Connect with us

ყვავილები

როგორ გავაორმაგოთ კარტოფილის მოსავალი: 70-80 ვედრო ას კვადრატულ მეტრზე!

ამბობენ, რომ მეზობელთან ბალახიც უფრო მწვანეა. ეს ფილოსოფიის და სადავო საკითხია, მაგრამ ჩვენს მეზობელს ორჯერ მეტი კარტოფილი მოყავს. უფრო მეტიც, ერთნაირი ნაკვეთი გვაქვს, მაგრამ ჩვენი მოსავალი ბავშვურს ჰგავს. სითამამე მოვიკრიბე და ვკითხე, თუ როგორ მომეყვანა ბევრი კარტოფილი.

მეზობელს ჩემს კითხვაზე გაეღიმა და მიპასუხა: „რატომ ადრე არ მკითხე?“ იმ დღეს აგროტექნოლოგიის განსაკუთრებული მეთოდის შესახებ გავიგე, რომელიც მეტი მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა. წარმოიდგინეთ, ერთ ასეულზე შეიძლება 80 ვედრომდე კარტოფილის მოყვანა! Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიყვანოთ ბევრი კარტოფილი პატარა ნაკვეთზე და ძირნაყოფები მთელი წლით მოიმარაგოთ.

როგორ მივიღოთ უხვი კარტოფილის მოსავალი

რიგებს შორის

ჩვეულებრივი დარგვის დროს დიდი სივრცე ცარიელი რჩება. აი, რიგებს შორის დარგვა გამოგადგებათ! სწორედ ამიტომ, აგროტექნოლოგია გირჩევთ, რომ კარტოფილი 30 სმ სიგანის ორმაგ რიგებში დარგოთ. ანუ თითო რიგზე 15 სმ მიწა იქნება.

თითოეულ რიგში კარტოფილი 70 სმ დაშორებით მოათავსეთ. თქვენ ჭადრაკული ბოლქვები უნდა გამოგივიდეთ. ანუ მარცხენა ბოლქვი ორ მარჯვენა ბოლქვს შორის აღმოჩნდება, ხოლო მარჯვენა ბოლქვი ორ მარცხენა ბოლქვს შორის. ორმაგ რიგებს შორის დაშორება დაახლოებით 80 სმ შეიძლება იყოს.

ბოლქვები

თქვენ ბოლქვებს უბრალოდ ორმოში ყრით თუ დახნულ მიწაში? სცადეთ ისე ჩააწყოთ, რომ კარტოფილის თავი, რომელზეც ბევრი თვალია მოგროვებული, ორმაგი რიგის ცენტრისკენ იყოს გადაბრუნებული.

მიწით დაფარვა

კარტოფილისთვის სპეციალური ორმოების ამოთხრა აუცილებელი არაა. დარგვის შემდეგ უბრალოდ ნიჩბით მიწა მოაყარეთ. დიახ, დასარგავი მასალა თითქმის ზედაპირზე იქნება. ასეც არის საჭირო.

მიწის შემოყრა

კარტოფილს მიწის შემოყრა 3-4-ჯერ დასჭირდება. ეს წვიმის ან მორწყვის შემდეგ გააკეთეთ, რომ სველი ნიადაგი მიწით დაფაროთ. მცენარე თითქმის ფოთლებამდე უნდა დაფაროთ.

ახლა უკვე ვიცი, როგორ მივიღო კარტოფილის უხვი მოსავალი. იმ დროიდან მხოლოდ ამ მეთოდით ვსარგებლობ და არ ვნანობ. თქვენც გირჩევთ კარტოფილი ამ მეთოდით დარგოთ.