Connect with us

თავის მოვლა

სიმელოტე ქალებში და როგორ გავუმკლავდეთ

სიმელოტე კაცების პრობლემად ითვლება. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ქალებმა, თუ სავარცხელზე უფრო და უფრო მეტი თმა რჩება?

როცა თმა შესამჩნევად ცვენას იწყებს, ხშირად პრობლემა ჰორმონალური ცვლილებებით ან ვიტამინების დისბალანსით არის გამოწვეული. ეს ერთადერთი მიზეზი არაა და ჩვენი ექსპერტები გიამბობენ, თუ რა უნდა იცოდეთ!

თმა ჩვენს თვითშეგრძნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქერა თუ შავგრემანი? ვარცხნილობა „პიქსი“ თუ გრძელი „ქალთევზას“ ხვეულები? გვერდზე რომ გადავდოთ სტერეოტიპები, რომ თმა ქალის იდენტობაზე გავლენას ახდენს, რთულია არ შეამჩნიოთ, რომ ვარცხნილობის, სტილის ან ფერის შეცვლის შემდეგ განწყობა მაღლდება.

გასაკვირი არაა, რომ თმის ცვენა პირდაპირ გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე, განწყობასა და თავდაჯერებულობაზე. სპეციალისტების თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი იმდენად ძლიერ განიცდის, რომ ქრონიკული სტრესი, ნერვოზი და დეპრესია ეწყება.

მეცნიერება კაცების სიმელოტეს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე ქალების სიმელოტეს, არადა ქალები თმის დაკარგვას უფრო მძიმედ განიცდიან.

თმის ცხოვრების ციკლის შესწავლა

ადამიანის ჯანსაღი თმა ერთსა და იმავე ციკლს გადის. ყველაფერი იწყება აქტიური ზრდის ფაზით (ანაგენით), რომელიც 3-5 წელი გრძელდება. ამას მოსდევს გარდამავალი პერიოდი (კატაგენი), რომელიც დაახლოებით 10 დღე გრძელდება, და ბოლო ფაზა (ტელოგენი), როცა თმა ცვივა. ამის შემდეგ ფოლიკულა დაახლოებით 3 თვე აქტიური არაა, შემდეგ ციკლი მეორდება.

ზოგიერთ ადამიანში თმა მესამე ფაზაში ძალიან სწრაფად გადადის, რასაც სხვადასხვა გამაღიზიანებელი ფაქტორი იწვევს. მაგალითად, მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი, ავადმყოფობა, ოპერაცია და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრობლემები.

ზოგადად, თმის ცვენა, დასუსტება, წვერების გაყოფა ნორმალური სასიცოცხლო ციკლის დარღვევისას ხდება.

ზოგიერთი მიზეზი ქალებსა და კაცებში საერთოა, ზოგი კი მხოლოდ ქალისთვისაა დამახასიათებელი. სპეციალისტების შეფასებით, დღეში 50-100 ღერის დაკარგვა ნორმალურია. თუ რაოდენობა იზრდება და თმის ხარისხი უარესდება, ტრიქოლოგს უნდა მიმართოთ.

როგორც წესი, თმის დაკარგვა ჰორმონალური დისბალანსის, მწვავე სტრესის, უჭმელობის ან მიკროელემენტების დეფიციტის შემთხვევაში უკუქცევადი პროცესია.

უფრო რთულია, თუ მიზეზი გენეტიკური მიდრეკილებით ან სპეციფიკური აუტოიმუნური დაავადებით არის გამოწვეული. ტრიქოლოგი სისხლის ანალიზს დაგინიშნავთ, რომ სიმელოტის მიზეზები გაარკვიოს და შედეგების მიხედვით იმოქმედოს.

ჰორმონები

ჰორმონებს შეუძლია ჩვენი კანი, თმა და ფრჩხილები ან გაალამაზონ ან კოშმარს დაამსგავსონ. თმის ჯანმრთელობაზე ესტროგენის, პროგესტერონის და ტესტოსტერონის სწორი ბალანსი გავლენას ახდენს.

ჩვეულებრივ, ესტროგენი თმის ზრდას და გასქელებას ხელს უწყობს, მისი სიჭარბე კი წონასწორობას არღვევს: სხეული საპასუხოდ მეტ ტესტოსტერონს აწარმოებს. ესტროგენის მაღალი დონე მამაკაცის ტიპის თმის ცვენას იწვევს. ჰორმონების დისბალანსი შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური მიდრეკილებით ან სხვა დაავადებით.

ჰორმონები ორსულობის დროს

ახალგამოჩეკილ დედებს სავარცხელზე ბევრი თმის დანახვა აშინებთ. მაგრამ არ შეშინდეთ: თმის ცვენა დაკავშირებულია იმასთან, რომ ორსულობის დროს აქტიური ფაზის ახალი თმა მიიღეთ. ბავშვის გაჩენის შემდეგ ჰორმონების დონე იცვლება, რაც „ახლების“ ცვენას იწვევს. ექიმები ამ მოვლენას ორგანიზმის ფიზიკურ სტრესს და ჰორმონების ცვლილებას უკავშირებენ.

ხშირად თმის ცვენა ბავშვის დაბადებიდან 3 თვეში იწყება და 4 თვეში სრულდება. სწორად და სრულყოფილად იკვებეთ, აუცილებელი ვიტამინები და მინერალები მიიღეთ. მალე ახალი თმა ამოგივათ.

