საკითხავი
თუ სახლში ამ 13 ნივთიდან ერთ-ერთი მაინც გაქვთ, დაუყონებლივ გადააგდეთ. მიზეზი ყურადსაღებია
თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ სახლში ჯანსაღი ატმოსფეროს შესანარჩუნებლად ჰიგიენის ძირითადი წესები უნდა დავიცვათ. სისუფთავის და წესრიგის დაცვა უდაოდ მთავარი ფაქტორებია, რომლებიც კომფორტს მოგანიჭებთ.
საყოფაცხოვრებო ჭუჭყი და მტვერი ჰაერის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასეთი ჭუჭყის და მტვრიანი ჰაერის მიკრონაწილაკები შეიცავს მიწას, სოკოვან სპორებს, მკვდარ უჯრედებს, მცენარეების მტვერს, ჭვარტლს, ქვიშას, საკვების ნარჩენებს და ზოგიერთი მეტალის ნაწილაკებს (მაგალითად, გაზეთის ფურცლების ტიპოგრაფიულ საღებავში შემავალი ტყვია).
სახლის ჰიგიენის დარღვევა იწვევს ალერგიას და ასთმას, ონკოლოგიურ დაავადებას, კანის ეგზემას, ქავილს, შეშუპებას, ღამით ხშირად გაღვიძებას და ზოგჯერ ბავშვებში ნაწილობრივ გონებრივ ჩამორჩენილობას.
გირჩევთ, ყურადღება ბინაში 13 სარისკო ზონას მიაქციოთ. თუ მათ არ მიხედავთ, სისუფთავის ნორმის დაცვა უბრალოდ შეუძლებელი იქნება!
სახლის ჰიგიენა
1. კბილის ჯაგრისი
პერსონალური ჰიგიენის ეს ნივთი ბევრ ბაქტერიას შეიცავს, რომელთაც ყოველდღე ეხებით და მათი ზრდა კბილებს დიდ ზიანს აყენებს.
სხვადასხვა სტომატოლოგიური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, კბილის ჯაგრისი ყოველ 3 თვეში გამოცვალეთ. ურიგო არ იქნება, თუ მათ შეცვლით ისეთი დაავადებების შემდეგ, როგორიცაა მწვავე რესპირატორული ინფექცია და გრიპი.
2. საძილე ბალიში
საქმე არა თეთრეულის, არამედ თავად ბალიშის ან მისი შემავსებლის შეცვლას ეხება. რეგულარული მოხმარების შემთხვევაში ბალიში პათოგენური მიკროორგანიზმების წყარო ხდება.
რეგულარული რეცხვის და ქიმწმენდის მიუხედავად, ძილის დროს ეს მასალა ტენს, ოფლს, ჭუჭყს, კანის მიკრონაწილაკებს იწოვს. ბალიში ან მისი შემავსებელი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ აუცილებლად გამოცვალეთ!
3. შხაპის ღრუბელი
კიდევ ერთი ნივთი, რომელიც მაქსიმალურ სარისკო ზონაში იმყოფება. კანის მკვდარ უჯრედებთან და ჭუჭყთან ხშირი კონტაქტით, ასევე მუდმივად ტენიან გარემოში (აბაზანაში) ყოფნით, საშხაპე ღრუბელი ბაქტერიების წყაროს წარმოადგენს, რომლებიც როგორც მის ზედაპირზე ასევე ბოჭკოების შიგნით სწრაფად მრავლდება.
ეცადეთ ყოველ ჯერზე კარგად გარეცხოთ და გააშროთ. საშხაპე ღრუბელი ყოველ 3 კვირაში უნდა გამოცვალოთ.
4. თვალის ლინზები
ჰიგიენის ნივთები, რომლებიც მხედველობის გარე მემბრანასთან პირდაპირ კონტაქტში შედის, აუცილებლად სტერილური უნდა იყოს.
დროთა განმავლობაში ლინზის ზედაპირზე შეიძლება თვალით უხილავი დაზიანება ან ნაკაწრები გაჩნდეს. ხოლო ნებისმიერი, უმნიშვნელო დაზიანებაც კი ბაქტერიების და მიკროორგანიზმების გასავრცელებლად ხელსაყრელი გარემოა. თვალის ინფექციის თავიდან ასაცილებლად და ჰიგიენის უზრუნველსაყოფად ლინზები ყოველ 3 თვეში გამოცვალეთ.
