Connect with us

ტესტები

აირჩიეთ საძინებელი და ნახეთ, რას ფიქრობენ თქვენზე ახლობლები

საძინებელი სახლში ყველაზე ინტიმური ოთახია. ჩვეულებრივ, უცხო თვალისგან დაფარულია და მისი სტილი მეტწილად მფლობელის პიროვნებით განისაზღვრება. აქ ვცხოვრობ, შესაბამისად სივრცე უნდა შემესაბამებოდეს. სწორედ ამიტომ, იდეალური (პირადად თქვენთვის) საძინებელი ბევრ რამეს ამბობს იმაზე, თუ ვინ და როგორი ადამიანი ხართ და რას ფიქრობენ სხვები თქვენზე.

რომელი საძინებელია იდეალური თქვენთვის?

1. ღია სული

ხალხი თქვენში ხედავს ადამიანს, რომელსაც თვალები ფართოდ გახელილი აქვს და გულზე ბოქლომი არ ადევს. თქვენს იდეალურ საძინებელში ბევრი ჰაერი და სინათლეა, ამიტომ ახალი ჰორიზონტების დაპყრობა, მოგზაურობა და ყველაფერი ახლის გამოცდა გიყვართ.

2. ყველაფერში ელეგანტურობა

უგემოვნება არ გიყვართ. თქვენთვის სტილი ყველაფერში მნიშვნელოვანია: ტანსაცმელში, მუსიკაში, წიგნებში, კინოსა თუ ინტერნეტში. შინაგანი სამყარო და სტილი, რომელიც შექმენით, თქვენს ძალასა და დამოუკიდებლობაზე საუბრობს. გარშემომყოფები ამას პატივს სცემენ.

3. კეთილი გული

თქვენ, ისევე როგორც სხვა არავის, თანაგრძნობის, სხვისი ტკივილის განკურნების უნარი გაქვთ. ადამიანები თქვენ გვერდით თავს ისე კარგად გრძნობენ, როგორც ახლობლის მკლავებში. სტუმრების მოსვლა ყოველთვის გახარებთ, თავის მხრივ მათ სტუმრობა უყვართ, რადგან ყოველთვის სასურველ სიმშვიდეს პოულობენ.

4. დახურული წიგნი

თქვენი წაკითხვა ადვილი არაა, რადგან გარე ფასადის მიღმა ღრმა შინაგანი შინაარსი იმალება. როგორც ეს საძინებელი, თქვენი სამყაროც უამრავი დეტალისგან შედგება და ერთ მთლიანობას ქმნის. თქვენთან ყოფნა ყოველთვის საინტერესოა, რადგან თქვენი ამოცნობა დაუსრულებლად შეიძლება – თქვენში ხომ იმდენი სახეა.

5. წესრიგი და ჰარმონია

თქვენ გააზრებული სიმშვიდე გახასიათებთ. თქვენთვის ბალანსის დაცვა აუცილებელია. თუ ნაცნობს ლოგიკური და მკაფიო რჩევა, პრობლემის საღი გონებით გაანალიზება სჭირდება, თქვენთან მოდის. თქვენზე უკეთეს მაინც ვერავის იპოვის.

6. თვალსაზრისი

ცხოვრებასა თუ ფიქრებში დამოუკიდებელი ხართ. როგორც მინიმუმ, სხვები ასე აღგიქვამენ. თავის ფასი იცით და სხვების სასარგებლოდ მის შემცირებას არ აპირებთ. თუნდაც მდიდარი ან კარგად უზრუნველყოფილი არ იყოთ, ფიქრობთ, რომ ყველაფერი იაფი უფრო ძვირი ჯდება. თქვენთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ადამიანი ხვდება, თუ რამდენი დაკარგა.

7. ცხოვრების სიხარული

შეუდარებელი იუმორის გრძნობა გაქვთ. პოზიტივის და ენერგიის წყარო ხართ. ცხოვრებაში პრობლემების წინაშე ხელის ჩაქნევა არ გახასიათებთ. ყოველთვის ცდილობთ პრობლემებს სიცილით გაუმკლავდეთ, რომ ამან არ გაგტეხოთ.

8. მდიდარი ფანტაზია

თქვენ ჩვეულებრივს ნამდვილად ვერ გიწოდებთ, რადგან ძალიან შემოქმედებითი ხართ. ის, რასაც აკეთებთ და როგორც აკეთებთ, სხვებს ყოველთვის აღაფრთოვანებს. მარტივ გზებს არ ეძებთ, ყოველთვის ცდილობთ განსაკუთრებული და განუმეორებელი გზა იპოვოთ.

9. იმპერიული ამბიციები

ძალიან მომთხოვნი ხართ როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. თითქმის ყოველთვის სასურველს იღებთ. თქვენ გვერდით შემთხვევითი ადამიანები არასდროს არიან, რადგან გარემოცვას გააზრებულად და პრაქტიკულად ირჩევთ.