ჰორმონები მენოპაუზის დროს

ესტროგენი და პროგესტორენი თმას სქელს და ჯანსაღს ხდის, მაგრამ მენოპაუზის დროს მათი რაოდენობა მცირდება.

ანდროგენი ესტროგენით აღარ ნაზღაურდება, რაც თმის ცვენას იწვევს. ჩვეულებრივ, ამ პრობლემას თერაპია და სპეციალური წამლები უმკლავდება, რომლებიც ტესტოსტერონის აქტივობას აფერხებენ.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

ფარისებრი ჯირკვლები ნივთიერებათა ცვლას არეგულირებენ, ამიტომ თმის დაკარგვა და წონის მატება მიზეზია, რომ ამ ორგანოს ჰორმონების დონე შეამოწმოთ. ჰიპოთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვლები პროდუქტიულად არ მუშაობენ, რამაც შეიძლება ალოპეცია და წარბების ცვენაც კი გამოიწვიოთ. არ შეგეშინდეთ, ჰორმონალური ბალანსის დარეგულირებისას თმა კვლავ გაიზრდება.

ანემია

რკინის დეფიციტი ანუ ანემია ქალებში თმის დაკარგვის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ორგანიზმში რკინის დეფიციტი პირდაპირ თმის ხარისხსა და მის სასიცოცხლო ციკლზე გავლენას ახდენს. თმა ტელოგენის ფაზაში სწრაფად გადადის და ცვივა. სწორედ ამიტომ, სისხლში რკინის დონე გააკონტროლეთ, განსაკუთრებით თუ უხვი თვიური და მკაცრი ვეგეტარიანული რაციონი გაქვთ.

რკინა არა მხოლოდ თმისთვის, არამედ სისხლის წითელი სხეულების საწარმოებლად აუცილებელია. გაითვალისწინეთ, რომ მათი რაოდენობა და ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თმის ხარისხი. დეფიციტის პირობებში, არჩევანი სისხლის ახალ უჯრედებზე უნდა გააკეთოთ. მოკლედ, პრობლემის მოგვარება რკინის მიღებით მარტივად ხდება.

კვების ქცევის დარღვევა

მის ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ სხვადასხვა მდგომარეობა (ანორექსია, ორთორექსია, ბულიმია) სხვადასხვა პროპორციით. სხეული მათზე განსხვავებულად მოქმედებს, მაგრამ ყოველთვის ფიზიკური სტრესით, ხშირად თმის ცვენით. კერატინი, რომელსაც თმა შეიცავს, ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა და კვების დეფიციტის პირობებში მის წარმოებას წყვეტს. ექსტრემალურ სიტუაციაში ორგანიზმი პრიორიტეტებს ისახავს და თმის, ფრჩხილების და კანის განახლება სიის ქვემოთ მდებარეობს.

კარგი ამბავი: ნორმალურ, ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარ კვებასთან დაბრუნების შემდეგ თმა 6 თვეში ნორმალურ ციკლს უბრუნდება.

არ დაგავიწყდეთ, რომ ზედმეტი ჭამის დროსაც ადამიანი შეიძლება აუცილებელი მიკრო და მაკროელემენტების გარეშე დარჩეს. თუ ადამიანი ტკბილეულით და სწრაფი კვების პროდუქტებით იკვებება, სხეული „შიმშილობს“, რამაც შეიძლება თმის მდგომარეობაზე გავლენა იქონიოს.

მემკვიდრეობა

გენეტიკური ალოპეცია ზოგჯერ ქალებს შორის გვხვდება. ჩვეულებრივ, მთელ თავზე აქტიური ფოლიკულების რაოდენობა მცირდება. ასეთი სიმელოტე შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაიწყოს. ხშირად მენოპაუზის დროს იწყება, რადგან სხვა ყველაფერთან ერთად ანდგროგენების დონეს უკავშირდება.

შუბლის ფიბროზული ალოპეცია

საკმაოდ იშვიათი მდგომარეობა, რომელიც, ძირითადად, ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში გვხდება. ფიბროზული ალოპეციის დროს თმა შეუქცევადად იკარგება და თავის წინა და გვერდით ნაწილებზე მელოტ უბნებს ტოვებს. ექიმებმა ზუსტად არ იციან მისი გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დამნაშავე აუტოიუმუნური პროცესებია – ქალების სხეული თმის ფოლიკულებს უტევს და მის ადგილას ნაწიბურებს ტოვებს. სამწუხაროდ, პროცესი შეუქცევადია.

ინსულინის დისბალანსი

თუ ქალი მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ბევრ პროდუქტს იღებს და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი აქვს, ორგანიზმი ინსულინის მაღალი დონით პასუხობს. თავის მხრივ, ოვულაციის დარღვევა მეტი ტესტოსტერონის წარმოებას იწვევს, რასაც ცხადი შედეგი მოჰყვება.

მას შემდეგ, რაც ინსულინი და ჰორმონები ჯანსაღ საზღვრებს დაუბრუნდება, თმის ხარისხი აღდგება.

სტრესი

სტრესი ორგანიზმისთვის დამღუპველია. ის კორტიზოლის ჭარბ წარმოებას იწვევს, რაც ინსულინს ბრძანებას აძლევს და თავის მხრივ ტესტოსტერონის ჭარბად წარმოება ხდება.

მძიმე, სამწუხარო მოვლენების გადატანისას დიდი რისკი არსებობს, რომ 2-4 თვეში თმა დაგცვივათ. მათ აღდგენას ზუსტად ნახევარი წელი დასჭირდება.