Connect with us

ჯანმრთელობა

6 ნატურალური შაქრის შემცვლელი რომლებიც რაციონს უფრო ჯანსაღს და სასარგებლოს ხდიან

რაც არ უნდა მკაცრ დიეტაზე იყოთ შაქარზე უარის თქმა რეკომენდებული არ არის. გახსოვდეთ, რომ შაქარი ჩვენი ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის საჭირო მთავარი “საწვავია”. სწორედ მისგან იღებს ორგანიზმი ენერგიას ამიტომ ნორმის დაცვა აუცილებელია: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები გვირჩევენ დღე-ღამეში არაუმეტეს 6 ჩაის კოვზი შაქარი მივიღოთ.
შაქრის მიღების შესამცირებლად საუკეთესო მეთოდი მისი ჯანმრთელი შემცვლელებით ჩანაცვლებაა. მოგითხრობთ შაქრის უსაფრთხო და სასარგებლო ანალოგებზე.

თაფლი

ამ შემთხვევაში ყველას თაფლი ახსენდება. თუ მასზე ალერგია არ გაქვთ შაქრის მისით ჩანაცვლება არ გაგიჭირდებათ. თაფლი ამინომჟავებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტია. აქვს ანთების და ვირუსსაწინააღმდეგო თისებები. მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს: თაფლის ცხელ სასმელში ჩამატება საზიანოა, მისი 40 გრადუსზე ცხელ სითხეში ჩამატებით ის არა მხოლოდ სასარგებლო თვისებებს კარგავს არამედ შეიძლება ტოქსიკურადაც იქცეს.

ჩირი

გარგარის, შავი ქლიავის, ლეღვის, ფინიკის ჩირი ან ქიშმიში მარტივად ანაცვლებს თეთრ შაქარს. მათში ბევრი ძვირფასი ვიტამიი და მინერალი შედის, აქვს მაღალი კალორიულობა და მათი გამოყენება ხემსის სახითაც შესანიშნავია. მათი შერჩევისას დიდი ყურადღება მიაქციეთ მათი დამზადების წესს, ამ პროცესში შაქრის სიროფის გამოყენება დაუშვებელია!

სტევია

ტკბილი სამხრეთ ამერიკული მცენარე. მისი ექსტრაქტი შაქრს სიტკბოებით 200-ჯერ აჭარბებს, თუმცა საერთოდ არ ახდენს გავლენას სისხლში გლუკოზის დონეზე – სწორედ ამ მიზეზით, მისგან დამზადებული ტკბილეული დიაბეტის მქონეთათვისაც უსაფრთხოა. მას კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს: მისი გამოყენება ამცირებს კანდიდა სოკოს აქტივობას – ეს უკანასკნელი კი რძიანას მთავარი გამომწვევი მიზეზია. სტევიას ექსტრაქტი თაფლისგან განსხვავებით მაღალ ტემპერატურასაც კარგად უძლებს და შეგიძიათ ცხელ კერძებში ან სასმელებშიც გამოიყენოთ.

აგავა

მუქი მწვანე აგავა – სამხრეთამერიკული წარმოშობის მცენარეა. მისის სიროფი თაფლს არა მხოლოდ გარეგნულად არამედ გემოთიც გავს. თაფლისგან განსვავებით ის მაღალ ტემპერატურას იოლად უძლებს, ამიტომ შეგიძიათ ჩაისა და ყავაში თამამად ჩაამატოთ. სითხე მდიდარია რკინითა და კალცით, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ქალბატონებისთვის რომლებიც მენსტრუალური ციკლისა და მენოპაუზის დროს ბევრ სითხეს კარგავენ. სიროფი საფრთხოა მათთვის ვინც დიაბეტით იტანჯება – ეს პროდუქტი სისხლში გლუკოზის დონეზე არ ახდენს გავლენას.

ნეკერჩხლის სიროფი

კანადელების საფირმო “გემრიელობა”. ის არა მხოლოდ სიტკბოთი და სეციფიური, სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა არამედ მასში შემავალი სასარგებლო მინერალებითაც – თუთიით და მაგნიუმით. გირჩევთ ეს სიროფი ბლინების ან ოლადების დამატკბობლად გამოიყენოთ და ორგანიზმის სასარგებლო მინერალებით უზრუნველყოთ.

ტოპინამბურის სიროფი

ეს სიროფი დაბალი გლიკემიური ინდექსით გამოირჩევა და უსაფრთხოა მეორე ტიპის დიაბეტის მქონეთათვის და ასევე ყველასთვის ვინც სისხლშ გლუკოზის დონეს აკონტორლებს.