ჰოროსკოპი
ცოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: ვინ არის საუკეთესო?
გსურთ გაიგოთ, თუ ვის მიანიჭეს ვარსკვლავებმა „მსოფლიოში საუკეთესო ცოლის“ ტიტული? Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ცოლების რეიტინგს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
მე-12 ადგილი: მორიელი
წარმოუდგენლად მიმზიდველი, მომაჯადოებლად ჭკვიანი და გამაოგნებლად ლამაზი ქალი მორიელი მსოფლიოში ყველაზე ცუდი ცოლია. მორიელზე დაქორწინება ნებაყოფლობით მონობას ნიშნავს. უდავოდ, ასეთი მშვენიერი ქალის მსახურობა საპატიოა, მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს: სანამ მის რთულ ხასიათს მიეჩვევით და მოულოდნელი თავდასხმების მოგერიებას ისწავლით, გამელოტებას, ერექციულ დისფუნქციას და პენსიის აღებას მოასწრებთ. აქ კი 30 წლის ულვაშიანი მაჩოთი ჩაგანაცვლებთ.
მე-11 ადგილი: თევზები
თევზზე დაქორწინება იგივეა, რაც კატის აყვანა: სახლში იცხოვრებს ძალიან ლამაზი არსება, რომელიც მთელი ცხოვრება შემოგხედავს, როგორც ხანგრძლივი მონელების პროცესის სამწუხარო სურნელოვან შედეგს. ამასთან თევზი უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე კატა, მაგრამ იგივე სარგებელი მოაქვს: ზოგჯერ თუ კარგ ხასიათზე იქნება, შეგიძლიათ ხელში აიყვანოთ და ცოტა მოეფეროთ, შეიძლება კიდეც დაიკნავლოს. ეს კნავილი ნამდვილ ნარკოტიკს ჰგავს: პირველივე ჯერზე და სამუდამოდ. მის გარეშე ცხოვრება ცარიელი და უაზრო ჩანს. მშვენიერია, არა?
მე-10 ადგილი: ლომი
ცოლი–ვიტრინა და ეროვნული მეურნეობის მიღწევების გამოფენა. თუ ეროვნულმა მეურნეობამ თითოეული ყურისთვის და არათითისთვის რამდენიმე ბრილიანტის კარატი ვერ გამოიმუშავა – სჯობს გადაიკარგოს: მძიმე კატის ბრჭყალი მოხვდება. ძალიან მტკივნეულია. და რაც კიდევ უარესი, შეუქცევადი. იმ გაგებით, რომ ლომთან განშორებას მაინც ვერ შეძლებთ: თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პრაქტიკულად – ლომის შემდეგ ყველა ქალი ცოცხალი არსებების მკრთალ ასლებს ჰგავს. აი, სხვა ლომისთვის, ვიღაც უკვე ზედმეტად ღარიბია.
მე-9 ადგილი: მშვილდოსანი
ცოლი–სატანა. გულწრფელად გაფრთხილებთ, რომ ქმრისგან არაფერი სჭირდება მისი უკვდავი სულის გარდა, რომელიც სამუდამო სარგებლობაში უნდა მისცეთ. მშვილდოსანს დიდად არ აინტერესებს, თუ რა ხდება ამ სულში, უბრალოდ მას მომავლის გარანტია სჭირდება. მშვილდოსნის გაგებით ერთობლივი მომავალი ასე გამოიყურება: როგორც იტყვის, ისე იქნება. ყოველთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აი, პუნქტი ხელშეკრულებაში – სამუდამოდ ჯოჯოხეთში დაიწვებით. სამუდამოდ!
მე-8 ადგილი: ტყუპები
ტყუპები – სახიფათო ცოლი. არსებობს ქალები, რომელთა გვერდით ადამიანი თავს დიდებულ გმირად მიიჩნევს, და არიან ქალები, რომელთა გვერდითაც კაცი თავს წარუმატებლად გრძნობს, ასევე არსებობენ ქალები ტყუპები. მათ იციან, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. თავის მოჩვენება არ ღირს: ტყუპები თავად არსს უყურებენ, სხვების ურჩხულებს ხელით კვებავენ, ყურს ფხანენ და დივანზე წოლის უფლებას აძლევენ. პრობლემა იმაშია, რომ ძალიან ცოტას თუ აქვს სურვილი, ვინმეს შინაგანი ურჩხულები ასე ახლოს გააცნოს. არადა მოგიწევთ.
მე-7 ადგილი: ვერძი
ყველამ იცის, რომ ვერძთან ერთად ცხოვრება ვულკანზე ჯდომას ჰგავს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ღირს ასეთი ძვირფასი საჯდომით გარისკვა. ჩვენ ვიცით: ვერძის ტემპერამენტის ალში შეგიძლიათ ნებისმიერი ლითონის ბოქლომის გაალღოთ, ცოტა ფორმა მისცეთ, შემდეგ გაამაგროთ და ლამაზი და სასარგებლო ნივთი მიიღოთ. სწორედ ასე ემართება ვერძის მეუღლეს და როგორც წესი, ძალიან კმაყოფილნი არიან. ყველა. უკმაყოფილოებს ვერძი გადასადნობად უშვებს.
