საკითხავი
მცენარეული ზეთი, მარილი და წიწაკა: რატომ უნდა გამოიყენოთ რეცხვის დროს
ოდესმე ტანსაცმლის რეცხვის დროს მარილის, მცენარეული ზეთის ან შავი წიწაკის დამატება გიცდიათ? ერთი შეხედვით, მეთოდი მოძველებულია, მაგრამ შესანიშნავად მუშაობს და ახლა თანამედროვე ფხვნილებთან და სარეცხ საშუალებებთან ერთად გამოიყენება. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია ახალ აღმოჩენებს გთავაზობთ! გაოცდებით, მაგრამ ისინი ნამდვილად მუშაობს.
შავი წიწაკა ტანსაცმლის ფერს ინარჩუნებს
დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ტანსაცმელი ძალიან სწრაფად არ გაუფერულდეს.
1 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა სარეცხი მანქანის სავლებ უჯრაში მოათავსეთ, შემდეგ ცივი წყლით რეცხვის რეჟიმი ჩართეთ. წიწაკა აბრაზიული საშუალების როლს შეასრულებს, ქსოვილიდან ჩამჯდარ საპნის ნარჩენებს ამოიღებს. რეცხვის შემდეგ დაინახავთ, რომ ქსოვილის ფერი უფრო კაშკაშა გახდა. განსაკუთრებით მუქ და შავი ფერის მაისურებსა და ჯინსებზე შეამჩნევთ.
მზესუმზირას ზეთი უსიამოვნო სუნს აქრობს და ქსოვილს არბილებს
ზოგიერთი დიასახლისი გირჩევთ, რომ ყიდვიდან 1 წელში სამზარეულოს პირსახოცი გადააგდოთ, რადგან ის უხეში ხდება და თეთრეულის კონდიციონერის გამოყენების მიუხედავად ცუდი სუნი ასდის. ყოველწლიურად ახალი პირსახოცის ყიდვას ყველა ვერ ახერხებს, ამიტომ ჯერ რეცხვის მეთოდი მცენარეული ზეთით სცადეთ. გიკვირთ, რომ სწორედ ეს პროდუქტი შევარჩიეთ? არადა მას ბევრი ქალი წარმატებით იყენებს.
თუ არ ხარშავთ?
ცხელი წყლის, დიასახლისის საპნის, სოდის და მცენარეული ზეთის ნარევი მოამზადეთ. წყალი დაახლოებით 8 ლ დაგჭირდებათ, სოდა 20 გრ. საპონი გახეხეთ, რომ წყალში ადვილად გაიხსნას. კარგად აურიეთ და პირსახოცი ჩაალბეთ. სუნის და ლაქების მოსაშორებლად დაახლოებით 8-10 საათი გააჩერეთ, ამასთან პერიოდულად აურიეთ.
ამის შემდეგ პირსახოცი ამოიღეთ, წყალი გაავლეთ და ჩვეული მეთოდით სარეცხ მანქანაში ან ხელით გარეცხეთ.
კვლავ ხარშავთ?
მაშინ დიდი ემალის ქვაბში წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. მდუღარე წყალს სარეცხი ფხვნილი და 2 ს/კ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. პირსახოცი რამდენიმე საათით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. ამის შემდეგ გააგრილეთ და კარგად გაავლეთ.
მარილი ფერს აღადგენს და ლაქებს აქრობს
თავისი არსით მარილი ისევე მოქმედებს, როგორც შავი წიწაკა. თუ სარეცხი ფხვნილის უჯრაში 1 ჩ/კ მარილს ჩაამატებთ, გაუფერულებულ ნივთებს სიკაშკაშეს შემატებთ.
მარილი როგორც ფერადი, ასევე თეთრი თეთრეულის გასარეცხად გამოგადგებათ. თუ სარეცხ მანქანაში მისი ჩაყრის გეშინიათ, თეთრეული თბილ, მარილიან წყალში ჩაალბეთ. თუ ერთფერიანი ბეწვის ან სხვა ქსოვილის ტანსაცმელი რეცხვის დროს ძლიერ ცვდება, ხსნარში გაავლეთ. ხსნარს ცოტა მარილი და ძმარი დაუმატეთ.
- მარილი ოფლის ყვითელ ლაქებს კარგად უმკლავდება, თუ ცხელ წყალს დაუმატებთ და გაავლებთ. მაგალითად, თეთრი მაისური ან პერანგი.
- სისხლის ლაქას აქრობს, ოღონდ ამ შემთხვევაში ცივ წყალში უნდა გარეცხოთ.
- თუ მარილს ლიმონის წვენს დაუმატებთ, ტანსაცმლიდან ჟანგის ან ობის ლაქებს მოიშორებთ.
სხვათა შორის, თუ გსურთ, რომ ტანსაცმელი სწრაფად გაშრეს, გავლების პროცესში ცოტა მარილი დაუმატეთ!