Connect with us

ტესტები

რომელი ქალი არწევს ხელში სხვის შვილს

საინტერესოა, როგორ ახერხებენ გამოცდილი სპეციალისტები მხოლოდ ერთი კითხვით ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენას. Alltime.ge-ს რედაქციაში ერთ–ერთი ასეთი პიროვნების ტესტით დავინტერესდით და ახლა თქვენ გიზიარებთ. ვიმედოვნებთ, მისი გავლა ყველასთვის საინტერესო იქნება, რომ საკუთარ თავს ცოტათი უკეთ გაუგოთ.

ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი

ტესტის გავლამდე სწორად უნდა განეწყოთ. ასე უფრო ზუსტ შედეგს მიიღებთ. პირველ რიგში, დამშვიდდით და მოდუნდით. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ამის შემდეგ სურათს დააკვირდით და მარტივ კითხვას უპასუხეთ: რომელ ქალს უჭირავს ხელში სხვისი შვილი?

პასუხების გაშიფვრა

1. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მოკრძალებული ადამიანები ხშირად პირველ გამოსახულებას ირჩევენ. ასეთი ადამიანი ყოველთვის მზადაა, სხვას მოუსმინოს, რჩევით ან საქმით დაეხმაროს. ყველაზე „რთულ“ ადამიანთანაც საერთო ენას პოულობს.

მოვალეობებს პასუხისმგებლობით ეკიდება, ამიტომ სამსახურში აფასებენ. გუნდში მუშაობას მარტო, დამოუკიდებლად მუშაობა ურჩევნია. ჭორიკნებთან კონტაქტს თავს არიდებს, ასევე მათთან, ვისაც არაფერზე ლაპარაკი უყვარს.

ურთიერთობაში არ ჩქარობს და როგორც საკუთარს, ასევე პარტნიორის გრძნობებს ცდის. ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა ღირს, რადგან სხვა ყველაფერთან ერთად საოცრად ერთგულია.

2. მეორე ქალს ირჩევს ის, ვინც ნებისმიერ სიტუაციას არასტანდარტულად უდგება. ასეთ ადამიანს განმარტოება და ბევრი ფიქრი უყვარს. ვერ იტანს, როცა აწყვეტინებენ ან ყურადღებას უფანტავენ.

სამუშაო პროცესში ყველაზე რთულ და მისთვის საინტერესო ამოცანებს საკუთარ თავზე იღებს. ხშირად ახალი იდეები უჩნდება, რომელთა განხორციელებას დაუყონებლივ სთავაზობს. ღირებული თანამშრომელი ნებისმიერ კომპანიაში.

ურთიერთობაში მომთხოვნია. მეორე ნახევარს ღალატს არ პატიობს, მაგრამ განშორებას ძალიან რთულად იტანს. ამავდროულად, ახლობლისთვის მზადაა მთები გადააადგილოს.

3. მესამე ქალს ხშირად კომუნიკაბელური ადამიანები ირჩევენ. ასეთი ადამიანი სიტყვას ტყუილად არ ისვრის, ფსიქოლოგიური უნარებიც გააჩნია. მისი თითოეული სიტყვა აზრით სავსეა. მას რჩევისთვის ხშირად მიმართავენ, რადგან ხვდებიან, რომ მისი ესმით და თან სწორად.

სამსახურში მეგობრული და ცნობისმოყვარეა, ყოველთვის მზადაა რაღაც ახალი ისწავლოს და სხვებს ცოდნას გაუზიაროს. უცნობი ადამიანის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ზუსტად რამდენიმე წუთი და ერთი შეხება ყოფნის.

ურთიერთობაში საქმე რთულადაა, რადგან მას ყოველთვის ძალიან მაღალი მოთხოვნები აქვს. ემოციების გავლენის ქვეშ ხშირად განსჯის უნარს კარგავს, ამიტომ იმპულსურად და ვნებიანად მოქმედებს.

ვიმედოვნებთ, რომ მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი და მისი პასუხის ვარიანტების გაშიფვრა საკუთარი თავის უკეთ გაგებაში დაგეხმარათ. ასე ხომ უფრო მარტივია, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები იპოვოთ და გაიგოთ, თუ რომელი მიმართულებით გააგრძელოთ თვითგანვითარება.