ჯანმრთელობა
ჰეილი პომროის დიეტა: არა მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავები იკლებენ წონაში
ჰეილი პომროი, ამერიკელი დიეტოლოგი, პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც რობერტ დაუნი უმცროსს ფილმ „რკინის კაცის“ გადაღებებამდე ფორმაში ჩადგომაში დაეხმარა, ხოლო ჯეი ლოს – American Idol-ის გადაღებებამდე. ექიმმა პომროიმ შეიმუშავა კვების სისტემა, რომელსაც ეწოდება „დიეტა მათთვის, ვინც ეფექტური დიეტის ძიებით დაიღალა“.
ჰეილი პომროის აზრით, დიეტების უმეტესობა არ მუშაობს ან მხოლოდ გარკვეული დროით იძლევა ეფექტს, შემდეგ კი ორგანიზმი შეზღუდულ რაციონზე რეაგირებას წყვეტს. მესამე ვარიანტი უფრო სახიფათოა: დიეტის დასრულების შემდეგ დაკარგული კილოგრამები თან 5 მეგობართან ერთად ბრუნდება.
ჰეილი თვლის, რომ მიზეზი ჰორმონებშია: დიეტები T3 ჰორმონის მწარმოებელი ფარისებრი ჯირკვლის აქტივობას ამცირებენ. ეს ჰორმონი კი ცხიმის წვაზეა პასუხისმგებელი. კვების ხანგრძლივი შეზღუდვის მეორე გვერდითი ეფექტი – თირკმელზედა ჯირკვლების ზედმეტი აქტივობა. ის ჰორმონს PT3 აწარმოებს, რომელიც ცხიმებს დაშლისგან იცავს. ეს ორმაგი ეფექტი გახდომას აფერხებს: ნაკლებს ჭამთ, სწორად იკვებებით, მაგრამ რაციონში შემავალი ცხიმები (რომლებიც გონივრულია) არ იშლება, არამედ შეზღუდული კვების პირობებში მოქმედებს ისე, როგორც დედა ბუნებამ ასწავლა: მარაგს ინახავს.
ჰეილი პომროის დიეტის 5 ძირითადი პრინციპი:
- დადებითი განწყობა, მინიმალური სტრესი;
- უარი არ თქვათ საკვებზე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ;
- ნებისმიერ მკაცრ და უცვლელ კვების წესზე უარის თქმა;
- კალორიების არ დაითვალოთ;
- არ იშიმშილოთ;
კვების დაახლოებითი გრაფიკი:
(ტოროლებისთვის – საათნახევრით ადრე, ბუებისთვის – 2 საათის შემდეგ):
- ადგომა: 7:00
- საუზმე: 7:30
- წახემსება: 10:00
- სადილი: 13:00
- სამხარი: 16:00
- ვახშამი: 19:30
ყველა დიეტა 4 კვირა გრძელდება, რომლის დროსაც მინიმუმ 10 კგ–ს დაიკლებთ. თუ მის ეფექტურობაში გსურთ დარწმუნდეთ, საძიებო სისტემაში „ჰეილი პომროის დიეტის შეფასებები“ ჩაწერეთ და ნახეთ, რამდენად ეფექტურია. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ჰეილი პომროის დიეტის მაგალითს 1 კვირაზე:
ორშაბათი და სამშაბათი
საუზმე: მარცვლეული და ხილი
წახემსება: ხილი
სადილი: მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და ცილოვანი საკვები
სამხარი: ხილი
ვახშამი: მარცვლეული და ხილი
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია თირკმელზედა ჯირკვლების აქტივობა შეამციროთ, რომ ორგანიზმი ცხიმის წვისთვის მოამზადოთ. შეზღუდვები არ არსებობს, მთავარია, ძირითადი კერძის წონა (საუზმე, სადილი და ვახშამი) 300 გრ–ს არ აჭარბებდეს, ხოლო წასახემსებლის წონა – 150 გრ–ს.
ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი
საუზმე: ცილოვანი საკვები და ბოსტნეული
წახემსება: ცილოვანი საკვები
სადილი: ცილოვანი საკვები და ბოსტნეული
სამხარი: ცილოვანი საკვები
ვახშამი: ცილოვანი საკვები და ბოსტნეული
დიეტის ეს ფაზა არსებული ცხიმოვანი დაგროვების დაშლისკენ არის მიმართული. მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე სითხის მიღება დღეში 2 ლიტრამდე გაზარდოთ.
შაბათი და კვირა
საუზმე: ცილა, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები
წახემსება: ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები, ცილა
სადილი: ცილა, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები
სამხარი: ბოსტნეული სასარგებლო ცხიმები, ცილები
ვახშამი: ცილები, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები
წინა 4 დღის განმავლობაში ორგანიზმი ცხიმს საკუთარი რეზერვიდან მოიხმარდა. ახლა ის „სწორი“ ცხიმებით უნდა გაამდიდროთ, რომ მათი დაშლა და ნივთიერებათა ცვლა დააჩქაროთ. კარგია, თუ რაციონში ჩართავთ ზეითუნის ზეთს, შინაურულ მაიონეზს, კვერცხს, ჰუმუსს და ავოკადოს.
ჰეილი პომროის დიეტა ერთი შეხედვით მარტივია. რაციონიდან მხოლოდ შაქარი, კოფეინი და მარილი გამორიცხეთ.