Connect with us

ჰოროსკოპი

საიდუმლოებების ჰოროსკოპი: რას მალავენ ზოდიაქოს ნიშნები

ყველა კარგ გოგოს კარადაში რამდენიმე ჩონჩხი, რამდენიმე პატარა და ერთი ძალიან საშიში საიდუმლო აქვს შენახული. ისეთი საშიში, რომ ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ უყვება, თუ რას მალავს. მზად ხართ, გაიგოთ, თუ რას მალავთ?

თხის რქა

თხის რქა ცრურწმენას მალავს. ყველამ იცის, რომ თხის რქას ლოგიკური გონება აქვს და საერთოდ მთელი მისი ცხოვრება თაროებზეა განლაგებული. ეს ფაქტია, მაგრამ არავინ იცის, რომ თხის რქას აქვს თარო, სადაც გეგმა ბ აქვს დამალული. იმ შემთხვევისთვის, თუ დაწყევლიან ან ავი თვალით შეხედავენ.

მერწყული

მერწყული მატყუარა ადამიანის სინდრომს მალავს. რატომღაც დარწმუნებულია, რომ თავად არაფერს წარმოადგენს – ცუდი მშრომელი, უსარგებლო მეგობარი და მეოჯახეა. მერწყული ყოველთვის ელოდება, რომ ვინმე მის საიდუმლოს გამოაშკარავებს და გააგდებს.

თევზები

თევზები წარმოუდგენელ სიზარმაცეს მალავს. ყველამ იცის, რომ თითქოსდა ის სუსტია, მგრძნობიარე ბუნება აქვს, ნაზი ყვავილი და ფერიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამუშაოდან ნერვულ დაავადებას იკიდებს. მოკლედ, ერთადერთი, რაც თევზებს არ ეზარება, თავის მოჩვენებაა. და კიდევ საჩუქრების მიღება. სხვა ყველაფერი ეზარება.

ვერძი

ვერძი კომპლექსებს მალავს. სინამდვილეში ვერძი ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციში წინ მიიწევს არა იმიტომ, რომ მამაცია, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ეშინია. შემთხვევით რამე რომ მოხდეს? კიდევ უფრო საშიშია ფიქრი იმაზე, რომ ვიღაც შეიძლება მიხვდეს, თუ როგორ ეშინია ვერძს. როგორც კატას, რომელსაც გვერდით კიტრი დაუდეს.

კურო

კურო თავის თავგადასავლებს მალავს, თან ეშმაკურად: ყველგან ყვება, თუ როგორ დათვრა და კეკლუცობდა და როგორ გაატანა მთელი ხელფასი წყალს. პირდაპირ მშვენიერებაა! სხვათა შორის, ეს სრული სიმართლეა. ოღონდ კურომ მშვენიერი ბიჭის გულიც დაიპყრო ან საყვარელიც გაიჩინა.

ტყუპები

ტყუპები ჭეშმარიტ მიდრეკილებას მალავს. არა იმიტომ, რომ რაღაც ცუდს მიეჩვია, არამედ იმიტომ, რომ სხვების მოტყუება მისი საყვარელი გართობაა. ანუ მას შეუძლია კარგად დამალოს, რომ მაგალითად, კრუტუნი უყვარს. წმინდა გართობის მიზნით.

კირჩხიბი

კირჩხიბი ყველაფერს მალავს. ყველა კირჩხიბი თავის პარანოიდზე ზრუნავს და ნებისმიერ მოხერხებულ შემთხვევაში წარმოსახვით გარსში იმალება. იქიდან კი ცნობისმოყვარე ბრჭყალებს გაუბედავად აჩენს და სულ ეს არის. დანარჩენი დიდი საიდუმლოა!

ლომი

ლომი მალავს, რომ მისი მშვენიერი ხელები არა ნაკლებად ლამაზი დუნდულებიდან იზრდება. სწორედ ამიტომ, ლომი მთელ საქმეს ერთგულ ვასალს ასრულებინებს, იმიტომ, რომ თავად რომ შეასრულოს, მისი როგორც, სამყაროს დედოფლის რეპუტაცია შეილახება. და იმ ადგილიდან ხელების აღდგენას ვეღარ შეძლებს.

ქალწული

ქალწული თავის ნამდვილ ფიქრებს მალავს. ნებისმიერ ქალწულს შეუძლია სიტყვიერ ქარიშხალს კილომეტრებში გაეკიდოს, თან ყოველთვის დროულად და საქმეზე. ყველა თვლის, რომ ქალწული დიდებული თანამოსაუბრე და დამხმარეა. სინამდვილეში, სანამ ქალწული ახლობლებს მოთმინებით და მშვიდად ცხოვრებას ასწავლის, თავად ფიქრობს, რომ ირგვლივ ყველა სულელი და უკურნებელია. მხოლოდ ერთი თვითონ არის ჭკვიანი, რომელიც თეთრ პალტოში ლამაზად დგას.

სასწორი

სასწორი ღორობას მალავს. ყველამ იცის, რომ სასწორი კეთილშობილი ესთეტია, რომელიც ცუდს არასდროს არაფერს აკეთებს, რადგან ეს უკვე ლამაზი საქციელი არაა. ყველაფერი, რაც ლამაზი არაა, მის მშვენიერების ღირსებას ლახავს. სინამდვილეში სასწორს ზოგჯერ ყველაფრის გაფუჭება და ვიღაცის სულის შერყევა სურს.

მორიელი

მორიელი გრძნობებს მალავს. არა ყველაფერს, არამედ მხოლოდ სასიყვარულო გრძნობებს. თუ ქალი მორიელი მოწყენილი ან ბედნიერია, ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ თუ შეყვარებულია – არასდროს აღიარებს. მაშინაც კი, თუ ფრჩხილებში ნემსებს ჩაარჭობთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი გულგრილობას მალავს. ანუ მშვილდოსანი ყოველთვის სამართლიანობისა და მშვიდობისკენ მიისწრაფვის, ყველა დაუცველს და უსამართლოდ განაწყენებულს ეხმარება. მშვილდოსანი სწორედ ის ადამიანია, ვინც გალაქტიკების ჯარს შეაგროვებს და ყველას ბოროტების წინააღმდეგ წარმართავს. მაგრამ სინამდვილეში სხვისი პრობლემები ერთ ადგილზე კიდია, სწორედ იქ, საიდანაც ლომს ხელები ეზრდება.