მოდა და სტილი
გამაახალგაზრდავებელი, ჩოლკიანი ვარცხნილობები 2021 წლის გაზაფხულისთვის
ახალი წლისთვის იმიჯის შეცვლა და ცვლილებები გსურთ? გირჩევთ, თმის გარდასახვით დაიწყოთ. ვარცხნილობის გასაახლებლად ერთ–ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი – ჩოლკა. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 2021 წლის საუკეთესო ჩოლკიან ვარცხნილობებს. ასე მოდური გახდებით და ბევრ კომპლიმენტს მიიღებთ.
ჩოლკიანი ვარცხნილობები – 2021
თუ დიდი ხანია ჩოლკის შეჭრაზე ფიქრობთ, თავდაპირველად სწორ ვარიანტზე დაფიქრდით, რომელიც თქვენს ღირსებებს ხაზს გაუსვამს. ყურადღება თქვენი თმის ტიპს და სახის ფორმას მიაქციეთ. ქვემოთ მოცემულ საინტერესო ვარიანტებს შორის თქვენთვის შესაფერისს ნამდვილად იპოვით.
ჩოლკა და გრძელი თმა
კლასიკიდან არასდროს გადადის და წაუგებელი ვარიანტია, როცა კარდინალურად შეცვლა არ გსურთ. თუ ადრე ჩოლკა არ გქონიათ და ეჭვობთ, თუ რამდენად მოგიხდებათ, სწორედ ასეთ ვარიანტს გირჩევთ. ჩოლკა გრძელ თმასთან კომბინაცია ღირსებებს ხაზს გაუსვამს და თვალებს უფრო გამოკვეთს. ასე სახისთვის ერთგვარ ჩარჩოს იქმნება.
ჩოლკა და მოკლე ვარცხნილობა
მოკლე ვარცხნილობა ჩოლკით გრძელ ვარიანტზე ცუდად არ გამოიყურება. სხვათა შორის, ჩოლკის დახმარებით თხელ თმას სისქეს შემატებთ. ყველაზე თამამ ქალებს ვურჩევთ ასიმეტრიურ პიქსს, რომელიც ახლა მოდაშია.
სწორი ჩოლკა
სქელი, სწორი ჩოლკა ძალიან ეფექტურად გამოიყურება. შესანიშნავად უხდება კარეს და ბობს. თუ ამ ყველაფერთან ერთად გაჯერებულ თმის ფერს აირჩევთ, როგორიცაა სპილენძისფერი, ალისფერი ან შავი, ძალიან მოდურ და თავდაჯერებულ სტილს შექმნით. გაითვალისწინეთ, რომ სწორი ჩოლკა ხშირად უნდა შეასწოროთ, რომ იდეალური ვარცხნილობა შეინარჩუნოთ.
მოკლე ჩოლკა
მოკლე ჩოლკა არასტანდარტულად გამოიყურება და ყურადღებას იქცევს. ასეთ ვარიანტს უჩვეულო სახის ნაკვთების მქონე გოგოებს ვურჩევთ და მათ, ვისაც ეგზოტიკური გარეგნობა აქვთ. პატარა ჩოლკა კაშკაშა მაკიაჟს ეთავსება. მოკლედ, სკანდალების მოყვარულებმა, თამამად აირჩიეთ.
მეჩხერი ჩოლკა
შესანიშნავი არჩევანი თხელი თმის მფლობელთათვის. ეს ერთ–ერთი ყველაზე უნივერსალური ვარიანტია. ძალიან ქალურად გამოიყურება, სტილს სიმსუბუქეს და სინაზეს ანიჭებს. ამასთან, დასავარცხნად დიდ დროს არ მოითხოვს.
გვერდული ჩოლკა
ჩოლკა ერთ მხარეს ყველაზე მეტად მრგვალი სახის გოგოებს უხდებათ. განსაკუთრებით ეფექტურია ასიმეტრიული, გვერდული ჩოლკა მსხვილ ტალღებთან კომბინაციაში. ასეთი გადაწყვეტილებით სახე ვიზუალურად იწელება.
ჩოლკა ბრიჯით ბარდოს სტილში
შუაზე გაყოფილი ჩოლკა შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც თვალებსა და მყვრილამებზე აქცენტის გაკეთება სურთ. კარგი იქნება, თუ თხემზე მოცულობას დაუმატებთ. სხვათა შორის, ლეგენდარული ბრიჯიტ ბარდო ასეთ ჩოლკას უკან შეკრულ აჩეჩილ თმასთან აერთიანებდა.
2021 წლის მოდური ჩოლკიანი ვარცხნილობები შესანიშნავი მეთოდია, რომ იმიჯი შეიცვალოთ და გარეგნულად ცოტათი გახალისდეთ. დავარცხნის მეთოდები და შეთავსების ბევრი ვარიანტია, ასე რომ ნებისმიერ ქალს შეუძლია მისთვის შესაფერისი შეარჩიოს. თქვენ რომელი ვარიანტი მოგეწონათ ყველაზე მეტად?