Connect with us

საკითხავი

როგორ შევაგროვოთ გასაყიდი სოკო გონივრულად

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით როგორ შეაგროვოთ სოკო და ამით კარგი ფული გააკეთოთ. რა თქმა უნდა, ეს სეზონური სამუშაოა, თუმცა ამ ჰობით საოჯახო ბიზნესის დაწყება შეიძლება. სოკოს გაყიდვა მეაგარაკეებისა და სოკოს მკრეფავებისთვის მომგებიანი ბიზნესია.

სოკოს გაყიდვა

პირველ რიგში, სოკოს შეგროვება საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობაა. ის სუფთა ჰაერზე, ტყეში სეირნობისას უნდა შეაგროვოთ. რა შეიძლება იყოს ლამაზ შემოდგომის ტყეზე უკეთესი? მეორეც ბევრისთვის ჰობი შეიძლება სეზონურ საქმედ გადაიქცეს. ყველამ იცის, რომ სასიამოვნოს და სასარგებლოს შეთავსება ძალიან კარგია. ამასთან მსგავსი ჰობი ბუნებასთან გვაახლოებს, მოდუნებასა და სტრესის მოხსნაში გვეხმარება.

გარდა ამისა, სოკოს გასაყიდად გადასახადის გადახდა ან სალაროს შეძენა საჭირო არაა. ეს პირადი ბიზნესის შექმნას ხელს უწყობს. თუმცა უნდა იცოდეთ სოკოს ადგილები, სად და როდის იზრდება კარგი სოკო, მათ სახეობებში უნდა ერკვეოდეთ. ამისთვის კი გამოცდილებაა საჭირო.

სოკოს მკრეფავის ხარჯები

პირველ რიგში, აღჭურვილობა უნდა შეიძინოთ ან შესაფერისი ტანსაცმელი მაინც. ტყეში ხელში მოხვედრილი ტანსაცმლით წასვლა არ ღირს: ეს პროდუქტიულობაზე გავლენას იქონიებს. თქვენ დაგჭირდებათ ნავიგატორი, რომ არ დაიკარგოთ. მის ნაცვლად შეგიძლიათ სმარტფონი გამოიყენოთ, მაგრამ თუ ბატარეა დაგიჯდებათ, ტყეში დაკარგვის შანსები გაიზრდება. ასევე დაგჭირდებათ საშუალება მცირე ხარჯებისთვის, როგორიცაა სოკოს შესანახი კონტეინერები, ვედროები, კალათები, ყუთები.

გარდა ამისა, კარგი სოკოს ადგილები შეიძლება დასახლებული პუნქტიდან შორს იყოს. სწორედ ამიტომ, ავტომობილის ყიდვა კარგი იდეაა. უდაოდ, კარგი მანქანა კარგია, ხოლო სოკოს შეგროვება უკაცრიელ ადგილას კიდევ უკეთესი.

შემოსავლები

სოკო წელიწადში 1–2 თვე შეგიძლიათ შეაგროვოთ, ამიტომ მხოლოდ სეზონურ შემოსავალს უზრუნველყოფს. ყოველწლიურად განსხვავებულად, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სოკო შეიძლება ჭიანი იყოს, რომლის შემჩნევაც რთულია. ამ დეტალების მიუხედავად სოკოს გამოცდილ მკრეფავს სეზონზე კარგი თანხის გამომუშავება შეუძლია. გულწრფელად ვაღიარებ, ნამდვილად არ ვიცი, ზუსტად რამდენს შოულობენ. ხმა დადის, რომ თვეში 4-5 ათასი ლარის გამომუშავება შეიძლება.

ნებისმიერ შემთხვევაში დაბალი ფასი არ მოითხოვოთ. გაწეული სამსახურისთვის კარგი ფასი მოითხოვეთ. მაგალითად, თეთრი სოკო 1 კგ – 20-40 ლარად იყიდება, დათვის სოკო უფრო იაფია – 35 ლარი, ხოლო ხავსის სოკო – 17 ლარი.

ასევე კონკურენტებს უნდა იცნობდეთ. ნებისმიერ ბიზნესში ისინი არიან. ეს შეიძლება იყოს პროფესიონალი გადამყიდველები ან ჩვეულებრივი გამყიდველები, როგორც თქვენ. გადამყიდველები სოფლებში სოკოს ყიდულობენ, ხოლო გამყიდველები ბაზარში, მეტროს ან გზის მიმდებარედ ყიდიან.

მყიდველები

გირჩევთ, თქვენი კლიენტების ბაზა გქონდეთ. შეგიძლიათ საიტით დაიწყოთ, სადაც არის განცხადებები „ვიყიდი/გავყიდი სოკოს“. ან სოციალურ ქსელებში მყიდველები იპოვოთ და განცხადება გამოაქვეყნოთ. ასევე ზედმეტი არ იქნება თქვენი არხის გაკეთება, სადაც თქვენს შესახებ ინფორმაციას და სურათებს გამოაქვეყნებთ. ასე კლიენტი შეძლებს გაიგოს, თუ ვისთან აქვს საქმე, და ტყის განაპირას სოკოების სურათების დათვალიერებას შეძლებს.

აუცილებლად მიუთითეთ, რომ სოკოს თავად კრეფთ. ასევე ზედმეტი არ იქნება, თუ დაწერთ, სად შეაგროვეთ სოკო, ასევე როგორც სოკოს მკრეფავმა თქვენს გამოცდილებაზე ისაუბრეთ. ამ დეტალების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია: ბიზნესში ნდობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სხვათა შორის, სოკოს თითქმის ყველა კატეგორიის ადამიანი ყიდულობს. ზოგი დასამწნილებლად, ზოგიც სახლში მოსამზადებლად. სოკო ხომ ძალიან სასარგებლო, აუცილებელი რესურსია.

ხშირად სოკოს რესტორნები უკვეთავენ, რომელთაც სოკო დიდი რაოდენობით სჭირდებათ. თუ მუდმივი კლიენტის პოვნას შეძლებთ, ოქროს მაღარო თქვენს ხელშია. გირჩევთ საყვარელი ჰობი მცირე ბიზნესად აქციოთ. სოკოს შეკრეფა საინტერესო და სახალისოა, ხოლო სოკოს გაყიდვა დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. სეზონური ბიზნესის ასეთ ვარიანტზე დაფიქრება ღირს.