Connect with us

ტესტები

პიროვნების ემბლემა: აირჩიეთ სიმბოლო და გაიგეთ მეტი საკუთარ თავზე

ბევრ ჩვენგანს ახსოვს, რომ ზაფხულში საბავშვო ბანაკებში თითოეულ რაზმს თავისი სახელი, დევიზი და გალობა ჰქონდა. კიდევ ლამაზი ემბლემა, რომელიც მეგობრული გუნდის სიმბოლო იყო და მათ პიროვნულ თვისებებს და მიზნებს ასახავდა.

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომლის დახმარებით თქვენი ემბლემის შერჩევას და პიროვნების დახასიათებას შეძლებთ. აირჩიეთ სურათი, რომელიც ყველაზე მიმზიდველად გამოიყურება. შინაგან შეგრძნებებს ენდეთ.

1. გულუხვი და კეთილშობილი

ამბიციური და მიზანდასახული ხართ. ცდილობთ საუკეთესო იყოთ, როგორც სერიოზულ საქმეში, ასევე მხიარულ კონკურსში მონაწილეობისას. მაღალი სტანდარტები გაქვთ. ხალხს ეჩვენება, რომ თქვენთან ურთიერთობა რთულია, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავთან დაკავშირება უფრო გიჭირთ. ბევრს შრომობთ, მაგრამ ახლობლები არ გავიწყდებათ. მხოლოდ ფულისთვის არ მუშაობთ: თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამყარო ცოტათი უკეთესი გახდეს. გიყვართ, სანამ გულს არ გტკენენ. და მას შემდეგაც. თქვენი გრძნობა ცოცხალი იქნება. ყველას არ შეუძლია ღირსეულად დააფასოს ის, რასაც აკეთებთ.

2. წარმტაცი და მართალი

პასუხისმგებელი და წესიერი ადამიანი ხართ, რომელსაც სხვებზე ზრუნვა მოსწონს. გულწრფელი ურთიერთობების გჯერათ და ვალდებულებებს მარტივად იღებთ. პოზიტიური ხასიათი გაქვთ. ხალხში ყოველთვის ნდობას იწვევთ. ნათელი, მოქნილი და მახვილგონივრული ბუნება გაქვთ. მარაგში საინტერესო ისტორია ყოველთვის მოგეპოვებათ.

3. ჭკვიანი და მორალური

კლასიკური ინტროვერტი ხართ, ნამდვილი მოაზროვნე. თქვენი იდეები და ფიქრები ყველაზე ღირებულია. ყველაზე მეტად საკუთარ თეორიებზე დაფიქრება და განმარტოება მოგწონთ. ადვილად ეგუებით მათ, ვისაც ფიქრი და სწავლა უყვარს. ზედაპირული არასდროს არ ხართ. მორალზე ბევრს ფიქრობთ. ყოველთვის ცდილობთ სწორად მოიქცეთ, თუნდაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ გეთანხმებოდეთ.

4. გამჭრიახი და ფილოსოფოსი

უნიკალური სული გაქვთ. იშვიათია, რომ თქვენი მსგავსი ადამიანი იპოვოთ. ინტუიციური და ცოტა უცნაური ადამიანი ხართ. ხშირად არასწორად გიგებენ, რაც გულს გტკენთ. უბრალოდ პირადი სივრცე გჭირდებათ. თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობა უნდა განავითაროთ, ის გარშემომყოფების პატივისცემას მოითხოვს. ერთ–ერთი იმათგანი ხართ, ვინც ცხოვრების ნათელ და ბნელ ზოლებს ნათლად ხედავს. ძალიან ემოციური ხართ.

5. თავდაჯერებული და დომინანტი

თქვენი ცხოვრების დევიზია „თავად გააკეთე!“ ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვთ. ახერხებთ ძლიერი დარჩეთ საკუთარი თავისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის. ნამდვილად იცით, რა გსურთ და დაბრკოლებები არ გაშინებთ. ერთადერთი, რაც გჭირდებათ, ხალხის გულწრფელობაა. სიმართლე გიყვართ და ამისთვის ყოველთვის მზად ხართ.

6. მომხიბლავი და ენერგიული

ბუნებით მხიარული ადამიანი ხართ. თქვენთვის ბუნებრივია, რომ სამყაროში ყველასთან ჰარმონიაში იყოთ. სპონტანური და ენთუზიაზმით სავსე ხართ. თქვენი დევიზია „თანახმა ვარ!“, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე თავგადასავლებს ეხება. ყველაფერი გაინტერესებთ, ადვილად ერთობით. თუ რამემ დაგაინტერესათ, არ დამშვიდდებით, სანამ ყველაფერს ზედმიწევნით არ შეისწავლით. ამასთან ხალხს ხშირად აოცებთ და შოკში აგდებთ. მათ მოუწევთ მიგიღოთ ისეთი, როგორიც ხართ, რადგან ყოველთვის საკუთარი თავის ერთგული რჩებით.

7. ბედნიერი და მშვიდი

გულისხმიერი და გამგებიანი ადამიანი ხართ. სხვებს ყოველთვის განსჯის გარეშე უსმენთ. ვარაუდობთ, რომ თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში თავისი გზა აქვს. შეგიძლიათ სხვადასხვა მოვლენები და ადამიანები მიიღოთ. გარშემომყოფებს სტრესის მიმართ თქვენი გამძლეობა აკვირვებთ. იშვიათად ნერვიულობთ. უფრო მეტიც, ხშირად საკმაოდ მოდუნებული ხართ. დროის კარგად გატარება გიყვართ, ამასთან სწორ გზას არასდროს უხვევთ.

8. კეთილი და მგრძნობიარე

ხალხთან ადვილად ურთიერთობთ. ბევრი მეგობარი გყავთ და მათი გახარება გიყვართ. თბილი და ნათელი აურა გაქვთ. ადამიანებს თქვენთან ყოფნა მოწონთ. ყოველდღე ფიქრობთ, თუ როგორ გახდეთ კიდევ უკეთესი. ცდილობთ, რომ საინტერესო, გამჭრიახი და არაორდინალური გახდეთ. უბრალოდ გჭირდებათ სიყვარული, იქნებ სხვებზე მეტად. მზად ხართ გიყვარდეთ ისიც, ვინც საპასუხო სიყვარულით არ გპასუხობთ.

9. ოპტიმიზმით სავსე და იღბლიანი

დარწმუნებული ხართ, რომ ცხოვრება საჩუქარია. გსურთ, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთოთ და მეტი შესაძლებლობა გამოიყენოთ. თქვენი მიღწევებით ძალიან ამაყობთ. მზად ხართ სიხარული და დარდი გაუზიაროთ მათ, ვინც გიყვართ. ცხოვრებაზე ფხიზელი თვალით უყურებთ. ამასთან ოპტიმისტურად განწყობილი ხართ და ხედავთ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა. მზად ხართ, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომ აპატიოთ, ისწავლოთ და გაიზარდოთ. ცხოვრება ხანმოკლეა, რომ ფუჭად დახარჯოთ.