდება.