Connect with us

საკითხავი

4 გონივრული ხრიკი, როგორ დაზოგოთ სარეცხი ფხვნილი

თანამედროვე სამყაროში ტანსაცმლის გასარეცხად აღარ გვჭირდება ტაშტი და დიასახლისის საპონი,  როგორც ამას 30 წლის წინ აკეთებდნენ. მით უმეტეს, საჭირო არაა მდინარეზე წასვლა და ყინულიან წყალში ხელების ჩაყოფა. ახლა, ყველაფერი მარტივია: ნივთები დაახარისხეთ, მანქანაში მოათავსეთ, სარეცხი ფხვნილი დაუმატეთ და საჭირო რეჟიმი ჩართეთ.

დიასახლისებმა, რომლებიც ტანსაცმელს ხშირად რეცხავენ, იციან, თუ როგორ სწრაფად მთავრდება სარეცხი ფხვნილი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტანსაცმელს ფერების მიხედვით ახარისხებთ და ბავშვის ტანსაცმელს სხვა რეჟიმით რეცხავთ. დაქალის მამამ, რომელიც ტექნიკის შეკეთების სპეციალისტია, მასწავლა, როგორ დავზოგო სარეცხი ფხვნილი ისე, რომ რეცხვის ხარისხი არ შევამცირო.

როგორ გამოვიყენოთ სარეცხი ფხვნილი

ინსტრუქცია წაიკითხეთ

ჩვეულებრივ, ინსტრუქციას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვკითხულობთ: თუ რაიმე გატყდა ან რიგზე არაა. სულ ტყუილად, რადგან სარეცხი მანქანის ინსტრუქციაში მითითებულია, თუ რამდენი სარეცხი ფხვნილი და რომელ განყოფილებაში უნდა ჩაყაროთ. ერთი უჯრა შეიძლება წინასწარი ჩალბობის რეჟიმისთვის იყოს განკუთვნილი, მეორე – მის გარეშე. ფხვნილის რაოდენობა რეჟიმზეა დამოკიდებული.

ზედმეტი არ მოგივიდეთ

ჩვენ გვსურს, რომ ნივთები კარგად გაირეცხოს და სისუფთავის სუნი ასდიოდეს. სწორედ ამიტომ, ბევრ სარეცხ ფხვნილს ვყრით, „რაც მეტი – მით უკეთესი“. არადა ხარისხიანი რეცხვისთვის მხოლოდ 2–3 ს/კ საშუალება საკმარისია. არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრი ფხვნილი სარეცხ მანქანას გავლებაში ხელს უშლის, რის გამოც ნივთები წებოვანი რჩება. ამასთან, ზედმეტი ფხვნილი ტექნიკას აზიანებს. ფხვნილი ავზებს და მილებს ჭედავს.

თეთრი ნივთების გარეცხვა

თუ გსურთ, რომ თეთრი ნივთები ქათქათა დარჩეს, მათეთრებელი საშუალება კონდიციონერთან ერთად არ გამოიყენოთ. ის მათეთრებელი საშუალების მოქმედებას ამცირებს. გამოდის ტყუილად დაიხარჯეთ. სჯობს თეთრი ნივთები ჯერ მათეთრებელთან ერთად გარეცხოთ, შემდეგ კი კონდიციონერით და ფხვნილით.

საკვები ფოლგა და მატყლის გორგალი

ასეთი მეთოდის შესახებ გსმენიათ? უბრალო ფოლგა და მატყლი ნივთების უკეთ გაწმენდაში დაგეხმარებათ. ეს ხრიკი გამოადგება მათ, ვისაც საყვარელ სვიტერსა თუ შარვალზე კატის ბეწვები აწუხებთ. მატყლი და ფოლგა ტანსაცმელს სტატიკური დენის დაგროვების საშუალებას არ აძლევს, რომელიც სარეცხ მანქანაში ბრუნვისას წარმოიქმნება. სწორედ სტატისტიკური დენია დამნაშავე, რომ მსუბუქი მტვერიც ნივთებზე ილექება.

თანამედროვე სარეცხი საშუალებები ისეა შექმნილი, რომ მათი მცირე რაოდენობა გვეყოს. 1 წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, 1 შესხურება საწმენდი საშუალება და ძალიან ცოტა სარეცხი ფხვნილი. არ გადააჭარბოთ!