Connect with us

ჯანმრთელობა

ჩაი, მორსი თუ მარილწყალი: 5 საუკეთესო სასმელი არა მარტო ნაბახუსევზე

ყავა, ჩაი და მარილწყალი საუკეთესო არჩევანია არაა, მათ შეიძლება მდგომარეობა გააუარესონ. რისი დალევა სჯობს პირველ იანვარს?

წლის პირველ დღეს თავი ცუდი ანეკდოტის ან „ალკოჰოლური“ კომედიის პერსონაჟად რომ არ იგრძნოთ, რომელსაც მხოლოდ წუწუნი შეუძლია, თავის ტკივილს ძლივს იკავებს და ტკივილით ამბობს: „რატომ დავლიეთ ამდენი“, წასახემსებელი და სასმელი სწორად უნდა შეარჩიოთ როგორც სადღესასწაულო სუფრისთვის, ასევე დღესასწაულების შემდეგი დღეებისთვის. სინამდვილეში, ის, რასაც პირველ იანვარს ვსვამთ, უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და განწყობისთვის, ვიდრე ის, რასაც წინა დღეს სვამდით. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 5 საუკეთესო სასმელს ახალი წლის დილისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მათი დახმარებით დღე მსუბუქი და სასიამოვნო გახდება.

ბოსტნეულის წვენები

ხილის წვენები, მათ შორის ახალ დაწურული, სჯობს სხვა დღისთვის გადაინახოთ: მათში ბევრი შაქარია, რომელიც ნაბუხესვის მდგომარეობას აუარესებს. აი, ბოსტნეულის წვენები და სმუზები კარგი არჩევანია. ისინი სხეულში უჯრედების აღდგენის უნარს ზრდის, შიმშილს კლავს და გულისრევის სიმპტომებს ამცირებს. ოღონდ მარილი არავითარ შემთხვევაში დაუმატოთ – ორგანიზმი ისედაც გაუწყლოებულია და მდგომარეობა კიდევ უფრო არ გააუარესოთ.

ჩაი კოჭით და პიტნით

სჯობს ჩვეულ შავ და მწვანე ჩაიზე, ასევე ყავაზე უარი თქვათ: დიდი ალბათობით, ღამით სათანადოდ ვერ დაისვენეთ და ტვინს დამატებითი სტიმულაცია მხოლოდ დააზიანებს. გარდა ამისა, კოფეინი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას ხელს უწყობს – უარი თქვით. აი, სასმელი, განსაკუთრებით გამათბობელი, კოჭით, პიტნით და ლიმონით ძალიან კარგი სასმელია. კოჭა გულისრევას ამცირებს, პიტნა კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ამშვიდებს, ხოლო ლიმონი თქვენს ძალას და იმუნიტეტს მხარს უჭერს.

რძის პროდუქტები

კეფირი, მაწონი, ნატურალური იოგურტი (ოღონდ უშაქროდ და სხვა დანამატების გარეშე), ჩვეულებრივი რძე – ძალიან კარგი ვარიანტია, განსაკუთრებით დღის პირველი ნახევრისთვის. ის საყლაპავს და კუჭს ამშვიდებს, სასარგებლო ბაქტერიები ნაწლავებს ეხმარება – სავარაუდოდ, მასაც მძიმე ღამე ჰქონდა.

ქოქოსის წყალი

სუფთა წყალს ქოქოსის რძე დაუმატეთ – შეგიძლიათ 1 იანვარს 1 ლ დალიოთ. საქმე იმაშია, რომ სასმელი შეიცავს ელექტროლიტებს – ნივთიერება, რომელიც შემადგენლობით სისხლს ჰგავს. ის აუცილებელია, რომ წყლის ბალანსი მაქსიმალურად სწრაფად აღადგინოთ. ყოველი ჭიქის დალევით გამოცოცხლდებით.

მორსი

2 მთავარი წესი: მორსში ძალიან ცოტა შაქარი ან თაფლი უნდა იყოს. მეორეც, მაქსიმალურად მჟავე კენკრა შეარჩიეთ. ფრუქტოზა ორგანიზმს დამატებით ენერგიას მისცემს და ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას ხელს შეუწყობს. ძალიან სასარგებლოა!