Connect with us

თავის მოვლა

კანის მოვლა და მაკიაჟი: 8 შემთხვევა, როცა ამას არასწორად ვაკეთებთ

სილამაზის და ჯანმრთელობის საქმეში წვრილმანები არ არსებობს. ყოველდღიურ რუტინაში მცირე ცვლილებაც კი დაგეხმარებათ უკეთ გამოიყურებოდეთ და თავი დიდებულად იგრძნოთ ან, პირიქით, შეიძლება ყველაზე წარმატებული სტილიც გააფუჭოს და ძალისხმევა წყალში ჩაგიყაროთ. Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ შეამოწმოთ, ხომ არ უშვებთ მსგავ სავალალო შეცდომებს ყოველდღიურ მოვლასა და მაკიაჟში?

მზისგან დამცავი კრემის წასმა მაკიაჟის ბაზამდე

რაც უფრო მეტ კოსმეტიკას წაისვამთ დამცავი კრემის ზემოთ, დაცვა მით უფრო შესუსტდება.  კანი ულტრაიისფერი სხივებისგან მაქსიმალურად რომ დაიცვათ, მაკიაჟის წასმის შემდეგ კრემი SPF–ით თხელ ფენად წაისვით.

SPF ფაქტორის მქონე მაკიაჟზე დაყრდნობა

დიახ, ტონალური კრემი SPF–ით უკეთესია, ვიდრე ტონალური მზისგან დამცავი თვისების გარეშე, მაგრამ სრულად მის იმედად ყოფნა არ ღირს. როგორც წესი, მაკიაჟის საშუალება, რომელშიც SPF შედის, კანს მხოლოდ UVB სხივებისგან იცავს, ხოლო UVA სხივების მიმართ, რომელიც კანის სიმსივნის რისკს ზრდის და დაბერებას აჩქარებს, უძლურია. სწორედ ამიტომ, მაშინაც კი, თუ ტონალურ კრემს SPF–ით იყენებთ, მზისგან დამცავი კრემი მაინც გამოიყენეთ.

დასაბანი ნეჭას გამოყენება

ყველაზე ნაზი ღრუბელი ან ნეჭა კანის დამცავ ბუნებრივ ფენას აზიანებს, რამაც შეიძლება კანის სიმშრალე და წვრილი ნაოჭები გაზარდოს. თქვენი ხელები გამოიყენეთ, რომ კოსმეტიკა და დასაბანი საშუალება წაისვათ ან ჩამოიბანოთ.

მუდმივად ტონიკის გამოყენება

ზოგიერთი ქალი ტონიკს გამწმენდი საშუალების ალტერნატივად იყენებს, მაგრამ ეს კარგი იდეა არაა. ტონიკის ხშირი გამოყენება კანს აშრობს, განსაკუთრებით თუ მშრალი ან კომბინირებული კანი გაქვთ.

კანს ძალიან აქტიურად გაწმენდა

თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ალბათ, „ჭრიალამდე“ დაბანას მიჩვეული ხართ. ეს კარგი იდეა არაა. ბუნებრივი ცხიმიანი საფარის დაკარგვით, კანი უფრო მეტ ცხიმს აწარმოებს და შედეგად მისი ბუნებრივი ბალანსი ირღვევა. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, უპირატესობა ნაზ დამატენიანებელ საშუალებას მიანიჭეთ, ასევე დაფიქრდით იმაზე, რომ კანი დღეში მხოლოდ ერთხელ გაიწმინდოთ.

ფრჩხილის ლაქის მოსაშორებლად აცეტონის გამოყენება

აცეტონი და მასზე დაფუძნებული საშუალებები ფრჩხილის ფირფიტას და მის ირგვლივ ნაზ კანს აშრობენ. შედეგად, ფრჩხილები უფრო სუსტი, მტვრევადი ხდება და ფენებად იშლება. უპირატესობა მიანიჭეთ საშუალებებს ეთილის აცეტატის, იზოპროპილის სპირტის და პროპილენ კარბონატის შემცველობით.

რეტინოლის აქტიური გამოყენება

რეტინოლი კანში კოლაგენის წარმოებას ნამდვილად ააქტიურებს, ნაოჭების სიღრმეს და რაოდენობას ამცირებს, მაგრამ ფრთხილად უნდა გამოიყენოთ. რეტინოლის დიდი დოზა კანის გამოშრობას და გაღიზიანებას გამოიწვევს.

ღამით მაკიაჟის არ მოშორება

ყველაზე დიდი დანაშაული კანის სილამაზის და ჯანმრთელობის წინაშე: ღამით მაკიაჟის არ მოშორება. ეს კანისთვის, თვალის ლორწოვანი გარსისთვის და მხედველობისთვის საზიანოა. როგორი დაღლილიც არ უნდა იყოთ, რამდენიმე წუთი გამოყავით, რომ ძილის წინ დაიბანოთ და მაკიაჟის ნარჩენები მოიშოროთ.