Connect with us

ჰოროსკოპი

როგორია ყვითელი აურის მქონე ადამიანი

ადამიანის აურას მის პიროვნებაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. აურაში გაბატონებულ ფერს შეუძლია ბევრი რამ გვითხრას პიროვნების ენერგიის ტიპზე და იმაზე, თუ რომელი ენერგიაა მის ცხოვრებაში გაბატონებული!

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია ყვითელი აურის შესახებ გიამბობთ. როგორც წესი, ყვითელი აურის მქონე ადამიანები ძალიან ჭკვიანები და თავდაჯერებულნი არიან.

საკუთარ ინტელექტში ეჭვი არ ეპარებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიულ ურთიერთობაში ძალიან ამბიციურები არიან. კარიერული ზრდის შესახებ ყოველთვის ოპტიმისტური ხედვა აქვთ.

თუმცა ინტელექტუალური ამპარტავნება არ ახასიათებთ. ყვითელი აურის მქონე ადამიანის მეგობრები ინტელექტით მას არ უნდა ჩამორჩნენ, თორემ შეიძლება სულელებად გამოჩნდნენ!

ასეთ ადამიანს ანალიტიკური აზროვნება აქვს. ის ზუსტ მონაცემებს უპირატესობას ანიჭებს და ემოციურ არგუმენტებს ფრთხილად გეგმავს და ფიქრობს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემოქმედება აკლია. უფრო მათი შემოქმედება აზროვნების მეთოდში ვლინდება, რომელიც ზოგჯერ შეიძლება არატრადიციული იყოს. ასეთი შემოქმედებითი აზროვნების წყალობით ყვითელი აურის მქონე ადამიანები დიდებული ნოვატორები ხდებიან.

ანალიტიკური ხასიათი თავიდან დაფიქრებისკენ უბიძგებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს გადაწყვეტილების ნელა მიღება, ასევე უკიდურესი პარანოია და ეჭვიანობა ურთიერთობაში.

ასეთი ადამიანები ძალიან მაღალ სტანდარტებს იცავენ. ყოველთვის ცდილობენ, რომ საუკეთესოები იყვნენ. შესაძლოა ძალიან დიდ ზღვარს აწესებენ და შედეგად თვითშეფასების შელახვით იტანჯებიან.

საქმე მხოლოდ მაღალ სტანდარტებში არაა – სხვებიც მას უნდა შეესაბამებოდნენ.

ეს შეიძლება იყოს პრობლემური, რადგან ადამიანები არასასურველ კრიტიკაზე იშვიათად რომ კარგად რეაგირებდნენ და შესაძლოა ისინი ზედმეტად კრიტიკულად ან გამკიცხავად მიიჩნიონ.

თუ ყვითელი აურა გაქვთ, დაფიქრდით, საკუთარი თავის ან სხვების მიმართ კრიტიკული ურთიერთობების პრობლემები ხომ არ გაქვთ.