5. ტუჩის პომადა
ჯანმრთელობის ან მაკიაჟის ყველა კოსმეტიკური საშუალება მუდმივად ჩვენ სხეულთან კონტაქტში შედის და ბაქტერიების გასავრცელებლად შესანიშნავ გარემოს ქმნის. როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი ინფექციების თავიდან ასაცილებლად, კოსმეტიკური საშუალებების შენახვის ვადა ყოველთვის დაიცავით. ტუჩის პომადა აუცილებლად ყოველ 2 წელში გამოცვალეთ.
6. რუმიანა
როგორც ზემოთ აღინიშნა, კოსმეტიკური საშუალება მუდმივი გამოყენების შემთხვევაში ბაქტერიების განვითარებისთვის სივრცეს ქმნის. კანის ინფექციების თავიდან ასაცილებლად რუმიანა ყოველ 18 თვეში გამოცვალეთ.
7. ფრჩხილის ლაქი
ფრჩხილის ფირფიტა ასევე ყურადღებით ზრუნვას მოითხოვს. შესაბამისად, მისი მოვლის საშუალებებიც წესრიგში უნდა იყოს. დეკორატიული ან ჰიგიენური ლაქები ყოველ წელს უნდა შეცვალოთ, უფრო ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ინფექციების განვითარების რისკი ჩნდება, ასევე თავად ლაქის ტოქსიკურობის დონე იზრდება.
8. თვალის ჩრდილები
შეცვალეთ ყოველ წელს, რომ მავნე მიკროორგანიზმების და ბაქტერიების თვალის ლორწოვან გარსში მოხვედრა თავიდან აიცილოთ.
9. წამწამების ტუში
აუცილებელი ყოველ 3 თვეში გამოცვალოთ იმის მიუხედავად, წამწამების შესაღებად მისი გამოყენება ჯერ კიდევ ვარგისია თუ არა.
10. ლაინერი
თუ თხევად ვარიანტს ფუნჯით იყენებთ, ასეთი ლაინერი ყოველ 3 თვეში უნდა გამოცვალოთ თუ ფანქარს ანიჭებთ უპირატესობას, საკმარისია თავი შეუცვალოთ.
11. დაზიანებული ტეფლონის ზედაპირი
ნებისმიერი სამზარეულოს ჭურჭელი, რომლის ზედაპირი დაზიანებულია, მისი გამოყენება უნდა შეწყვიტოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე ტეფლონის ზედაპირს ეხება. ქვაბზე ან ტაფაზე მცირე ნაკაწრის შემჩნევისას, ასეთი ჭურჭელი გვერდზე გადადეთ.
ელემენტარული ბაქტერიების გარდა, რომლებიც დაზიანებულ ნაწილებში ჩნდება, ტეფლონის ზედაპირზე კერძის მომზადების დროს კანცეროგენის დონე იზრდება. რაც შეიძლება სწრაფად ჭურჭელი გამოცვალეთ!
12. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და ჩვარი
კიდევ ერთი ბაქტერიების და ინფექციების გამავრცელებელი ნივთი. აუცილებლად ყოველთვე შეცვალეთ.
13. სახლის ტანსაცმელი
ყველას გვაქვს საყვარელი კომფორტული სახლის ნივთი, რომლის ასაკმაც ათეულ წელს მიაღწია. თუ საყვარელ შორტთან ან მაისურთან განშორება გიჭირით, ამის გაკეთებას მაინც გირჩევთ.
მრვალი წლის განმავლობაში ნაცვამი ტანსაცმელი, ისევე, როგორც თეთრეული, ოფლს და ჭუჭყს, ასევე კანის ნაწილაკებს იწოვს. ამასთან ძველი ტანსაცმლის სუნი არც თუ ისე სასიამოვნოა. თქვენი ჯანმრთელობის და ჰიგიენის დაცვის მიზნით, ყველაზე გაცვეთილი ტანსაცმელი უფრო ახლით ჩაანაცვლეთ. ჯანმრთელობა და სისუფთავე თქვენზეა დამოკიდებული.
ახლა უკვე იცით, რომ ჯანმრთელობა თქვენს ხელშია! ეს მარტივი წესები სახლში ჰიგიენის დაცვის მთავარი წესებია, რომლებიც სახლში არა მხოლოდ სისუფთავეს და კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ კარგი განწყობის გარანტიაც იქნება.
თუ მოგეწონათ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!