Connect with us

ჰოროსკოპი

რეტროგრადული მერკური 2021 წელს:10 რამ, რისი გაკეთებაც ნამდვილად არ ღირს

ასტროლოგები ყოველ წელს რეტროგრადული მერკურით გვაშინებენ. როდის იწყებს მერკური 2021 წელს თავის რეტრო მოძრაობას, რა გავაკეთოთ და რა არა, ამას Alltime.ge-ს რედაქციიდან გაიგებთ.

თითოეული პლანეტა მზის სისტემაზე (მზის და მთვარის გარდა) მოძრაობს როგორც პირდაპირ, ასევე უკუმიმართულებით, რეტროგრადულად. დედამიწიდან დაკვირვებისას გვეჩვენება, რომ პლანეტა საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. ეს უფრო ილუზიაა. ასეთი ილუზია წარმოიქმნება, როცა დედამიწა სხვა, მასზე უფრო დიდ ორბიტაზე მოძრავ პლანეტას უსწრებს, ან პლანეტა მასზე უფრო პატარა ორბიტაზე მოძრაობს.

ასეთი მოძრაობისას დედამიწა სხვა პლანეტას ჩვეულებრივზე უფრო მეტად უახლოვდება – ასტროლოგები თვლიან, რომ პლანეტებს ამ პერიოდში უფრო დიდი გავლენა აქვთ. რეტროგრადული მერკური გავლენას ახდენს ცხოვრების იმ სფეროებზე, რომლებზეც პასუხისმგებელია.

მერკური უკუმიმართულებით სხვებზე უფრო ხშირად მოძრაობს, შესაბამისად, გავლენაც უფრო ძლიერი აქვს. მაგალითად, მარსი რეტროგრადულ პერიოდს მხოლოდ 2 წელიწადში ერთხელ გადის, ხოლო ვენერა – 1,5 წელში ერთხელ.

რეტროგრადული მერკური 2021 წელს: პერიოდები

მერკური წელიწადში 3-ჯერ, ზოგჯერ 4-ჯერ რეტროგრადულ პერიოდს გადის. მომავალ წელს გველოდება იანვარ–თებერვალში, მაისი–ივნისში და სექტემბერ–ოქტომბერში.

2021 წელს რეტროგრადული მერკურის თარიღები:

  • 30 იანვარი – 21 თებერვალი, რეტროგრადული მერკური მერწყულში;
  • 30 მაისი – 23 ივნისი, რეტროგრადული მერკური ჯერ ტყუპებში, შემდეგ თევზებში და კვლავ ტყუპებში;
  • 27 სექტემბერი – 18 ოქტომბერი, რეტროგრადული მერკური სასწორში, შემდეგ თხის რქაში, მერწყულში და კვლავ სასწორში.

რეტროგრადული მერკურის გავლენა

საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას პლანეტა უფრო ძლიერ გავლენას ახდენს ცხოვრების იმ სფეროებზე, რომლებზეც პასუხისმგებელია. ის უკავშირდება კომუნიკაციას, ლოგიკას, მოძრაობას, მოგზაურობას და ვაჭრობას. რეტროგრადულ პერიოდში აქ მარცხს და უსიამოვნებებს ელოდეთ. თუმცა ვარსკვლავები კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ, მხოლოდ მინიშნებას გაძლევენ, რომ ფრთხილად იმოქმედოთ.

ამ პერიოდში წარსულში ნაცნობ ხალხთან შეხვედრა მოსალოდნელია. შეიძლება ყოფილი შეყვარებული გამოჩნდეს და კვლავ ერთად ყოფნა შემოგთავაზოს. მაგრამ რეტრო–პერიოდის დასრულებისას სიყვარულიც დამთავრდება.

რეტროგრადული მერკური ყველა ზოდიაქოს ნიშანზე ახდენს გავლენას, განსაკუთრებით მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ნიშნებზე – ქალწულზე და ტყუპებზე. ასევე იმ ნიშნებზე, რომლის ნიშანშიც კონკრეტულ პერიოდშია, წელს ესენია: მერწყული, ტყუპები, სასწორი, თევზები და თხის რქა.

თუ ნატალურ რუკაზე რეტრო მოძრაობის მერკური გყავთ, შეიძლება მომატებული ენერგია იგრძნოთ. ფრთხილად იყავით, დაკარგვის, გატეხვის, შეცდომის დაშვების და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენის დიდი შანსია.

