Connect with us

ჰოროსკოპი

ბოლო სავსემთვარეობა დეკემბერში: თქვენი მისტიკური მხარე შეისწავლეთ და ემოციები მიიღეთ

2020 წლის ბოლო სავსე მთვარე 29 დეკემბერს იქნება და ის ბევრ ემოციას გამოიწვევს: ჩვენ ხომ ამ დაძაბულ წელს ვასრულებთ. ამ თვის დასაწყისში ახალი მთვარის ქაოსის შემდეგ სავსე მთვარე თბილ, სამკურნალო მომენტებს მოგიტანთ. სავსემთვარეობა საკუთარი თავის მოვლისკენ გიბიძგებთ და ერთი წლით მიზნებთან დაგაზავებთ.

მთვარე კარდინალურ წყლის ნიშანში კირჩხიბშია და წელს ზღვა ემოციებით ამთავრებს. კარგი დროა რომ საკუთარ თავზე იზრუნოთ და ხალხს ეკონტაქტოთ, რომლებიც თავს კომფორტულად გაგრძნობინებენ.

სავსემთვარეობა მთვარის ციკლში ყველაზე ნათელი მომენტია, განსაკუთრებით ახლა, როცა ეს ახალი წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გამოიყენოთ 2020 წლის დეკემბრის სავსე მთვარის პერიოდი.

თქვენი მისტიკური მხარე შეისწავლეთ

სავსე მთვარე ინტუიციურ კირჩხიბში კარგი დროა, რომ სულიერ პრაქტიკაში ჩაეფლოთ და ახალი წლისთვის კოსმოსური რჩევა მოძებნოთ. სავსე მთვარის დროს ტარო, ასტროლოგია და სხვა პრაქტიკა უცნობის ახსნაში დაგეხმარებათ. ტაროს კარტი გაშალეთ ან სამკურნალო კრისტალებით მედიტაცია შეასრულეთ, რომ მთვარის ვიბრაციები იგრძნოთ.

საკუთარ ემოციებს ნუ გაექცევით

ასტროლოგიაში სავსე მთვარე უამრავ ემოციას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთვარე წყლის ისეთ მგრძნობიარე ნიშანშია, როგორიცაა კირჩხიბი. აუცილებელია თქვენი ყველაზე ღრმა გრძნობების მიღება, რადგან სავსემთვარეობა გვეხმარება მძიმე ემოციებთან გამკლავებასა და ჯანსაღი მეთოდებით მათგან გათავისუფლებაში. განწმენდის განცდები გამოცადეთ და ხალხს ეკონტაქტეთ, რომლებიც თქვენს ნაზ მხარეს გაზრდიან.

საახალწლო მთვარის რიტუალი დაგეგმეთ

ასტროლოგიაში დაბნელება შეიძლება იყოს ქაოსური, ამიტომ რიტუალების შესასრულებლად კარგ დროდ არ ითვლება. თუმცა დეკემბრის სავსემთვარეობა, შემოდგომის დაბნელების სეზონის დასრულების შემდეგ პირველი მსხვილი მთვარის დროა. სწორედ ამიტომ, იდეალური დროა საახალწლო ჯადოსნური იუმორისტული რიტუალების შესასრულებლად.

მავნე ჩვევებმა არ გაგიტაცოთ

სავსემთვარეობა გვეხმარება მავნე ჩვევების და იმ ნივთების მოშორებაში, რომლებიც აღარ გვემსახურება. მთვარემ კირჩხიბში შეიძლება ყველაზე კონსტრუქციული კრიტიკის მიმართ სენტიმენტალური გაგხადოთ. არ გაიქცეთ, თუ საყვარელი ადამიანი ან ახლო მეგობარი რჩევის მოცემას ეცდება. არ აღშფოთდეთ, მაშინაც კი, თუ უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ, ვიდრე მას, ვინც რჩევას გაძლევთ.

ფსონი კომფორტზე დადეთ

ასტროლოგიაში კირჩხიბი მე-4 სახლს მართავს, რომელიც ოჯახს და სახლს ეძღვნება, ამიტომ ამ მთვარის თემა პირად სიწმინდეში თავშესაფრის პოვნას შთაგვაგონებს. სახლი არის იქ, სადაც თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობთ. გულს მოუსმინეთ და კომფორტული სივრცე მოძებნეთ.

მოულოდნელი შესაძლებლობების წინ გული არ დახუროთ

სავსე მთვარეც და მზეც მეამბოხე ურანთან, დიდი აღორძინების პლანეტასთან პოზიტიურ კავშირს ქმნის. შედეგად, ეს მთვარის თვე მოულოდნელ, ამაღელვებელ ცვლილებებს მოგიტანთ, თუ გულს ღიად დატოვებთ. ახალი გზა გამოჩენისთანავე შეისწავლეთ – ახალ იდეებს ჩაეჭიდეთ, შემოქმედებას ენდეთ და ახალი თავგადასავლების დაწყებისას საკუთარ თავს შთაგონების საშუალება მიეცით.