Connect with us

საკითხავი

როგორ შევაგროვოთ ნაკურთხი წყალი სწორად, რომ მთელი წელი დაცული ვიყოთ

ნათლისღება ან უფლის ნათლობა 12 ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ–ერთია. ტრადიციულად ამ დღეს წყალს აკურთხებენ და ზღვაში შედიან, როგორც ცოდვებისგან გაწმენდის სიმბოლო. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რა ძალას ფლობს ნაკურთხი წყალი და როდის შევაგროვოთ სწორად.

ნაკურთხი წყალი: როდის ავიღოთ

დღესასწაულის მთავარი ტრადიცია – წყლის კურთხევა. ამ დღეს ღია წყალსაცავში ყინულის ხვრელს ჯვრის სახით ჭრიან (ზოგან უბრალოდ ზღვას ან მდინარეს აკურთხებენ) ეკლესიიდან ჯვრით ღია მსვლელობა ხდება, რომელიც მთავრდება იმით, რომ მღვდელი ჯვარს წყალში უშვებს. ამ მომენტიდან წყალი ნაკურთხად ითვლება. სხვათა შორის, ნაკურთხ წყალს აგიასმას უწოდებენ.

ამ რიტუალის შემდეგ მსურველები წყალში შედიან და სიმბოლურად ცოდვებისგან იწმინდებიან. ითვლება, რომ ნათლისღების წინა დღეს ნაკურთხ წყალს სამკურნალო ძალა აქვს და სულისა და სხეულის დაავადებებისგან განკურნება შეუძლია. ნაკურთხ წყალს მხოლოდ უზმოზე სვამენ. ასევე სახლს აკურთხებენ და ინახავენ, რომ მთელი წლის განმავლობაში გამოიყენონ.

ამავე დროს მორწმუნეებს შორის ჩნდება კითხვა: როდის შევაგროვოთ ნაკურთხი წყალი სწორად? ითვლება, რომ სჯობს ეს 19 იანვარს 00:00–დან 02:00 საათამდე გააკეთოთ, რადგან წყალს უფრო მეტი სასწაულებრივი ძალა აქვს და ღმერთი თქვენს მიმართვას მოისმენს. ეკლესიაში წყლის აგროვების დროს სალოცვად დრო აუცილებლად გამოყავით. მხოლოდ რწმენა და ლოცვა მიანიჭებს ნაკურთხ წყალს სასურველ ეფექტს.

წყალი შეგიძლიათ მხოლოდ ეკლესიაში არ ააგროვოთ. თუ წირვას ვერ ესწრებით, შეგიძლიათ სახლში ილოცოთ, შემდეგ წყლის ერთ–ერთ წყაროსთან მიხვიდეთ ან უბრალოდ სახლში ონკანის წყალი შეაგროვოთ. ითვლება, რომ ამ პერიოდში ნებისმიერ წყალს განსაკუთრებული თვისებები აქვს.

რამდენი ხნით შეიძლება ნაკურთხი წყლის შენახვა

კიდევ ერთი გავრცელებული კითხვა. ნაკურთხი წყალი მინის ქილაში შეგიძლიათ მთელი წელი შეინახოთ. საქმე იმაშია, რომ მას ძლიერი ენერგეტიკა აქვს, ამიტომ ხშირად მისი დალევა რეკომენდებული არაა. სჯობს ყოველ დილით სახე დაიბანოთ და პერიოდულად სახლის კუთხეებში შეასხუროთ. ასევე პაციენტს სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად დაალევინეთ.

თუ მომავალ ნათლისღებამდე ცოტა წყალი დაგრჩათ, შეგიძლიათ ნაკურთხი წყალი ჩვეულებრივ წყალში გააზავოთ. ეს დასაშვებია, რადგან ერთ წვეთ ნაკურთხ წყალს მთელი ტბის კურთხევა შეუძლია.

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური უფლის ნათლობა სწორად უნდა ჩაატაროთ: 18 იანვარს ხორცზე უარი თქვით და პირველ საღამოს ვარსკვლავამდე არ ჭამოთ. აკრძალულია დალაგება, დარეცხვა, ხელსაქმე და მძიმე შრომა, ფულის გასესხება, ტირილი და ჩხუბი. ამ დღეს ფიქრები დააწყვეთ, ნეგატიურზე არ იფიქროთ.