Connect with us

თავის მოვლა

როგორ გადავარჩინოთ ყინვების შემდეგ დასუსტებული თმა

ცივ სეზონზე ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ბევრ გოგოს სახის კანზე ექსტრემალური ტემპერატურის გავლენა აწუხებს. აი, თმა ხშირად ავიწყდებათ. მასაც სჭირდებათ დაცვა და მხარდაჭერა. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რომელი მკვებავი ნიღაბი დაგეხმარებათ გამომშრალი და გაყოფილი თმის ბოლოების საწინააღმდეგოდ.

თმის მკვებავი ნიღაბი

ბუნებით თხელი, იშვიათი თმა მაქვს, რომელიც ნელა იზრდება და ძალიან ნაზ მოპყრობას მოითხოვს. შესაბამისად, უამრავი თავის მოვლის საშუალება გამოცდილი მაქვს. ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ შეძენილი ნიღბები და კონდიციონერები შეფუთვაზე მოცემულ პირობას არ ასრულებენ. მაინც ვუბრუნდები შინაურულ ნიღბებს და გამოცდილ ინგრედიენტებს, რომელთა ეფექტიც შესამჩნევია.

ჩემ საყვარელი თმის ნიღაბი სხვადასხვა ზეთისგან შედგება. ის თავის კანს და თმას უკეთ კვებავს, ვიდრე შეძენილი საშუალებები. ამასთან, ასეთი ნიღაბი 100% ნატურალურია – ყოველთვის იცით, თუ რას ისვამთ თავზე. აბუსალათინის, ზეითუნის და ქოქოსის ზეთს თანაბარი პროპორციით ვიღებ, შემდეგ რამდენიმე წვეთ A და E ვიტამინს ვამატებ. ეს ყველაფერი შეგიძლიათ აფთიაქში ან მაღაზიაში შეიძინოთ.

შერეული ზეთები წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში ოდნავ შეათბეთ. ასე თმაზე ადვილად გადაინაწილებთ. ნიღაბი ჯერ ძირებში წაისვით, რადგან გამოკვება მნიშვნელოვანია. მცირე ნაწილი წვერებზე დაიტოვეთ. ეფექტის გასაძლიერებლად თმა პარკით შეიხვიეთ ან საშხაპე ქუდი დაიხურეთ. ნიღაბი დაახლოებით 30-60 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თავი შამპუნით ჩამოიბანეთ (მე 2–ჯერ ვისვამ).

აღსანიშნავია, რომ ასეთი ნიღაბი ხშირად არ უნდა გაიკეთოთ. 2 კვირაში ერთხელ საკმარისია. ზეთების ხშირი გამოყენება ფორებს ავსებს და თმას აცხიმიანებს. რეკომენდებულია, ამ ნიღაბს ეთერზეთიც დაუმატოთ. მე ლავანდის და ლიმონის ეთერზეთი მომწონს. ისინი ცხიმის და ქერტლის მოშორებაში მეხმარებიან.

გამოყენებული ზეთები

ამ ნარევში შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ და სხვადასხვა ზეთები და პროპორციები გამოიყენოთ. მაგალითად, ქოქოსის ნაცვლად გამოიყენეთ ქაცვის ზეთი, რომელიც თმას შესანიშნავად ატენიანებს და ჯანსაღ ბზინვარებას უბრუნებს. ბირკავას ზეთი თავის კანზე ჯადოსნური მოქმედებით ცნობილია, განსაკუთრებით თმის ცვენის დროს. ზეთი ვიტამინების და სასარგებლო მჟავების წყაროა.

ასეთი ზეთოვანი ნიღბების გამოყენებიდან რამდენიმე თვეში ცვლილებები შევნიშნე. და არა მხოლოდ მე, არამედ პარიკმახერმა! თმა უფრო ბზინვარე და გაჯერებული გახდა, სწრაფად აღარ იყოფოდა. რაც ყველაზე სასიხარულოა, ახალი თმა და უფრო მეტი ამოვიდა! ალბათ, ცოტა შევისვენებ, შემდეგ კი კურსს გავიმეორებ.

ასევე შეგიძლიათ სცადოთ კვერცხის ნიღაბი A და E ვიტამინებით: მეგობარმა მითხრა, რომ ძალიან კარგი ეფექტი აქვს!

თმის მკვებავი ნიღაბი იდეალური თერაპიაა ზამთრის ცივ სეზონზე. გირჩევთ, სცადოთ. ერთადერთი, მოთმინება მოიკრიფეთ. შედეგს უკვე პირველივე გამოყენებაზე დაინახავთ. რამდენიმე თვიანი გამოყენების შემდეგ კი შედეგი უფრო თვალშისაცემი გახდება.