ტესტები
ტესტი: დაქტილოსკოპია და ხასიათი. რას ამბობენ თქვენი თითები?
როგორც ბევრისთვის ცნობილია, დაქტილოსკოპია საშუალებას იძლევა ადამიანი თითის ანაბეჭდით ამოვიცნოთ. ეს მეთოდი ინგლისელმა უილიამ ჰერშელემ ჰიპოთეზის საფუძველზე შექმნა. ამ თეორიის მიხედვით, თითოეული ადამიანის ხელისგულის ზედაპირზე ნახაზები უნიკალურია. ამ დასკვნამდე ჰერშელი ინდოეთში, პოლიციაში მუშაობისას მივიდა. პირველად, დაქტილოსკოპიის მეთოდი მე–20 საუკუნის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში გამოიყენეს.
Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტესტს, რომელიც ემყარება არა ადამიანის თითის უნიკალურ ანაბეჭდს, არამედ ხაზების 3 ტიპს, რომლებიც კარგი განათების პირობებში თითის ბალიშებზე შეგიძლიათ დაინახოთ. კარგად დააკვირდით. რას ხედავთ: რკალებს, თვლებს თუ ხვეულებს?
1. რკალები
ასეთი „რკალები“ ხშირად გვხვდება, მაგრამ ჩვეულებრივ 2-3 თითზე (10–ვე თითზე ასეთი რკალები იშვიათია). ამ ტიპის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია არა ფიზიკური პოტენციალი, არამედ ფსიქოლოგიური, სულიერი და პიროვნული თვისებები. „რკალის“ მფლობელებს ძალიან ჭირვეული ხასიათი აქვთ.
ისინი სხვისი მოსაზრების გათვალისწინებას საჭიროდ არ თვლიან, რადგან თეთრს და შავს კარგად ხედავენ. რომელიმე სფეროში სრული მარცხის განცდის შემდეგ ძალას პოულობენ, რომ ახალი აღტყინებით დაიწყონ. ყოველთვის ლიდერობისკენ მიისწრაფვიან და ხშირად საკმაოდ ჯიუტი უფროსი ხდებიან.
2. თვლები
ტემპერამენტით ქოლერიკები არიან ან მასთან ახლოს მყოფი. 10–ვე თვლის მფლობელი ენერგიულად მუშაობას, მაგრამ კრიზისულ სიტუაციაში პოზიციებს თმობს, რადგან ფიზიკურად შეზღუდულია. ყველაზე მეტად მოსაწყენი, ერთფეროვანი და უინტერესო საქმე ღლის.
„თვლები“ სოციალურ ცხოვრებას კარგად ერგება. კომუნიკაციისთვის ყოველთვის მზადაა: კეთილგანწყობილი, მშვიდობისმოყვარე და მგრძნობიარე. ზომიერად გულწრფელია და რთულ სიტუაციებში კომპრომისებზე მიდის. განსაკუთრებული სარგებლის ძებნის გარეშე სხვებს ეხმარება, მაგრამ იდეის გამო თავს არ გაწირავს.
„თვლები“ არჩეული ადგილით კმაყოფილნი არიან. მათგან შესანიშნავი ხელმძღვანელები გამოდიან.
3. ხვეულები
ხშირად ღრუბლებში დაფრინავენ. როგორც ამბობენ, ბოჰემური ხალხია. ნიჭიერი, შემოქმედებითი, ყველაფერს იჭერენ. სწრაფად სწავლობენ და რამდენიმე საქმეს ერთდროულად ხელს კიდებენ, მაგრამ ამასთან დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ ამთავრებენ, რადგან ინტერესს კარგავენ.
მხოლოდ მათ შეუძლიათ საკუთარ თავს რამეს გაკეთება აიძულონ. საოცარი ამტანობის მიუხედავად უსიამოვნო ვალდებულებებს საკუთარ თავზე არ იღებენ.
საკუთარი თავით ხშირად უკმაყოფილო არიან, თვითანალიზი, მტანჯველი ფიქრები აწუხებთ. ბევრ თითზე ხვეულების არსებობა იმაზე მიგანიშნებთ, რომ სწრაფად ფეთქებადი ხართ. ასეთი პიროვნება გამოირჩევა მაღალი ნერვული ორგანიზაციით, მაგრამ ამავდროულად ფსიქიკური არასტაბილურობა, მათ შორის დეპრესია ახასიათებს.
როგორც უკვე მიხვდით, „სუფთა ტიპები“ იშვიათად გვხვდება. უფრო ხშირად კომბინაციების სახით გვხდება. მაგალითად. ადამიანები რკალებით და თვლებით – მსუბუქი დატვირთვით შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობა შეუძლიათ. თუ ადამიანს კიდევ ხვეულებიც აქვს, კარგ თვისებებთან ერთად შეიძლება სწორად დაანგარიშების უუნარობაც აღინიშნოს. თვლების და ხვეულების კომბინაცია გვხვდება დიდი შინაგანი მარაგის მქონე ხალხში. მათ ყველაზე რთულ პირობებში ადაპტირება შეუძლიათ.