Connect with us

საკითხავი

10 ნივთი, რომლის გარეცხვაც სარეცხ მანქანაში ტყუილად გეშინიათ

სარეცხი მანქანის გამოჩენისთანავე სახლში სამუშაო მნიშვნელოვნად შემცირდა. იმის გახსენებაც კი არ მინდა, თუ რამდენ დროს და ენერგიას ვხარჯავდით თეთრეულის და მძიმე ტანსაცმლის რეცხვაში. უმეტესობა ჩვენგანს ზოგიერთი ნივთის სარეცხ მანქანაში გარეცხვის დღემდე გვეშინია. მაგალითად, ბოტასების ან ბუმბულის. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გარეცხოთ პრობლემური ნივთები სარეცხ მანქანაში.

შიში გამართლებულია, რადგან არასწორმა რეჟიმმა შეიძლება საყვარელი და ძვირფასი ნივთი მთლიანად გააფუჭოს. ამგვარი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მარტივი წესები დაიცავით. აი, 10 ნივთი, რომლებიც შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში თამამად გარეცხოთ.

როგორ გავრეცხოთ ნივთები სარეცხ მანქანაში სწორად

ბოტასები და კეტები

ასეთი ფეხსაცმელი, ძირითადად, ნაჭრისაა. კარგად რომ გარეცხოთ, სარეცხ მანქანაში უნდა ჩადოთ. პირველ რიგში, ფეხსაცმელი გასარეცხად მოამზადეთ. თასმები და ღაბაშები ამოიღეთ. გრილ წყალში დელიკატურ რეჟიმზე გარეცხეთ. ძალიან ცოტა ფხვნილი დაუმატეთ. სარეცხ მანქანაში ძველი პირსახოციც ჩადეთ, რომ კედლები დარტყმისგან დაიცვათ.

ჰუგები

ფეხსაცმლის კიდევ ერთი ტიპი, რომელიც შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გარეცხოთ, მაშინაც კი, თუ ზამშიდან არის შეკერილი. ჩექმა შიგნიდან და გარედან მტვერსასრუტით გაწმინდეთ. გასარეცხად 30 გრადუსი წყლის ტემპერატურა და აბრეშუმის და მატყლის რეცხვის რეჟიმი გამოიყენეთ. დელიკატური რეცხვის რეჟიმი აირჩიეთ. ბოლოს ფეხსაცმელი კარგად გაწურეთ. ფორმა რომ არ დაკარგოს, ქაღალდის პირსახოცებით გაავსეთ.

ბუმბულის ბალიშები

კვლავ დელიკატური რეჟიმი გამოიყენეთ. თუ ბალიში ძალიან დიდი არაა, ერთდროულად ორი ბალიში გარეცხეთ. კარგად გაავლეთ, სასურველია 2-3–ჯერ. კარგია, თუ მანქანას შრობის პროგრამა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ რამდენიმე საათში ბუმბულის შენჟღრევა მოგიწევთ. ასე ბუმბულის ერთ ადგილას დაგროვებას და უსიამოვნო სუნს თავიდან აიცილებთ.

სათამაშოები

დროთა განმავლობაში სათამაშოებზე სხვადასხვა პარაზიტი, მათ შორის ტკიპა გროვდება. მათ მოსაშორებლად სათამაშოები საყინულეში რამდენიმე საათით გააჩერეთ. შემდეგ იმავე მეთოდით გარეცხეთ, როგორც ბალიშები.

სააბაზანო ოთახის ფარდები და ხალიჩები

აქ, ყველაფერი მარტივია. სარეცხ მანქანაში ჭუჭყიანი სააბაზანოს ნივთები მოათავსეთ, ფხვნილი დააყარეთ და გრილ წყალში გარეცხეთ.

იოგის ხალიჩა

აქტიური ვარჯიშის დროს ხალიჩა თვეში ერთხელ უნდა გარეცხოთ. ნაზი რეჟიმი და გრილი წყალი – აი, ჩვენი რეკომენდაცია. ხალიჩა სუფთაა და ახალი ვარჯიშებისთვის მზადაა.

ზურგჩანთები და ჩანთები

სასარგებლო ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბავშვები ჰყავს. მათი ზურგჩანთა სწრაფად ისვრება, ხელით რეცხვა კი სასიამოვნო საქმე ნამდვილად არაა. გარეცხვამდე ნაჭრის ზურგჩანთა ან ჩანთა გადააბრუნე და სარეცხ ტომარაში მოათავსეთ. თუ მეტალის დეტალები აქვს, შესაძლებლობის მიხედვით მოხსენით. შემდეგ დელიკატური რეჟიმი ჩართეთ და დაელოდეთ.

ავტომობილის ხალიჩა

გსურთ ქმარი გააოცოთ და მისი საყვარელი მანქანის ხალიჩა გარეცხოთ? მაშინ ხალიჩა ჯერ კარგად დაფერთხეთ. თუ ლაქა დაინახეთ, წინასწარ ლაქის ამომყვანი საშუალებით დაამუშავეთ, შემდეგ სარეცხ მანქანაში მოათავსეთ. ახალივით იქნება!

შვაბრის თავები

ასეთი ნივთი კარგად ირეცხება. ჩვეულებრივი რეჟიმი და სარეცხი ფხვნილი სუფთა თავებს დაგიბრუნებთ.

ძაღლების საწოლი

თქვენი საყვარელი ცხოველის ხალიჩა ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. თუ ცხოველი გრძელბეწვიანია, სჯობს ჯერ ხალიჩა გაწმინდოთ. რეცხვის დროს ბეწვი შეიძლება ნახვრეტებში გაძვრეს და ფილტრი გაჭედოს. სპეციალურ ტომარაში შეგიძლიათ საყელო და თასმა გარეცხოთ, თუ ნაჭრისგან არის დამზადებული.

ეს რჩევები უმეტესობა ნივთებისთვის ეფექტურია. სანამ სარეცხ მანქანაში რამის გარეცხვას გადაწყვეტთ, მწარმოებლის რეკომენდაციები შეისწავლეთ. სჯობს, თავი დაიზღვიოთ.