თავის მოვლა
რა უნდა გაიკეთოთ აუცილებლად მელირების შემდეგ
ახალი წელი გარეგნობის შესაცვლელად შესანიშნავი დროა. მაგალითად, ზოგი თმას უჩვეულოდ იჭრის. ზოგი მელირებას იკეთებს. და რატომაც არა? ამასთან, მელირებას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტუალობა არ დაუკარგავს.
მართალია, მელირების გაკეთების გადაწყვეტა ერთი საქმეა, ხოლო თმის კარგი მდგომარეობის შენარჩუნება – მეორე. ამ პრობლემას ქალები ხშირად აწყდებიან, რადგან არ იციან, რა გააკეთონ. Alltime.ge გასწავლით, როგორ იზრუნოთ თმაზე მელირების შემდეგ.
როგორ გავიკეთოთ მელირება
ხშირად ქალებს იმედი აქვთ, თმის მელირებით ვარცხნილობის დიდი ხნით დავიწყებას შეძლებენ. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არაა. თმის სილამაზეზე მუდმივად უნდა იზრუნოთ. რეგულარულ მოვლაზეა დამოკიდებული, თუ მელირება რამდენად კარგად გამოიყურება.
პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ – თმის ტონირება. ეს პროცედურა აუცილებელია, რომ მელირების ფერი ცოცხალი და გაჯერებული დარჩეს. საქმე იმაშია, რომ მელირების დროს თმა უფერულდება და თავის პიგმენტს კარგავს. მას სიცარიელე ცვლის, რომელსაც ოსტატი თქვენ მიერ შერჩეული ფერის ხელოვნური პიგმენტით ავსებს.
მაგალითად, მუქი თმა მდიდრული ცივი ქერა თმის მდგომარეობამდე დაყავთ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თმის ბოლომდე გაუფერულება საჭირო არაა. შედეგად, თმას უბრალოდ დააზიანებთ.
საიდან მოდის აუტანელი სიყვითლე? ყველაფერი ძალიან მარტივია! თითოეული თმის სტრუქტურაში რჩება ყვითელი, ე.წ. გაფანტული პიგმენტი. მის გასაქრობად დროდადრო თმის ტონირება აუცილებელია.
გარდა ამისა, ტონირება გაუფერულებული თმის კარგი მდგომარეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ თავად გაუფერულების პროცედურა თმას ცარიელს ხდის და აზიანებს. ამის გამო ონკანის წყალი თმაზე მავნე ზემოქმედებას ახდენს. მასში არსებული ჟანგი და ლითონის მარილები თმაზე გავლენას ახდენს და კიდევ უფრო აზიანებს.
რამდენად ხშირად შეიძლება თმის ტონირება
მოვლილი ვარცხნილობის შესანარჩუნებლად თვეში მაქსიმუმ ერთხელ ტონირება გაიკეთეთ. ამისთვის სპეციალური ტონიკ–საღებავი არსებობს. ამ დროს ოქსიდის დაბალი პროცენტი უნდა გამოიყენოთ. სხვათა შორის, იდეალურ შედეგს მიიღებთ, თუ ერთი და იმავე ბრენდის საღებავს და ოქსიდს გამოიყენებთ.
მელირების „შენახვის ვადა“ ოსტატის გამოცდილებასა და მელირების შესრულების ტექნიკაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ერთი პროცედურა 2–3 თვისთვის საკმარისია. სხვათა შორის, სპეციალისტები გაჯერებული ფერის შესანარჩუნებლად ნიღბების და პიგმენტური შამპუნების გამოყენებას გირჩევენ.
რედაქციისგან
თუ თმის მელირებაზე დიდი ხანია ფიქრობთ, დროა ოსტატთან კონსულტანცია გაიაროთ. ერთად პროცედურის ყველა შესაძლო ვარიანტების განხილვას შეძლებთ. ოსტატი პროცედურის ყველა სირთულის შესახებ დეტალურად გიამბობთ. გარდა ამისა, მხოლოდ გამოცდილი პარიკმახერი მიგანიშნებთ, თუ რომელი ფერი უფრო უხდება თქვენს თმას და რატომ.
თუ მელირება უკვე გაკეთებული გაქვთ, გამოცდილება კომენტარებში გაგვიზიარეთ. ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ!