ჰოროსკოპი
ზოდიაქოს ნიშნების აურის ფერი და მათი მნიშვნელობა
აურის ფერი შეიძლება განწყობის, ფიქრების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით შეიცვალოს, მაგრამ მაინც თითოეულ ადამიანს თავისი აურის ფერი აქვს. ამის გამოცნობა რთული არაა, თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი იცით. Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, ზოდიაქოს ნიშნების აურის ფერს და მის მნიშვნელობას გაეცნოთ.
ვერძი: წითელი, ნათელი ჩრდილებით
გაწუხებთ ის, რაც ახლა ხდება. ფანტაზიებსა და ილუზიებში არ ცხოვრობთ. ამბიციური ხართ და თვლით, რომ ყველაფერში პირველი უნდა იყოთ. ძალიან ვნებიანი და მგრძნობიარე ადამიანი ხართ. სიყვარულში გიმართლებთ, მაგრამ ყოველთვის არ აფასებთ იმას, რაც გაქვთ.
კურო: მწვანე
ნაზი ხასიათი გაქვთ. კეთილი ხართ, ცხოველები გიყვართ და გარემოზე ზრუნავთ. ამბიციური არ ხართ. ერთგული მეგობარი ხართ და ყოველთვის მზად ხართ დასახმარებლად. ნაცნობები თქვენით აღფრთოვანებულნი არიან და რჩევებს ხშირად გეკითხებიან.
ტყუპები: ყვითელი
სიცოცხლით, ოპტიმიზმით და ენთუზიაზმით სავსე ხართ. ახალი ცოდნის მიღებისკენ ისწრაფვით, ცნობისმოყვარე ხართ. საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი, თვითკრიტიკული ხართ. ადვილად ბრაზდებით, ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ. ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობა თქვენთან ახლოსაა.
კირჩხიბი: ვარდისფერი
საკუთარ გრძნობებს შორეულ კუთხეში არ მალავთ. მუდმივად მათზე ფიქრობთ, ვინც თქვენს გვერდითაა. აურის ფერი რომანტიკულ გრძნობებთან თქვენს ურთიერთობას და ხალხის მიმართ კეთილგანწყობას ასახავს. თქვენი მიჯაჭვულობა ხანგრძლივია, როგორც გენეტიკური უნარი, რომ ჩვეულმა ნივთებმა სიხარული მოგანიჭოთ.
ლომი: მოყავისფრო–ნარინჯისფერი
აქტიური ადამიანი ხართ, ცხოვრების თითოეულ მომენტს აფასებთ. საყვარელ საქმეს ბოლომდე თავს უძღვნით, იქნება ეს ტანსაცმლის შეკერვა თუ შენობა–ნაგებობების მშენებლობა. შინაგან ჰარმონიას ფლობთ, სხვების აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანი არაა. კომპანიის სული და გული ხართ, მაგრამ ხშირად განმარტოება მოგწონთ.
ქალწული: ცისფერი
საქმეს ყოველთვის რაციონალურად უდგებით, სხვების მიმართ გულწრფელი ხართ და საყვარელ საქმეს სერიოზულად ეკიდებით. აურის იმპულსური ფერი თქვენს ჭკვიან და გამჭრიახ ბუნებას სრულად შეეფერება.
სასწორი: მონაცრისფრო–მწვანე
სიმშვიდესა და ფეთქებადობას შორის ბალანსის უნარი საშუალებას გაძლევთ ახლობლებზე დადებითად იმოქმედოთ. ბალანსი და ჰარმონია თქვენი ცხოვრებისეული კრედოა, რომლის დაცვასაც სწავლობთ. აურის ფერი ხელს გიწყობთ, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დაინახოთ და მოისმინოთ.
მორიელი: შინდისფერი
გრძნობებს კარგად მალავთ და სხვებზე ჯადოსნური გზით მოქმედებთ. თქვენს ნამდვილ სახეს მხოლოდ მაშინ აჩვენებთ, როცა ადამიანს ენდობით. ნიშნის იდუმალება ემოციურ განწყობაში, სიბრძნესა და საგნების სხვა კუთხით დანახვაში იმალება.
მშვილდოსანი: ღია ნარინჯისფერი
თქვენ სიცოცხლით სავსე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ ბედისგან ნებისმიერი რამ აიღოთ. უჩვეულო ადგილებში გაცნობა, ცოდნის სრულყოფილება და შეუძლებელის მიღწევა გახასიათებთ. თქვენი ცხოვრება ერთფეროვანი არასდროს იქნება, არამედ უფრო კაშკაშა გახდება, როგორც თქვენი აურის გაჯერებული ფერი.
თხის რქა: მოწითალო შინდისფერი
თქვენ მიერ აგებული სტრატეგიები შეუპოვრობის და წინდახედულობის ილუზიას ქმნის. ნებისყოფის უნარი ურთულეს პერიოდში გადარჩენაში გეხმარებათ. დაგეგმვის სწორი ტაქტიკით და ნებისმიერი წვრილმანის წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობით ნებისმიერი საქმიდან გამარჯვებული გამოდიხართ.
მერწყული: ზურმუხტისფერი მწვანე
პროგრესულობა საშუალებას გაძლევთ უჩვეულო აზროვნების ნიჭი აღმოაჩინოთ. თქვენი უნიკალურობა და ექსცენტრიულობა ახალი გზების პოვნაში და შეუსრულებელი ამოცანების გადაჭრაში გეხმარებათ. ყველა მოვლენა, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, კონსტრუქციული ხასიათისაა.
თევზები: მეწამული
წლებთან შედარებით უფრო ბრძენი ხართ. ერთი ნახვით შეგიძლიათ მიხვდეთ, თუ ვისთან გაქვთ საქმე. ყველა პრობლემას ფილოსოფიურად უდგებით. გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხართ, გჯერათ, რომ ცხოვრების ოცნებას აუცილებლად შეხვდებით.