ჯანმრთელობა
ეს თეთრებად ღირებული მალამო კანს შესანიშნავად აახალგაზრდავებს და წმენდს. ერთი საშუალება ბევრი პრობლემის გადასაჭრელად.
ვიშნევსკის მალამო, ან ბალზამური ლინიმეტი უძლიერესი ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებაა. ბევრი ადამიანი მას ყურადღებას საერთოდ არ აქცევს და ასე სულ ტყუილად იქცევა! ამ მალამოს დახმარებით კანის სერიოზული პრობლემების გადაჭრა შეგიძლიათ, ამასთან სულ რაღაც თეთრები ღირს.
ვიშნევსკის მალამო აკნეს საწინააღმდეგოდ
ექიმმა-ქირურგმა, ა.ვ.ვიშნევსკმა 1927 წელს არყის ხის კუპრი, ქსეროფორმი და აბუსალათინის ზეთი ერთმანეთს აურია და მრავალფუნქციური მალამო მიიღო. არყის ხის კუპრი ქსოვილებში სისხლის ნაკადს ზრდის, ქსეროფორმის ფხვნილი ანტისეპტიკის მსგავსად მოქმედებს, ხოლო აბუსალათინის ზეთი სხვა ნივთიერებებს კანში კარგად შეღწევაში ეხმარება.
1. უკვე მომწიფებული ფურუნკულის და კარბუნკულის გასაქრობად მალამოთი გაჟღენთილი რამდენიმე ფენად გაკეცილი მარლა დაიდეთ. საფენი რამდენიმე დღე გაიჩერეთ, შემდეგ მოიხსენით და ანთების ადგილი სპირტით გაიწმინდეთ. მალამოს ძირმაგარა ეფექტურად გამოაქვს.
თუ ჩირქგროვა უკვე ჩამოყალიბდა, მისი გახსნის შემდეგ ანტიბაქტერიული მალამოს ან ჰიპერტონული ხსნარის საფენი დაიდეთ.
2. აკნეს პირველი ნიშნებისთანავე, ზემოთ აღწერილი მეთოდის მიხედვით საფენი გაიკეთეთ და პლასტირით დაამაგრეთ. მთელი ღამე გაიჩერეთ, შემდეგ კი სპირტის შემცველი ლოსიონით გაიწმინდეთ. სჯობს ასეთი მოქმედება სახლში ყოფნის დროს, შაბათ-კვირას შეასრულოთ, როცა არსად გასვლა არ გჭირდებათ. ფერისმჭამელის გამოდევნა არ შეიძლება!
3. მალამო მტკივნეულ, ე.წ კანქვეშა აკნეს გაქრობაში დაგეხმარებათ. ღამით ვიშნევსკის მალამოს კომპრესი გაიკეთეთ, დილით კი დაინახავთ, რომ სიტუაცია უკვე შეიცვალა. შემდეგ უკვე მომწიფებული მუწუკის გამოშრობა დაგჭირდებათ.
4. ვიშენვსკის მალამო შეუცვლელია მწოლიარე პაციენტებში ნაწოლების დასამუშავებლად, რადგან ქსოვილებში სისხლის ცირკულაციას ზრდის.
5. ტროფიკული წყლულები, რომლებიც ხშირად დიაბეტის მქონე ადამიანებს ფეხებში უჩნდებათ, ამ საშუალებით წარმატებით იკურნება. მალამო ნერვული დაბოლოებებს ასტიმულირებს, კანი სწრაფად აღდგება, წყლულები კი ნელ-ნელა ხორცდება.
6. დამწვარი და მოყინული სხეულის ნაწილების სამკურნალოდ ამ მალამოს ომის დროს იყენებდნენ. კანი ნაწიბურის გაჩენის გარეშე სწრაფად ხორცდება. ვიშნევსკის მალამო ნამდვილი მკურნალია.
ახალი ანტიბიოტიკების გამოსვლის შემდეგ, ექიმებმა ვიშნევსკის მალამო დაივიწყეს და ხშირად პაციენტებს აღარ უნიშნავენ. თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში მალამო ჯერ კიდევ შეუცვლელია და სახლის აფთიაქში ყველას უნდა ჰქონდეს. პირველ რიგში, ამ საშუალებას გამოყენების ფართო სპექტრი აქვს, მეორე მხრივ, სწორი გამოყენების შემთხვევაში ზიანს არ მოგაყენებთ.
შეახსენებთ მეგობრებს ამ მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალების შესახებ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.