მოდა და სტილი
კერის სუნამოები „სექსი დიდი ქალაქში“ და კიდევ 4 არომატი საყვარელი ფილმიდან
იცით თუ არა, რომ ფილმებში თქვენს საყვარელ გმირებს საკუთარი სუნამო ჰქონდათ? აი, რას იპკურებდნენ მსახიობები ფილმებში „საუზმე ტიფანისთან“, „ბედის ირონია“ და სხვა ლეგენდარულ ფილმებში.
მნიშვნელობა არ აქვს, იყო ეს 25-ე კადრის ეფექტი თუ უბრალოდ ფილმის მთავარი გმირის კარგი გემოვნების ნიშანი, მაგრამ კინოს გამოსვლის შემდეგ არომატები კიდევ უფრო პოპულარული გახდნენ. აირჩიეთ პარფიუმი ან უბრალოდ შეამოწმეთ: შეამჩნიეთ თუ არა ეს სუნამოები ფილმების ყურებისას?
პარფიუმი: Climat, Lancome
ფილმი: „ბედის ირონია“
Climat, Lancome, 255 ლარი
ტრადიციულად ყოველ წელს სიყვარულის სამკუთხედს ვაკვირდებით, რომელიც პეტერბურგის ერთ ბინაში ვითარდება. მართალია, ცოტამ თუ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ პრაქტიკული იპოლიტე ნადეს იმ დროისთვის სსრკ–ში დეფიციტურ პარფიუმს Lancome–ს Climat–ს ჩუქნის. ახლა ამ პარფიუმის შეძენა ურიგოდ და შუამავლების გარეშე შეიძლება, თუმცა უკვე სხვა დიზაინით, მაგრამ იგივე არომატით.
პარფიუმი: Jadore, Dior
ფილმი: „სექსი დიდ ქალაქში“
Jadore, Dior, 160 ლარი
ლეგენდარული ფილმი, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს. მთავარი პერსონაჟის, კერი ბრედშოუს წყალობით არა მხოლოდ Manolo Blahnik–ს ფეხსაცმლის გაყიდვები გაიზარდა, არამედ Dior–ის Jadore-ზე მოთხოვნაც. მასზე ჟურნალისტი გიჟდებოდა. სხვათა შორის, რეჟისორმა ამ ფაქტს ხაზი გაუსვა, როცა კერის მაისური წარწერით „Jadore Dior“ ჩააცვა აბუ–დაბის ბაზრობაზე ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრის კადრში.
პარფიუმი: Makila, Jean Patou
ფილმი: „საუზმე ტიფანისთან“
Makila, Jean Patou
ფილმი „საუზმე ტიფანისთან“ ტრუმენ კაპოტეს ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაა, რომელიც 1961 წელს გამოვიდა. მთავარი გმირი ჰოლი კოსმეტიკაზე გიჟდება, რომელიც ძალიან ბევრი აქვს. რაც შეეხება პარფიუმერიას, მხოლოდ ერთი ფავორიტი ჰყავს – Jean Patou-ს Makila, რომელიც ასევე 1961 წელს გამოვიდა. სამწუხაროდ, ახლა ამ სუნამოს ყიდვა არც ისე ადვილია. ლეგენდარულ არომატს ზღაპრული თანხებით გადამყიდველები ყიდიან, როგორც ვინტაჟს.
პარფიუმი: Caron, Fleurs de Rocaille
ფილმი: „ქალის სურნელი“
Caron, Fleurs de Rocaille, 596 ლარი
რომანტიკული და ძლიერი ფილმი ბრმა პოლკოვნიკზე, რომელსაც საოცარი ყნოსვის უნარი აქვს. მამაკაცი გადაწყვეტს რამდენიმე დღე დიდებულად გაატაროს, დაისვენოს და ცხოვრებით დატკბეს, რათა შემდეგ თავი მოიკლას. ალ პაჩინოს და მშვენიერი გაბრიელ ანვარის ცეკვისას მთავარი გმირი ქალის პარფიუმს უშეცდომოდ იცნობს. ეს Fleurs de Rocaille–ს Caron–ია, რომელსაც პოლკოვნიკი ნამდვილი ქალის სურნელს უწოდებს.
პარფიუმი: Channel №5
ფილმი: „თამაში ოთხ ხელში“
Channel №5, 200 ლარი
ლეგენდარული არომატი არა ერთი ფილმის გმირი გახდა. სურათში „თამაში ოთხ ხელში“ მირელა დ’ანჯელო გონებას კარგავს და ჯან–პოლ ბელმონდოს მის მოსასულიერებლად Channel №5–ის ფლაკონი მოაქვს. რა თქმა უნდა, გოგონა მაშინვე გონს მოდის.
საბჭოთა ქალები ფილმის „ბრილიანტის ხელი“ გამოსვლის შემდეგ სერიოზულად დაინტერესდნენ კომპოზიციით, როდესაც გმირი ანა სერგეევნას მიერ გადაცემულ ქაღალდს სუნავს და Chanel–ის არომატს ცნობს.