ტესტები
ექსპრეს ტესტი: რამდენად მიმზიდველი ქალი ხართ
ნებისმიერი ქალი თავისებურად ლამაზი და მშვენიერია, მაგრამ ყველას აქვს სუსტი და ძლიერი მხარეები. Alltime.ge–ს რედაქცია მარტივ და საინტერესო ტესტს გთავაზობთ, თუ გსურთ გაიგოთ, რა განსაკუთრებული ხიბლი მოგანიჭათ ბუნებამ, რითაც მამაკაცებს იზიდავთ. არანაირი ზუსტი პასუხი და იარლიყი – მხოლოდ მიმართულება. უბრალოდ აირჩიეთ ერთ–ერთი სურათი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.
1. მის სპონტანურობა
დაუდეგარი, ბავშვივით ცელქი და მხიარული. მისი თვალები იცინის, ხასიათი პატარა ნაპერწკლებს ისვრის. ამ თვალებში ბრწყინვალების გამო სხვებს უყვარდებით!
2. მის დიასახლისი
მთავარი თვისებები: მზრუნველობა და სითბო. ასეთ ქალთან თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. კაცები ამას აფასებენ. ქალები რჩეულს ნამდვილ კომფორტს უწყობენ.
3. მის ხიბლი
მასში არის რაღაც ხიბლი, რისი სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. ის ჩარჩოებს არ ემორჩილება. ისეთი არაა, როგორც სხვები. მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე სიახლით და თავგადასავლებით სავსეა.
4. მის გამოწვევა
ასეთი ქალი სისხლს ადუღებს. მისი ხელში მოქცევა ადვილი არაა, უნდა დაიპყროთ. თუმცა ამას მხოლოდ გაბედული კაცები ბედავენ, სხვები კი შორიდან ტკბებიან.
5. მის მოკრძალება
მთავარი ღირსება: ზედმეტი მოთხოვნები არ აქვს. ასეთი ქალი კმაყოფილია იმით, რაც აქვს. მთელი გულით სწამს, რომ სჯობს წივწივა ხელში, ვიდრე არწივი ცაზე.
6. მის რომანტიკა
მომხიბვლელობის, ჰაეროვნების და სინაზის უიშვიათესი კომბინაცია. არც ერთი წვეთი აგრესია და ზეწოლა. ასეთი ქალი ნებისმიერ ლამაზ ჟესტს და ქცევას გულწრფელად მიიღებს. ყველაფერი, რაც სჭირდება, სიყვარული და ურთიერთგაგებაა.
7. მის რკინის ლედი
ძლიერი მხარე: უჩვეულო გონება, მკაფიო მიმართულება და დამოუკიდებლობა. ის პრინცს ლოდინს არ დაუწყებს. უფრო თავად იპოვის კაცს, რომ მისგან რამე შექმნას. ასეთი მიდგომა ყოველთვის კარგი არაა, მაგრამ რკინის ლედისგან ცრემლს ნუ დაელოდებით.
8. მის მგრძნობელობა
ასეთი ქალი თვლის, რომ ლოგინში მხოლოდ კაცი არ უნდა იყოს ინიციატორი. პირველი ნაბიჯის გადადგმამდე ეჭვები არ ტანჯავს. ასეთ ქალს კაცები აღმერთებენ, რადგან თავს სასურველად აგრძნობინებენ.