მე-6 ადგილი: სასწორი
დაქორწინება სასწორზე ყოველმხრივ მომგებიანია: ერთი მხრივ, ის ყველაზე „ნამდვილი ქალია“, რომელზეც ყველა მამაკაცი ოცნებობს: ნაზი, ლამაზი, დამთმობი, თუმცა ცოტა ნერვიული, ხელოვანი მზარეული, ჭკვიანი და სექსუალური. იმ დღეებში, როცა სასწორი სიკეთისა და სიხარულისკენ იხრება. რაც გულწრფელად გეტყვით, ხშირად არ ხდება. დანარჩენ დროს სასწორი ისტერიკას, ტანჯვას, სკანდალს უთმობს და სხვების ტვინს ბურღავს. მაგრამ ამასაც ძალიან, ძალიან ლამაზად აკეთებს.
მე-5 ადგილი: ქალწული
საუკეთესო ცოლების ხუთეულს ქალწული ხსნის – არა უბრალოდ ცოლი, უფრო საუკეთესო მეგობარი და თანამეგზური. ქალწული დარწმუნებულია, რომ ცოლ–ქმარი ერთმანეთს კი არ უნდა უყურებდნენ, არამედ ერთ მიმართულებით იყურებოდნენ, თან იმ მხარეს, რომელსაც ქალწული ირჩევს. იყო ქალწულის ქმარი მომგებიანია – იგივეა იყო ალფა–მამრი მგლების ხროვაში: ლიდერი, თქვენ არ ხართ, არამედ მდედრი, მაგრამ ფორმალური სტატუსი გაქვთ. რა თქმა უნდა, თუ მგლის ტყავში გახვეული ცხვარი არ ხართ. ამის შემოწმება ადვილია: თუ გამჭრიახმა ქალწულმა ბეჭდის დანახვაზე მაშინვე „დიახ“ არ თქვა, არამედ განაცხადა, რომ „უნდა დაფიქრდეს“ – ცხვარი ხართ. გაიქეცით, სწრაფად გაიქეცით.
მე-4 ადგილი: კურო
საპატიო მე-4 ადგილი კუროს ერგო – ქალი, რომელზეც დაქორწინება ღირს, თუ მხიარული ზარმაცი ხართ. კუროს ნამდვილი ნიჭი აქვს – ღარიბი უსაქმურიდან წარმატებული უსაქმურის გაზრდა, მაგრამ რატომღაც მხიარულება სადღაც ქრება. კუროზე დაქორწინება ღირს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი თავისკენ გამოქნეული თეფში ძალიან სახალისოა. დიახ, 3518-ჯერ ისეთივე სახალისოა, როგორც პირველად.
მე-3 ადგილი: თხის რქა
საუკეთესო ცოლების რეიტინგში სამეულს თხის რქა ხსნის – ქალი, რომელმაც ზუსტად იცის ოჯახური ბედნიერების რეცეპტი. ელემენტარულია, ვატსონ! იდეალური მამაკაცი იდეალურ ქალზე უნდა დაქორწინდეს, ამაზე მარტივი არაფერია, ასე არაა? თხის რქა დაოჯახებაზე გადაწყვეტილებას გონებით იღებს და არა ნახევრად მითიური სიყვარულით. სწორედ ამიტომ, თავის იდეალურ ქმართან დიდხანს და ბედნიერად სიყვარულსა და ჰარმონიაში ცხოვრობს, სანამ სიკვდილი არ დააშორებთ. იდეალური ქმრის კრიტერიუმებს არ ჩამოვთვლით: ვისაც თხის რქა აირჩევს, შეუძლია სარკეში ჩაიხედოს, ხოლო დანარჩენებს ასეთი საშინელი რამის ცოდნა არ სჭირდებათ. შემდეგ ვეღარ დაიძინებთ.
მე-2 ადგილი: მერწყული
საპატიო მეორე ადგილი მერწყულს ხვდა მხოლოდ იმიტომ, რომ პირველობა არ უყვარს: რისთვის უნდა ისწრაფვოდეს მაშინ? მერწყული ცოლი თითქმის მითიური ქალია, მამაკაცების ოცნებების მთავარი გმირი: მუდმივად ახალგაზრდა (90 წლის მერწყულს პირველკურსელივით წკმუტუნი შეუძლია); მუდმივად ლამაზი, რადგან მერწყულის ტემპერამენტს დრო ვერაფერს ავნებს; ყოველთვის გასაოცარი, რადგან მერწყული ქმრის გვერდით ყოველთვის თავისი ცხოვრებით იცხოვრებს და მხოლოდ მისით არ იცხოვრებს. პრობლემა ერთია: თქვენ 7 წყვილ რკინის ჩექმას გაცვეთ, სანამ მას დევნით და ეხვეწებით: „ცოლად გამომყევი, გთხოვ!“
1-ლი ადგილი: კირჩხიბი
რთულია კირჩხიბი დაქორწინებაზე დაითანხმოთ, მაგრამ თუ შეძელით, მთელ დიდებულებას გამოაჩენს: ჭკვიანი, მშვენიერი და კარგი დიასახლისი. სახლს იდეალურად მართავს, შვილებს უზადოდ ზრდის, ქმრის ნათესავებს ემეგობრება. საყვარელ ადამიანს ყოველთვის მხარს უჭერს, ყოველთვის მის სიამოვნებას ცდილობს, რადგან ოჯახი მთავარია. მთავარია, მან თქვა! თუ ოჯახურ პასუხისმგებლობას თავს აარიდებთ, სჯობს ფოლადის მარწუხს ერიდოთ. აქ შეიძლება ინანოთ, რომ რომელიმე მორიელზე არ დაქორწინდით. მაგრამ სჯობს არ ინანოთ: მარწუხის გეშინოდეთ.