Connect with us

სახლი და დიზაინი

დაბინდული ფილები, ობი და ნადები საშხაპე კაბინაში: 5 ეფექტური ხრიკი

გსურთ სააბაზანო ოთახის დალაგებაზე ნაკლები დრო დახარჯოთ? Alltime.ge–ს რედაქციამ თქვენთვის შესანიშნავი ხრიკები იპოვა. მათი დახმარებით დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას შეძლებთ.

დაბინდული ფილები სააბაზანოში

სააბაზანო ოთახში ფილების გასაწმენდად შინაურული საშუალება მოამზადეთ. ამისთვის თბილი წყალი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ძმარი თანაბარი პროპორციით აურიეთ. ხსნარი სპეციალურ ღრუბელში დოზატორის სახელურით გადაიტანეთ.

სხვათა შორის: თუ სარეცხი ღრუბელი დოზატორის სახელურით ჯერ არ შეგიძენიათ, გირჩევთ შეიძინოთ. სასარგებლო ნივთი მთელი სახლის დალაგებაში დაგეხმარებათ.

ჭუჭყიანი რეზინის ხალიჩები

ანტისასრიალო რეზინის ხალიჩას ლაქები და ნადები რომ მოაშოროთ, სოდა და ლიმონის წვენი 2:1 პროპორციით აურიეთ. მიღებული პასტით ხალიჩა გაწმინდეთ, ზემოდან ცოტა ძმარი დაასხით. გააჩერეთ, რომ პასტა ცოტა გაშრეს, შემდეგ მოაშორეთ და ხალიჩას წყალი გაავლეთ.

ობი საშხაპე ფარდაზე

საშხაპე ფარდას ობი რომ მოაშოროთ ნახევარი ჭიქა მარილი 1 ლ წყალს აურიეთ და მიღებულ ხსნარში ფარდა ზუსტად 1 საათით ჩაალბეთ. თვეში ერთხელ ასე გააკეთეთ, რომ ობის წარმოქმნა თავიდან აიცილოთ.

ობი ფილებს შორის ღარში

ფილებსა და მათ შორის ღარში არსებულ ობს შეგიძლიათ საავტომობილო საშუალებით „ანტიწვიმა“ ებრძოლოთ. საშუალება ავტომობილის მინაზე წყალგაუმტარ საფარს ქმნის. ფილებს წაუსვით და რბილი ჩვრით გადაწმინდეთ.

ჭუჭყიანი კედლები საშხაპე კაბინაში

საშხაპე კაბინაში კედლები სწრაფად რომ გაწმინდოთ, გამოიყენეთ ჯერ მელამინის ღრუბელი, შემდეგ ფანჯრის საფხეკი, რომელიც დარჩენილ წყლის წვეთებს სწრაფად მოაშორებს.