რას გვირჩევს ჯიოტიშური ასტროლოგია

ვედურ ასტროლოგიაში (ჯიოტიში) მერკური არის 5 სახლის, ანუ ცხოვრების სფეროს კარაკა, იგივე თვისების მატარებელი:

  • 1–ლი სახლი: მეტყველება, ლოგიკა და კომუნიკაცია;
  • მე–4 სახლი: განათლება;
  • მე–5 სახლი: ინტელექტი, სწავლა;
  • მე–10 სახლი: სამსახურ, კარიერული მიღწევები და წარმატება;
  • მე–11 სახლი: მეგობრობა, ადამიანური ურთიერთობები;

რეტრო მერკურის პერიოდში ამ სახლებში რეტრო განვითარდება იზრდება. მაგალითად, თქვენს ნათქვამს არასწორად გაიგებენ, 100–ჯერ გადამოწმებულ დოკუმენტში მაინც შეცდომა გაგეპარებათ, გამოცდას ვერ ჩააბარებთ, გასაუბრება გაუქმდება.

დადებითი მხარე: შეიძლება ფარული ნიჭი გამოავლინოთ, მოულოდნელად პრობლემის მოგვარების მეთოდი მოიფიქროთ, დაკარგული ნივთი იპოვოთ.

10 რამ, რისი გაკეთებაც ნამდვილად არ ღირს

ამ 10 პუნქტის სრულად აკრძალვა აუცილებელი არაა: ეს უბრალოდ რეკომენდაციებია. გადაუდებელ შემთხვევაში სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ და რეტრო მერკურის დასრულებას არ დაელოდოთ. თუმცა ძალიან ფრთხილად იმოქმედეთ: შეხვედრაზე ადრე მიდით, დრო დაზოგეთ, დეტალები შეამოწმეთ. საერთო წესი: რეტრო პერიოდამდე დაწყებული საქმის შეფერხების ალბათობა მცირდება.

  1. ახალი საქმის დაწყება – განსაკუთრებით, თუ მერკურის მმართველ სფეროებს ეხება.
  2. ავტომობილის, ახალი ტექნიკის შეძენა – გატეხვის ან გაფუჭების დიდი შანსია. ამ პერიოდში შეიძლება ნებისმიერი ტექნიკა ხარვეზებით მუშაობდეს.
  3. გასაუბრების ჩანიშვნა ან ახალი სამსახურის დაწყება (გამონაკლისი: როცა პროცესი რეტრო მერკურის პერიოდამდე დაიწყო).
  4. სერიოზული ფინანსური ვალდებულებების აღება, ფულის სესხება ან კრედიტის გაფორმება.
  5. ბილეთის ყიდვა და შვებულების აღება – გაუქმების ან ჩაშლის შანსები მაღალია.
  6. რაღაც ახლის შესწავლა, თუმცა გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება შეიძლება.
  7. ოპერაციების გაკეთება, მათ შორის პლასტიკური ოპერაციების, სერიოზული კოსმეტიკური მანიპულაციების ჩატარება.
  8. მოლაპარაკებების წარმოება – განსაკუთრებით ისეთ საქმეზე, რომელზეც მთელი 2021 წელი იქნება დამოკიდებული.
  9. სერიოზულ დოკუმენტებზე ხელის მოწერა: შესაძლოა შემდეგ ინანოთ.
  10. გათხოვება ან ხელისმოწერა: რეტროპერიოდის დასრულების შემდეგ მიხვდებით, რომ დიდი სისულელე ჩაიდინეთ.

რა გავაკეთოთ რეტროგრადული მერკურის დროს

ეს პერიოდი კარგია დაწყებული საქმეების დასამთავრებლად, შეცდომების გამოსასწორებლად, ძველი კავშირების აღსადგენად, ჩადენილი ქცევის გასაანალიზებლად:

  • დაასრულეთ დაუმთავრებელი გეშტალტი – ასე რეტრო პერიოდის დასრულების შემდეგ თავს წარსულისგან გათავისუფლებულად იგრძნობთ.
  • ადრე დაწყებული საქმეები და პროექტები დაასრულეთ. დიდი ალბათობით ყველაზე უიმედო და მიტოვებული საქმეც მკვდარი წერტილიდან დაიძვრება.
  • ვალი გადაიხადეთ, მათ შორის მცირე: კარმა გააუმჯობესეთ.
  • წესრიგი დაამყარეთ – როგორც სახლში, ასევე საქმეში.
  • სკოლის მეგობარი გაიხსენეთ, რომელიც გამოსაშვები საღამოს შემდეგ არ გინახავთ და შეხვედრაზე შეთანხმდით.